91 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის კომპარტიის უკანასკნელი გენერალური მდივანი, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხალ გორბაჩოვი. ამის თაობაზე ინფორმაციას მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს. "მიხეილ გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა", - ნათქვამია ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს განცხადებაში.
გორბაჩოვის დროს სსრკ-ში პირველად დაუშვეს სიტყვის, სინდისისა და მეწარმეობის თავისუფლება. მის დროს დაწყებული რეფორმების შედეგად, ფაქტობრივად, დაიშალა სსრკ და დასრულდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კომუნისტური რეჟიმები.
მის სახელთანაა დაკავშირებული ცივი ომის დასრულება. მან აშშ-სთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე და პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა დასავლეთის სახელმწიფოებთან, რათა ბოლო მოეღო რკინის ფარდისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყოფდა ევროპას. მისი ლიდერობის დროს მოხდა გერმანიის კვლავ გაერთიანება.
რუსეთში პოლიტელიტისა და საზოგადოების ნაწილი მის მიერ გამოცხადებულ ე.წ. საჯაროობას და "გარდაქმნას" დამანგრეველს უწოდებენ და დემოკრატიულ რეფორმებს დღემდე ვერ პატიობენ.
ეს ცოცხალი იყო?
ალექს, სხვას რომ თავი დავანებოთ სასესხო სასაქონლო ბაზარზე განაკვეთებს, რომ შეხედავ, რანაირად არის გაინტნერ-ბერნანკეს ამერიკა ჩემი პარტნიორობა და რაშია საქმე, დღეს ვაშინგტონ-ლონდონ-მოსკოვი ერთია და კომინტერნი!? დიდება უფალს, გადაავლეთ თვალი ამ განვლილი 35 წლის ისტორიას საქართველოისი და იქ იმდენ ბრილიანტს, თუ არა კენჭობას მაინც წააწყდებით, რომ ბევრ რამეზე გაგცემთ პასუხს. თუ რაში იცხოვრე იმას გაყევი, ისაა შენი არსობა სამყაროში და მედიტირებაში თუ ის გეკარგება, მაშინ სად რა უნდა დაინახოთ!? >>>>>>>>>>>>>>მედიტირებაში, თუ სურათები გეკარგება, მაშინ რატომ წერ კომენტარებს!? გიხაროდეთ>