სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია?" - ვახტანგ მეგრელიშვილი
"დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია?" - ვახტანგ მეგრელიშვილი

დღე­ვან­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რომ სი­სუ­ლე­ლეა, ხომ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თწ­ლი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტის­თვის ამ­ხე­ლა ენერ­გია და­ხარ­ჯო, - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის" დე­პუ­ტატ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ამ მო­თხოვ­ნას აზრი მხო­ლოდ მა­შინ ექ­ნე­ბა, თუ ჯერ უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

"ჩვენ, როცა ეს კრი­ზი­სი და­ი­წყო, ვამ­ბობ­დით, რომ ოპო­ზი­ცია უნდა შე­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო ისეთ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა თუ დად­გე­ბო­და, ამ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს მის­ცემ­და ში­ნა­არსს. ასე­თი გახ­ლდათ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რომ შემ­დგო­მი ნე­ბის­მი­ე­რი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით და ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რით. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა აზრი ჰქო­ნო­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნას, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რომ სი­სუ­ლე­ლეა, ხომ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბია? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ერ­თწ­ლი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტის­თვის ამ­ხე­ლა ენერ­გია და­ხარ­ჯო, თან ისე, რომ გა­უ­გე­ბა­რი იყოს, ეს რო­გორ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მთა­ვა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში - 12 პუნ­ქტი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ახლა ოპო­ზი­ცი­ის­თვის რომ ეთ­ქვა, მოდი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ვა­ი­ძუ­ლოთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას," რომ მერე ჩა­ვა­ტა­როთ წე­სი­ე­რი, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, გა­ვი­გებ­დი, მაგ­რამ ვა­დამ­დე­ლი ჩა­ვა­ტა­როთ ისე, რომ უბ­რა­ლოდ, ქუ­ჩა­ში გა­მოვ­ვარ­დეთ, არე­უ­ლო­ბა მო­ვა­წყოთ ისე, რომ წინ არ გა­ვი­ხე­დოთ, ამას რის­თვის ვა­კე­თებთ და ვინ ვართ სა­ერ­თოდ ისი­ნი, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ - ვინც ქუ­ჩა­ში უნდა გა­მო­ვი­დეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა შეც­ვა­ლოს ... ვინ ჯან­და­ბაა ეს ხალ­ხი, ჯერ ხომ ეს უნდა ვი­ცო­დეთ ვინ არი­ან, რა უნ­დათ, რო­გორ აპი­რე­ბენ ამის გა­კე­თე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" არ ჰყავს პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რე­ბი და ჰყავს მო­ნე­ბი.

"ჩემი აზ­რით, ამ ხალ­ხს პარტნი­ო­რე­ბი არ ჰყავთ, მათ ჰყავთ მო­ნე­ბი, ვინც და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი­ან. პარტნი­ო­რო­ბა რას ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კა­ში, ამა­ზე სამ­წუ­ხა­როდ, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­ნე­ბი არი­ან ისი­ნი, ვინც უსი­ტყვოდ, ნე­ბის­მი­ერ სუ­ლე­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მსჯე­ლო­ბის გა­რე­შე ეთან­ხმე­ბი­ან და მიყ­ვე­ბი­ან,"- გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

თუნდაც ნულოვანი იყოს ბარიერი, მთავარია მოსახელეობის სრულად და საფუძვლიანად საყოველთაო აღწერა , ემიგრაციიანად, სააარჩევნო სიის გაწმენდა მკვდარი სულებისა და გამოგონილი უბნებისაგან , მერე სადაც კი თითო ქართველია, ლეგალი, არალეგალი, იქ ხმა უნდა მისცეს, გინდა გემზე იჯდეს, ან კოსმოსში მიფრინავდეს , მაგარმ 2-ზე მეტად სიცოცხლეში და 8 წელზე მეტი ვადით ვერავინ ვერსად ვერ უნდა აირჩეს , ვერც დაინიშნოს ! მაგ 8 წლის განმავლობაში კი მათ მიერ შემუშავებულ, მიღებულ და აღსრულებულ იმ კანონებზე , რომლებსაც მოყვა უარყოფითი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგი სამშობლოს ღალატის მუხლით აგონ პასუხი , ქონება და წილები ბიზნესში სატრასტო კომპანიას გადასცენ და არა საბიძაშვილოს , რეფერენდუმებზე მოიპოვონ მეორე და მესამე , მეხუთე და მეექვსე წელს ნდობის ვოტუმი ! მე უფრო ის მიკვირს, რომ ეს ნაძმოში ვერ ხედავს კარგად შენიღბულ კრემლის აგენტებს , ანტიამერიკულ კანონშემოქმედებას და მის აღსრულებას 18 წელი იქით მოქკავშირსა და საკუთარ წიაღში და 9 აქეთ რომ იღვაწა, ქოცების გარემოცვაში დაუსჯელად პატ. მიშამ ! 

ნიკო
3

უდიდესი პატივისცემა! ძალიან ობიექტური და რაც მთავარია ძალიან კარგი ადამიანი ხართ! მადლობა რომ სამშობლო ესე გიყვართ და სამართლიანი ხართ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია?" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია?" - ვახტანგ მეგრელიშვილი

დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია? როგორ შეიძლება, ერთწლიანი პარლამენტისთვის ამხელა ენერგია დახარჯო, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც რიგგარეშე არჩევნებზე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ მოთხოვნას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ჯერ უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აიძულებდნენ.

"ჩვენ, როცა ეს კრიზისი დაიწყო, ვამბობდით, რომ ოპოზიცია უნდა შეთანხმებულიყო ისეთ საკითხზე, რომელიც შემდგომში რიგგარეშე არჩევნების საჭიროება თუ დადგებოდა, ამ რიგგარეშე არჩევნებს მისცემდა შინაარსს. ასეთი გახლდათ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებდა, რომ შემდგომი ნებისმიერი არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით. ამ შემთხვევაში შეიძლება აზრი ჰქონოდა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, მაგრამ დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია? როგორ შეიძლება, რომ ერთწლიანი პარლამენტისთვის ამხელა ენერგია დახარჯო, თან ისე, რომ გაუგებარი იყოს, ეს როგორ დაგვეხმარება მთავარი მიზნის მიღწევაში - 12 პუნქტიანი ვალდებულებების შესრულებაში. "ნაციონალურ მოძრაობას" ახლა ოპოზიციისთვის რომ ეთქვა, მოდი, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვაიძულოთ "ქართულ ოცნებას," რომ მერე ჩავატაროთ წესიერი, ვადამდელი არჩევნები, გავიგებდი, მაგრამ ვადამდელი ჩავატაროთ ისე, რომ უბრალოდ, ქუჩაში გამოვვარდეთ, არეულობა მოვაწყოთ ისე, რომ წინ არ გავიხედოთ, ამას რისთვის ვაკეთებთ და ვინ ვართ საერთოდ ისინი, ვინც ამ ყველაფერს ვაკეთებთ - ვინც ქუჩაში უნდა გამოვიდეს, ხელისუფლება უნდა შეცვალოს ... ვინ ჯანდაბაა ეს ხალხი, ჯერ ხომ ეს უნდა ვიცოდეთ ვინ არიან, რა უნდათ, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავს პოლიტიკური პარტნიორები და ჰყავს მონები.

"ჩემი აზრით, ამ ხალხს პარტნიორები არ ჰყავთ, მათ ჰყავთ მონები, ვინც დაემორჩილებიან. პარტნიორობა რას ნიშნავს პოლიტიკაში, ამაზე სამწუხაროდ, წარმოდგენაც კი არ აქვთ საქართველოში. მონები არიან ისინი, ვინც უსიტყვოდ, ნებისმიერ სულელურ გადაწყვეტილებას მსჯელობის გარეშე ეთანხმებიან და მიყვებიან,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.