ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (83:88) შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ ონანმა განცხადება გაავრცელა:
"მატჩები შეიძლება დაძაბული იყოს. ორი მოთამაშე გააძევეს. როდესაც კორკმაზი და ჩვენი ერთი მწვრთნელი გასახდელისკენ მიდიოდნენ, მათ თავს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ, რომელთაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ (თურქების მტკიცებით, შენგელია, ბითაძე და ასევე სანაძე) და აგრეთვე პოლიციელები. მატჩი დასრულდა, ჩვენ წავაგეთ, გასახდელის წინ ორივე მხრიდან შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც პოლიციელებიც ჩაერთვნენ. ფიბას მივმართავთ, არავის მივცემთ უფლებას მოგვატყუონ და იდიოტებად ჩაგვთვალონ. კორიდორის კამერებიდან ჩანაწერები სრულად წარმოგვიდგინონ. პრეზიდენტს ვესაუბრე და თუ ამას არ გააკეთებენ, ტურნირს დავტოვებთ".
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თბილისში ტურნირზე ბევრი ნაკლი დაფიქსირდა, გუნდი სასტუმროდან დარბაზში 45 წუთით ადრე მიემგზავრება, უსაფრთხოების დაცვაა საჭირო, კონსულსაც დაუკავშირდნენ, დაცვის გაძლიერება მოითხოვეს, განაცხადში არმყოფი მოთამაშეები (მაგალითად, შენგელია) სათადარიგოთა სკამზე არ უნდა ყოფილიყვნენ და რომ ფიბას რეაგირებას დაელოდებიან.
თუ ფიბას არ ემიორჩილები არც მსაჯებს არც მაყურებელს მაშინ წადი და აკეთე შავრმა
ჩვენი ოფიციოზი ისე საეჭვოდ არის გატრუნული, ვგონებ, ფიქრობენ, შემოაგდონ თუ არა - აბა, თურქეთთან ომი გვინდა?!... ნუ გლოვობთ წინასწარ, მაქსიმუმ თურქული სერიალები ჩაგიწვეთ და ის თურქეთში გაქცეული კურტნის მუშები დაუბრუნდნენ ჩვენს ეკონომიკას, აქ რომ 70 ლარად თხილს არ კრეფენ და იქ 20 დოლარად ტყავს აძრობენ... თან ერთი დიდგორი უკვე მოვიგეთ გუშინ და კიდევ კარგი, ფიბა-მ რუსეთის ნაცვლად მონტენეგრო შემოგვისახლა ჯგუფში, თორემ ომი და დავიდარაბა მერე გენახათ...