პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ - ვინ რა პროფესია აირჩია და რას წერენ ბედნიერი მშობლები?
ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ - ვინ რა პროფესია აირჩია და რას წერენ ბედნიერი მშობლები?

დღეს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რეს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლებ­მაც.

ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის ვაჟ­მა 100%-იანი გრან­ტი მო­ი­პო­ვა.

"სტუ­დენ­ტის მამა გავ­ხდი, თან 100% გრან­ტი. თსუ ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა აი­სე­ტი (ISET), ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი. წარ­მა­ტე­ბე­ბი და­ჩის!“ - წერს ნა­ნუ­აშ­ვი­ლი.

Webster university-ში ჩა­ა­ბარა ნინო ჩხე­ი­ძის ერ­თა­დერ­თმა ქა­ლიშ­ვილ­მა, მა­რი­ამ კო­რა­ხაშ­ვილ­მა. "წარ­მა­ტე­ბე­ბი, დე...“ - წერს მომ­ღე­რა­ლი.

ეკა ბე­სე­ლი­ას ქა­ლიშ­ვილ­მა, ლიზი გუ­ბე­ლა­ძემ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი.

"თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია, ფა­კულ­ტე­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რია და თე­ო­რია გი­ლო­ცავ სტუ­დენ­ტო­ბას ჩემო პრინ­ცე­სა ლიზა, გა­მი­ხარ­და, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის­კენ აიღე გეზი… მე მჯე­რა შენი და ვიცი, რომ ყვე­ლა­ფერს რაც კარ­გია, დი­დე­ბუ­ლია - შეძ­ლებ!“ - წერს ბედ­ნი­ე­რი დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ჯი­პას აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლუ­რი და მე­დია ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და ფი­ლო­სო­ფოს ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი - ელე­ნე, რომ­ლის ბავ­შვო­ბის ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს ბედ­ნი­ე­რი პაპა და წერს:

"აი, ეს არ­სე­ბა სტუ­დენ­ტი გახ­და".

უკვე სტუ­დენ­ტია მუ­სი­კოს აჩი­კო გუ­ლე­და­ნი­სა და ნინი ბუ­კი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ა­მი.

"ესეც ასე,

წინ სი­გი­ჟე­ე­ბი, აღ­მო­ჩე­ნე­ბი, შეც­დო­მე­ბი, ტვი­ნის სხმე­ბი, ბედ­ნი­ე­რე­ბე­ბი და იმე­დია ძა­ლი­ან ბევ­რი სწავ­ლა... აბა შენ იცი, დე", - წერს მა­რი­ა­მის დედა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და პარ­ლა­მენ­ტარ ბექა ოდი­შა­რი­ას მო­რაგ­ბე ვაჟი - ჯაბა.

"მა­გა­რი თა­ო­ბა! ჩვე­ნი ყვე­ლას მა­გა­რი შვი­ლე­ბი! ჯაბა, მე­ა­მა­ყე­ბა!" - წერს დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც მე­უღ­ლის მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძის პოსტს აზი­ა­რებს.

"სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ჯავა ოდი­შა­რია. დღეს U18 ნაკ­რებს საფ­რან­გეთ­ში, ფრან­გებ­თან თა­მა­ში ქონ­დათ და დიდი ან­გა­რი­შით მო­ი­გეს ! არა­ფე­რია შვი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და მათ წარ­მა­ტე­ბა­ზე უკე­თე­სი ! ჯა­ბას­თან ერ­თად 32000 ბავ­შვი გახ­და სტუ­დენ­ტი დღეს … გი­ლო­ცავთ და ყვე­ლას ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალს გი­სურ­ვებთ!!!" - წერს მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძე.

უკვე სტუ­დენ­ტია ლელა წურ­წუ­მი­ას და კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის, იგი­ვე "მა­მუ­ლი­ჩას" შვი­ლიც. მა­რი­ამ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა. მომ­ღერ­ლის შვი­ლი დაზ­გურ ფერ­წე­რა­ზე ის­წავ­ლის.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათო
2

გულედანის ვაᲟი რაზე მოხვდა?

ანი
12

დიპლომი რომ რამეს ნიშნავდეს მინ რომელიმე სახელმწიფოს უნდა ვმართავდე ეხლა... საერთოდ არ არის უნივერსტეტი საჭირო იმისთვის რომ წარმატებული იყო!!!! დიპლომი ნიშნავს სტაბილურ სამსახურს და ოფისის ვირთხად მონობაში ყოფნას!! ილონ მასკმა და სტივ ჯობსმა განათლებაზე უარი რომ თქვეს იმიტომ ვერ შეცვალეს სამყარო უდიპლომოებმა :

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ - ვინ რა პროფესია აირჩია და რას წერენ ბედნიერი მშობლები?

ცნობილი ადამიანები, რომელთა შვილებიც წელს სტუდენტები გახდნენ - ვინ რა პროფესია აირჩია და რას წერენ ბედნიერი მშობლები?

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. გამოცდები ჩააბარეს ცნობილი ადამიანების შვილებმაც.

ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ვაჟმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

"სტუდენტის მამა გავხდი, თან 100% გრანტი. თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტი (ISET), ინგლისურენოვანი. წარმატებები დაჩის!“ - წერს ნანუაშვილი.

Webster university-ში ჩააბარა ნინო ჩხეიძის ერთადერთმა ქალიშვილმა, მარიამ კორახაშვილმა. "წარმატებები, დე...“ - წერს მომღერალი.

ეკა ბესელიას ქალიშვილმა, ლიზი გუბელაძემ სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა არჩევანი.

"თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფაკულტეტი ხელოვნების ისტორია და თეორია გილოცავ სტუდენტობას ჩემო პრინცესა ლიზა, გამიხარდა, რომ ხელოვნებისკენ აიღე გეზი… მე მჯერა შენი და ვიცი, რომ ყველაფერს რაც კარგია, დიდებულია - შეძლებ!“ - წერს ბედნიერი დედა სოციალურ ქსელში.

ჯიპას აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის შვილიშვილი - ელენე, რომლის ბავშვობის ფოტოსაც აქვეყნებს ბედნიერი პაპა და წერს:

"აი, ეს არსება სტუდენტი გახდა".

უკვე სტუდენტია მუსიკოს აჩიკო გულედანისა და ნინი ბუკიას ქალიშვილი მარიამი.

"ესეც ასე,

წინ სიგიჟეები, აღმოჩენები, შეცდომები, ტვინის სხმები, ბედნიერებები და იმედია ძალიან ბევრი სწავლა... აბა შენ იცი, დე", - წერს მარიამის დედა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა პარლამენტარ ბექა ოდიშარიას მორაგბე ვაჟი - ჯაბა.

"მაგარი თაობა! ჩვენი ყველას მაგარი შვილები! ჯაბა, მეამაყება!" - წერს დეპუტატი, რომელიც მეუღლის მაკუნა გამცემლიძის პოსტს აზიარებს.

"სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ჯავა ოდიშარია. დღეს U18 ნაკრებს საფრანგეთში, ფრანგებთან თამაში ქონდათ და დიდი ანგარიშით მოიგეს ! არაფერია შვილების ჯანმრთელობაზე და მათ წარმატებაზე უკეთესი ! ჯაბასთან ერთად 32000 ბავშვი გახდა სტუდენტი დღეს … გილოცავთ და ყველას ბედნიერ მომავალს გისურვებთ!!!" - წერს მაკუნა გამცემლიძე.

უკვე სტუდენტია ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილის, იგივე "მამულიჩას" შვილიც. მარიამ მამულაშვილმა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. მომღერლის შვილი დაზგურ ფერწერაზე ისწავლის.