მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც პუტინი არ ესწრება - დაკრძალვაზე ვიქტორ ორბანი ჩავიდა
მოსკოვში მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც პუტინი არ ესწრება - დაკრძალვაზე ვიქტორ ორბანი ჩავიდა

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყო­ფილ ლი­დერს, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვს დღეს მოს­კოვ­ში, ნო­ვო­დე­ვი­ჩის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. გორ­ბა­ჩო­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში, კავ­ში­რე­ბის სახ­ლის სვე­ტე­ბი­ან დარ­ბაზ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი არ და­ეს­წრე­ბა, რის მი­ზე­ზა­დაც კრემ­ლმა მისი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი და­ა­სა­ხე­ლა.

გორ­ბა­ჩო­ვის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და­სას­წრე­ბად მოს­კოვ­ში უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი ჩა­ვი­და.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უკა­ნას­კნე­ლი ლი­დე­რი, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი 91 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი მძი­მე და ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა", - ნათ­ქვა­მი იყო მოს­კო­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

გორ­ბა­ჩო­ვის დროს სსრკ-ში პირ­ვე­ლად და­უშ­ვეს სი­ტყვის, სინ­დი­სი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მის დროს და­წყე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ი­შა­ლა სსრკ და დას­რულ­და აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მე­ბი.

მის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცივი ომის დას­რუ­ლე­ბა. მან აშშ-სთან ხელი მო­ა­წე­რა შე­თან­ხმე­ბებს შე­ი­ა­რა­ღე­ბის შე­ზღუდ­ვის თა­ო­ბა­ზე და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­რა და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, რათა ბოლო მო­ე­ღო რკი­ნის ფარ­დის­თვის, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ყოფ­და ევ­რო­პას. მისი ლი­დე­რო­ბის დროს მოხ­და გერ­მა­ნი­ის კვლავ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა.

რუ­სეთ­ში პო­ლი­ტე­ლი­ტი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ე.წ. სა­ჯა­რო­ო­ბას და "გარ­დაქ­მნას" და­მან­გრე­ველს უწო­დე­ბენ და დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებს დღემ­დე ვერ პა­ტი­ო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

ოთხმოცდათერთმეტში დაშალა იმპერია, ოთხმოცდათერთმეტი წლის ასაკში, გავიდა მარილზე. სიმბოლურია.

gaga
15

რუსები ისე დაგლახავდნენ, რომ ეს ნაძირალა გარბაჩოვიც კი ვერ დასაჯეს საკადრისად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მოსკოვში მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც პუტინი არ ესწრება - დაკრძალვაზე ვიქტორ ორბანი ჩავიდა

მოსკოვში მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, რომელსაც პუტინი არ ესწრება - დაკრძალვაზე ვიქტორ ორბანი ჩავიდა

საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს დღეს მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გორბაჩოვის სამოქალაქო პანაშვიდი რუსეთის დედაქალაქში, კავშირების სახლის სვეტებიან დარბაზში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება, რის მიზეზადაც კრემლმა მისი სამუშაო გრაფიკი დაასახელა.

გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მოსკოვში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩავიდა.

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი, მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. "მიხეილ გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა", - ნათქვამი იყო მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს განცხადებაში.

გორბაჩოვის დროს სსრკ-ში პირველად დაუშვეს სიტყვის, სინდისისა და მეწარმეობის თავისუფლება. მის დროს დაწყებული რეფორმების შედეგად, ფაქტობრივად, დაიშალა სსრკ და დასრულდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კომუნისტური რეჟიმები.

მის სახელთანაა დაკავშირებული ცივი ომის დასრულება. მან აშშ-სთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე და პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა დასავლეთის სახელმწიფოებთან, რათა ბოლო მოეღო რკინის ფარდისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოფდა ევროპას. მისი ლიდერობის დროს მოხდა გერმანიის კვლავ გაერთიანება.

რუსეთში პოლიტელიტისა და საზოგადოების ნაწილი მის მიერ გამოცხადებულ ე.წ. საჯაროობას და "გარდაქმნას" დამანგრეველს უწოდებენ და დემოკრატიულ რეფორმებს დღემდე ვერ პატიობენ.