კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა
FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა

FIBA ევ­რო­ბას­კე­ტის A ჯგუფ­ში თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის 2022 წლის 4 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ თურ­ქე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ჩი­ვა­რი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

"თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, თურ­ქე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ (TBF) გა­აპ­რო­ტეს­ტა დრო­ის აღ­რი­ცხვის ოპე­რა­ცი­ის შეც­დო­მა (წამ­ზო­მი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა 22 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­შინ, როცა თა­მა­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო).

წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, FIBA-ს ევ­რო­ბას­კე­ტის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­ლე­გი­ამ და­ად­გი­ნა:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მა­შის მე-4 მე­ო­თხედ­ში მარ­თლაც იყო დრო­ის აღ­რი­ცხვის შეც­დო­მა, თურ­ქე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ვერ და­ამ­ტკი­ცა, რომ ამ შეც­დო­მის გა­რე­შე მატ­ჩის შე­დე­გი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. შე­დე­გად, თურ­ქე­თის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც აპ­რო­ტეს­ტებ­და თა­მა­შის შე­დეგს, არ დაკ­მა­ყო­ფილ­და," - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

​FIBA-ს გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია ისიც, რომ პარ­კეტს მიღ­მა მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­სა­ბა­მის დის­ციპ­ლი­ნა­რულ ზო­მებს მი­მარ­თავს.

თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ერ­გინ ატა­მა­ნი და კა­ლათ­ბურ­თე­ლი ფურ­კან კორკმა­ზი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი გუნ­დის მო­თა­მა­შე დუდა სა­ნა­ძე დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბიან.

სა­ნა­ძემ თქვა, რომ შეხ­ლა-შე­მოხ­ლას ჰქონ­და ად­გი­ლი, თუმ­ცა ხელი არა­ვის არა­ვის­თვის არ გა­ურ­ტყამს. კორკმა­ზის მტკი­ცე­ბით, ერ­თმა­ნეთს გვი­რაბ­ში მუშ­ტე­ბი ურტყეს.

თურ­ქე­თის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა მე­ლიხ მახ­მა­ტ­ოღ­ლუმ ჯერ კი­დევ ფი­ბას ვერ­დიქ­ტამ­დე და­ი­ჩივ­ლა, რომ პრო­ტეს­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ნაკ­ლე­ბად ელოდ­ნენ, გუ­შინ­დე­ლი ამ­ბა­ვი უკვე და­ი­ვი­წყეს, ბელ­გი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის არი­ან კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და რაც მოხ­და უმ­სგავ­სო­ე­ბაა.

თურ­ქუ­ლი მხა­რი ბრალ­დე­ბე­ბის შემ­დეგ, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­მაც, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"გას­კვი­რი და ყვე­ლა ზღვარს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია თურ­ქე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ომერ ონა­ნის ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა პო­ლი­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბის მიერ მათ მო­თა­მა­შე­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ...

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია მი­მარ­თავს ყვე­ლა ღო­ნეს, რათა ძა­ლი­ან მალე ნა­თე­ლი მო­ე­ფი­ნოს ომენ ონა­ნის არას­წორ და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბას და იტო­ვებს იმედს, რომ ომერ ონა­ნი არ ახ­მო­ვა­ნებს ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ფე­დე­რა­ცი­ის გან­წყო­ბას ჩვენ­სა და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­მართ და ეს არის მხო­ლოდ მისი პი­რა­დი ინ­ტერპრე­ტა­ცია, რო­მე­ლიც არაა გა­მაგ­რე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით და რის გა­მოც ვი­თხოვთ დრო­უ­ლად ჩა­ტარ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მოკ­ვლე­ვა სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. იხი­ლეთ გან­ცხა­დე­ბა სრუ­ლად

sportall.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალადბურთი
0

თურქებს უყურე მწარეა მარცხი მაგრამ უნდა შეეგუოთ 

მანანა
22

ყველაფერს ვაფუჭებთ ჩვენი უკულტურო საქციელით, - გამარჯვებას ეჭვქვეშ ვაყენებთ და ამით მის ჩამორთმევასაც შეიძლება გამოვკრათ ხელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა

FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა

FIBA ევრობასკეტის A ჯგუფში თურქეთ-საქართველოს შორის 2022 წლის 4 სექტემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

"თამაშის დასრულების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ (TBF) გააპროტესტა დროის აღრიცხვის ოპერაციის შეცდომა (წამზომი არ გაჩერებულა 22 წამის განმავლობაში მაშინ, როცა თამაში შეჩერებული იყო).

წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულების განხილვის შემდეგ, FIBA-ს ევრობასკეტის სადისციპლინო კოლეგიამ დაადგინა:

"მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მე-4 მეოთხედში მართლაც იყო დროის აღრიცხვის შეცდომა, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ვერ დაამტკიცა, რომ ამ შეცდომის გარეშე მატჩის შედეგი განსხვავებული იქნებოდა. შედეგად, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი, რომელიც აპროტესტებდა თამაშის შედეგს, არ დაკმაყოფილდა," - წერია განცხადებაში.

​FIBA-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ პარკეტს მიღმა მომხდარ დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია შესაბამის დისციპლინარულ ზომებს მიმართავს.

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი და კალათბურთელი ფურკან კორკმაზი, ასევე ქართული გუნდის მოთამაშე დუდა სანაძე დისკვალიფიცირებულები არ იქნებიან.

სანაძემ თქვა, რომ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, თუმცა ხელი არავის არავისთვის არ გაურტყამს. კორკმაზის მტკიცებით, ერთმანეთს გვირაბში მუშტები ურტყეს.

თურქეთის ნაკრების კაპიტანმა მელიხ მახმატოღლუმ ჯერ კიდევ ფიბას ვერდიქტამდე დაიჩივლა, რომ პროტესტის დაკმაყოფილებას ნაკლებად ელოდნენ, გუშინდელი ამბავი უკვე დაივიწყეს, ბელგიასთან დაპირისპირებისთვის არიან კონცენტრირებული და რაც მოხდა უმსგავსოებაა.

თურქული მხარი ბრალდებების შემდეგ, განცხადება გაავრცელა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამაც, რომელშიც ვკითხულობთ:

"გასკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ომერ ონანის ცილისმწამებლური განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ...

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს, რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ონანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად. იხილეთ განცხადება სრულად

sportall.ge