კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა
Netflix-სა და  ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა

Netflix-სა და ლე­გენ­და­რულ ქარ­თველ მო­ჭად­რა­კეს, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს შო­რის სა­სა­მარ­თლო დავა შე­თან­ხმე­ბით დას­რულ­და. რა პი­რო­ბებ­ზე მო­რიგ­დნენ მხა­რე­ე­ბი, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა. ამის შე­სა­ხებ წერს გა­მო­ცე­მა variety.com

"მხა­რე­ე­ბი მო­ხა­რულ­ნი არი­ან, რომ ეს სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე რუ­ფუს-ისა­აკს­მა, რო­მე­ლიც გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

81 წლის დი­დოს­ტა­ტი მი­იჩ­ნევ­და, რომ Netflix-მა ცნო­ბილ სე­რი­ალ "ლა­ზი­ე­რის გა­ბი­ტში" მისი სა­ხე­ლი სექ­სის­ტურ, და­მამ­ცი­რე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია. მო­ჭად­რა­კე კომ­პა­ნი­ას ბრალს ცი­ლის­წა­მე­ბა­შიც სდებ­და.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მისი მიღ­წე­ვე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იყო, რო­დე­საც Netflix-ის სე­რი­ალ­ში გა­ის­მა სი­ტყვე­ბი, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი "არას­დროს შეხ­ვედ­რია მა­მა­კაც მო­ჭად­რა­კე­ებს“.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, 1968 წლის­თვის, მას 59 მა­მა­კაც მო­ჭად­რა­კეს­თან წარ­მა­ტე­ბით ჰქონ­და გა­მარ­თუ­ლი თა­მა­ში.

Netflix-ი თა­ვი­დან კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს და აპე­ლი­რებ­და იმით, რომ სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟე­ტი გა­მო­გო­ნი­ლი იყო.

თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­გუ­მენ­ტი გა­ა­ქარ­წყლა და და­ად­გი­ნა, რომ გა­მო­გო­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი არ არის იმუ­ნი­ტე­ტი სარ­ჩე­ლი­სა­გან, თუ ისი­ნი არ­ღვე­ვენ რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალ "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის" სი­უ­ჟეტს, იგი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ბეთ ჰარ­მონს, გა­მო­გო­ნილ ამე­რი­კელს, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩემ­პი­ო­ნი ხდე­ბა ჭად­რაკ­ში. ფი­ნა­ლურ ეპი­ზოდ­ში ჰარ­მო­ნი მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ ტურ­ნირ­ზე მა­მა­კაც კონ­კუ­რენტს ამარ­ცხებს. დიქ­ტო­რი გან­მარ­ტავს, რომ ოპო­ნენ­ტმა იგი ვერ შე­ა­ფა­სა.

”ერ­თა­დერ­თი უჩ­ვე­უ­ლო რამ მას­ში, მარ­თლაც, მისი სქე­სია. და ეს არ არის უნი­კა­ლუ­რი რუ­სეთ­ში. არის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, მაგ­რამ ის ქალი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია და არას­დროს შეხ­ვედ­რია მა­მა­კა­ცებს." - ნათ­ქვა­მია სე­რი­ალ­ში.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით კომ­პა­ნი­ის­გან ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ 5 მი­ლი­ონ დო­ლარს, ასე­ვე ფილ­მი­დან კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის ამოჭ­რას მო­ი­თხოვ­და.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

ისე მართლა საკვირველია, რამდენი ბალღამი აქვს ზოგს სულსა და გულში, გასკდებიან, აბა რა იქნება!..... ნონაზე რომ ცუდს იტყვი....

გიორგი
6

ქალბატონი ნონა ფულის ხამი არასოდეს ყოფილა, იგი ღირსეული ადამიანია, თუმცა ვინაიდან ამერიკელს მხოლოდ ფულის ენაზე შეუძლია ლაპარაკი (და ვინაიდან მისი ღმერთი ფულია), მხოლოდ ასეთი მეთოდით-თუ მიახვედრებ, რომ ,,ჭამა". ჯანმრთელობა ქალბატონ ნონას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა

Netflix-სა და  ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა

Netflix-სა და ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს შორის სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა. რა პირობებზე მორიგდნენ მხარეები, ამის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. ამის შესახებ წერს გამოცემა variety.com

"მხარეები მოხარულნი არიან, რომ ეს საკითხი მოგვარებულია“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე რუფუს-ისააკსმა, რომელიც გაფრინდაშვილის წარმომადგენელია.

81 წლის დიდოსტატი მიიჩნევდა, რომ Netflix-მა ცნობილ სერიალ "ლაზიერის გაბიტში" მისი სახელი სექსისტურ, დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია. მოჭადრაკე კომპანიას ბრალს ცილისწამებაშიც სდებდა.

გაფრინდაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი მიღწევები შეურაცხყოფილი იყო, როდესაც Netflix-ის სერიალში გაისმა სიტყვები, რომ ნონა გაფრინდაშვილი "არასდროს შეხვედრია მამაკაც მოჭადრაკეებს“.

გაფრინდაშვილის მტკიცებით, 1968 წლისთვის, მას 59 მამაკაც მოჭადრაკესთან წარმატებით ჰქონდა გამართული თამაში.

Netflix-ი თავიდან კატეგორიულად უარყოფდა გაფრინდაშვილის ბრალდებებს და აპელირებდა იმით, რომ სერიალის სიუჟეტი გამოგონილი იყო.

თუმცა მიმდინარე წლის იანვარში ფედერალურმა მოსამართლემ აღნიშნული არგუმენტი გააქარწყლა და დაადგინა, რომ გამოგონილი ნაწარმოებები არ არის იმუნიტეტი სარჩელისაგან, თუ ისინი არღვევენ რეალური ადამიანების უფლებებს.

რაც შეეხება სერიალ "ლაზიერის გამბიტის" სიუჟეტს, იგი განასახიერებს ბეთ ჰარმონს, გამოგონილ ამერიკელს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონი ხდება ჭადრაკში. ფინალურ ეპიზოდში ჰარმონი მოსკოვში გამართულ ტურნირზე მამაკაც კონკურენტს ამარცხებს. დიქტორი განმარტავს, რომ ოპონენტმა იგი ვერ შეაფასა.

”ერთადერთი უჩვეულო რამ მასში, მართლაც, მისი სქესია. და ეს არ არის უნიკალური რუსეთში. არის ნონა გაფრინდაშვილი, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასდროს შეხვედრია მამაკაცებს." - ნათქვამია სერიალში.

მედიის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა.