საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახლი გორში, რომელსაც პატრონი ლოტოტრონის პრინციპით ათამაშებს - "იმ ამერიკელის იდეამ დამაინტერესა"
სახლი გორში, რომელსაც პატრონი ლოტოტრონის პრინციპით ათამაშებს - "იმ ამერიკელის იდეამ დამაინტერესა"

გო­რე­ლი გი­ორ­გი ორ­თა­ნე­ზაშ­ვი­ლი გო­რის ცენ­ტრში მდე­ბა­რე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ლო­ტოტ­რო­ნის პრინ­ცი­პით ათა­მა­შებს.

შე­ნო­ბა 2008 წელს შე­ვი­და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში, მო­ი­ცავს ორ სარ­თულ­ზე გან­ლა­გე­ბულ 240 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თობს და 150 კვ.მ. სარ­დაფს.

ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც შემ­თხვე­ვით წა­ა­წყდა ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­ქა­ლა­ქემ სა­კუ­თა­რი სახ­ლი გა­ა­თა­მა­შა.

"იმ ამე­რი­კე­ლის იდე­ამ ძალ­ზე და­მა­ინ­ტე­რე­სა, თუმ­ცა, გა­დავ­წყვი­ტე, გა­თა­მა­შე­ბის პი­რო­ბე­ბი შე­მეც­ვა­ლა - ის თუ ბი­ლეთს 1$-ად ყიდ­და და ეს პრო­ცე­სი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, მე მხო­ლოდ 3 თვე­ზე გა­მო­ვა­ცხა­დე გა­თა­მა­შე­ბა და 1 ბი­ლე­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 ლარს შე­ად­გენს.

მოკ­ლედ, ვა­თა­მა­შებ სა­კუ­თარს სახ­ლს, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს გო­რის ცენ­ტრში. მი­სა­ღე­ბის, სას­ტუმ­რო ოთა­ხი­სა და სა­სა­დი­ლოს გარ­და, სახ­ლს 4 სა­ძი­ნე­ბე­ლი და 4 სა­ა­ბა­ზა­ნო ოთა­ხი აქვს. გა­თა­მა­შე­ბა შედ­გე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 3 დე­კემ­ბერს, სწო­რედ ამ სახ­ლში. ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­უძ­ლია, ლო­ტოს პრინ­ცი­პით გა­თა­მა­შე­ბას ად­გილ­ზე და­ეს­წროს ან თვა­ლი ადევ­ნოს პირ­და­პირ ეთერს. მო­გე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა ლო­ტოტ­რო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით და მო­გე­ბულს ბინა გა­და­ე­ცე­მა სიმ­ბო­ლურ ფა­სად - 10 ლა­რად. გა­თა­მა­შე­ბის პი­რო­ბა არის ის, რომ უნდა გა­ი­ყი­დოს მი­ნი­მუმ 70 000 ბი­ლე­თი.

გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს და ბოლო პი­რო­ბა - აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­თა­მა­შე­ბი­სას, ლო­ტოტ­რო­ნი­დან ამო­ღე­ბულ ბი­ლეთ­ზე მი­თი­თე­ბულ ნო­მერს უპა­სუ­ხოს სა­ვა­რა­უ­დო მო­გე­ბულ­მა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდა ჩემს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იყო ირო­ნი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით, თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წო­ნა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თა რი­ცხვმა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­კავ­შირ­დე­ბა და პი­რო­ბებს აზუს­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბილ ნა­წილს, გე­ტყვით, რომ ბი­ლე­თე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, გა­თა­მა­შე­ბა თუ არ შედ­გე­ბა, ბი­ლე­თის ყვე­ლა მყიდ­ველს უკან და­უბ­რუნ­დე­ბა გა­დახ­დი­ლი თან­ხა. ეს გახ­ლავთ ასე ვთქვათ, ერთჯე­რა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი. უკვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა, გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან სა­ბერ­ძნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბიც, ამ დრო­ის­თვის, გა­ყი­დუ­ლია 200-ზე მეტი ბი­ლე­თი და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის ტემ­პიც გა­იზ­რდე­ბა“, - აცხა­დებს გი­ორ­გი ორ­თა­ნე­ზაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზეზს, ორ­თა­ნე­ზაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო სახ­ლს ყი­დის, თუმ­ცა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბაა და მოკ­ლე დრო­ში რე­ა­ლი­ზა­ცია მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, გას­ხვი­სე­ბის ამ­გვა­რი ფორ­მა მო­ი­ფიქ­რა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ძალიან მაგარი იდეაა. უბრალოდ საქართველოში ყველამ იმედი დაკარგა და ასეთი სიახლეებისთვის მზად არ არის.ვერც გაამტყუნებ.მე მომწონს. წარმატებები

ს.კ
0

რა ჭკვიანი ხარ 😂😂😂😂

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სახლი გორში, რომელსაც პატრონი ლოტოტრონის პრინციპით ათამაშებს - "იმ ამერიკელის იდეამ დამაინტერესა"

სახლი გორში, რომელსაც პატრონი ლოტოტრონის პრინციპით ათამაშებს - "იმ ამერიკელის იდეამ დამაინტერესა"

გორელი გიორგი ორთანეზაშვილი გორის ცენტრში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლს ლოტოტრონის პრინციპით ათამაშებს.

შენობა 2008 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, მოიცავს ორ სართულზე განლაგებულ 240 კვ.მ საცხოვრებელ ფართობს და 150 კვ.მ. სარდაფს.

ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შემთხვევით წააწყდა ინტერნეტში ინფორმაციას, რომ რამდენიმე წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქემ საკუთარი სახლი გაათამაშა.

"იმ ამერიკელის იდეამ ძალზე დამაინტერესა, თუმცა, გადავწყვიტე, გათამაშების პირობები შემეცვალა - ის თუ ბილეთს 1$-ად ყიდდა და ეს პროცესი 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მე მხოლოდ 3 თვეზე გამოვაცხადე გათამაშება და 1 ბილეთის ღირებულება 10 ლარს შეადგენს.

მოკლედ, ვათამაშებ საკუთარს სახლს, რომელიც მდებარეობს გორის ცენტრში. მისაღების, სასტუმრო ოთახისა და სასადილოს გარდა, სახლს 4 საძინებელი და 4 სააბაზანო ოთახი აქვს. გათამაშება შედგება მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სწორედ ამ სახლში. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, ლოტოს პრინციპით გათამაშებას ადგილზე დაესწროს ან თვალი ადევნოს პირდაპირ ეთერს. მოგებული გამოვლინდება ლოტოტრონის საშუალებით და მოგებულს ბინა გადაეცემა სიმბოლურ ფასად - 10 ლარად. გათამაშების პირობა არის ის, რომ უნდა გაიყიდოს მინიმუმ 70 000 ბილეთი.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს და ბოლო პირობა - აუცილებელია, რომ გათამაშებისას, ლოტოტრონიდან ამოღებულ ბილეთზე მითითებულ ნომერს უპასუხოს სავარაუდო მოგებულმა. თავდაპირველად, ბევრი სკეპტიკურად შეხვდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას, იყო ირონიული კომენტარებით, თუმცა, ეს ყველაფერი გადაწონა დაინტერესებულთა რიცხვმა. უამრავი ადამიანი მიკავშირდება და პირობებს აზუსტებს.

რაც შეეხება საზოგადოების სკეპტიკურად განწყობილ ნაწილს, გეტყვით, რომ ბილეთების არასაკმარისი რაოდენობით გაყიდვის შემთხვევაში, გათამაშება თუ არ შედგება, ბილეთის ყველა მყიდველს უკან დაუბრუნდება გადახდილი თანხა. ეს გახლავთ ასე ვთქვათ, ერთჯერადი სოციალური პროექტი. უკვე ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, გვიკავშირდებიან საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში მცხოვრები ქართველებიც, ამ დროისთვის, გაყიდულია 200-ზე მეტი ბილეთი და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება და ბილეთების გაყიდვების ტემპიც გაიზრდება“, - აცხადებს გიორგი ორთანეზაშვილი.

რაც შეეხება ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზს, ორთანეზაშვილი ამბობს, რომ გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო სახლს ყიდის, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ძვირადღირებული უძრავი ქონებაა და მოკლე დროში რეალიზაცია მარტივი არ იქნება, გასხვისების ამგვარი ფორმა მოიფიქრა.