მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი უკრაინის კონტრშეტევაზე ხერსონის მიმართულებით: განადგურებულია ყველა დიდი ხიდი, გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი ქალაქის სიახლოვეს
რა არის ცნობილი უკრაინის კონტრშეტევაზე ხერსონის მიმართულებით: განადგურებულია ყველა დიდი ხიდი, გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი ქალაქის სიახლოვეს

29 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მას­შტა­ბურ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ხერ­სო­ნის მი­სად­გო­მებ­თან გა­არ­ღვი­ეს რუ­სე­თის არ­მი­ის თავ­დაც­ვის პირ­ვე­ლი ხაზი, - ამის თა­ო­ბა­ზე "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" რუ­სუ­ლე­ნო­ვან ტე­ლეპ­რო­ექტ "ნას­ტო­ი­აშ­ჩეე ვრე­მი­ას" და­უ­დას­ტუ­რა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­ტა­ლია გუ­მე­ნი­უკ­მა, თუმ­ცა ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი მწირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბა ფრონ­ტის ხაზ­ზე, თუმ­ცა რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი, ისე და­სავ­ლუ­რი მე­დია ამა­ზე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად წერს.

CNN-ი სა­კუ­თარ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ წუ­ხელ უკ­რა­ი­ნელ­მა მებ­რძო­ლებ­მა ხერ­სო­ნის სი­ახ­ლო­ვეს რუსი დამ­პყრობ­ლე­ბის­გან 4 სო­ფე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ოპე­რა­ცია ღა­მით რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის მა­სი­უ­რი და­ბომბვით და­ი­წყო. ახლა ჩვენ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ 4 სო­ფე­ლი. მათი დაც­ვის პირ­ვე­ლი ხაზი სამ ად­გი­ლას გა­ვარ­ღვი­ეთ“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ. მისი ცნო­ბით: გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ნო­ვა­ია დმიტ­როვ­კა, არ­ხან­გელსკოე, ტო­მი­ნა ბალ­კა და პრავ­დი­ნო. მი­სი­ვე თქმით, ბევ­რი ოკუ­პან­ტი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია და ტყვედ არის აყ­ვა­ნი­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ბევ­რი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა.

"ვნა­ხავთ, რო­გორ წავა შე­ტე­ვა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ხერ­სო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ.

BBC - ის კო­რეს­პონ­დენ­ტის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ტი­ლე­რია ხერ­სო­ნის ოლ­ქში წუ­ხელ ბომ­ბავ­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო გზებ­სა და ხი­დებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მი­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბა მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გან­ლა­გე­ბულ რუ­სულ დაჯ­გუ­ფე­ბებს. ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და მთელ ოლ­ქში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას.

უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის ძუნ­წად გავ­რცე­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამის თა­ო­ბა­ზე იმა­ვე ნა­ტა­ლია გუ­მე­ნი­უკ­მა 28 აგ­ვის­ტოს­ვე გა­ნა­ცხა­და.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ასეთ პო­ზი­ტი­ურ ამ­ბავს ხალ­ხი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­გა­ტყო­ბი­ნოთ იმის შე­სა­ხებ, რომ ნამ­დვი­ლად და­ი­წყო გარ­კვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ძა­ლი­ან გთხოვთ, მო­მა­ვალ­შიც თავი შე­ვი­კა­ვოთ და არ გა­ვაზ­ვი­ა­დოთ მოვ­ლე­ნე­ბი, არ ჩა­ე­ძი­ოთ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს, სამ­ხედ­რო­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა არ მო­ვახ­დი­ნოთ, რათა მათ გა­ავ­რცე­ლონ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში იქ ხდე­ბა. საკ­მა­რი­სია ის ცნო­ბა, რო­მე­ლიც უკვე გავ­რცელ­და: არის გარ­ღვე­ვა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მხრი­დან ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი გან­ვი­თარ­დეს, ხოლო, მტრის ზო­გი­ერ­თმა და­ნა­ყოფ­მა უკან და­ი­ხია“, - თქვა გუ­მე­ნი­უკ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ნე­ბის­მი­ერ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას სი­ჩუ­მე სჭირ­დე­ბა. გუ­მე­ნი­უკ­მა და­ა­ზუს­ტა, რომ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა სამ­ხრე­თით სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყეს შე­ტე­ვა.

  • 29 აგ­ვის­ტოს, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოპე­რა­ტი­ულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "კა­ხოვ­კამ“ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ამე­რი­კუ­ლი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბით (HIMARS) უკვე გა­ა­ნად­გუ­რეს რუ­სე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი, ხერ­სო­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა დიდი ხიდი.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ აღი­ა­რა უკ­რა­ი­ნის იე­რი­შის და­წყე­ბა, მაგ­რამ მისი მტკი­ცე­ბით, ეს შე­ტე­ვა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. "მტრის მიერ თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბამ სრუ­ლი მარ­ცხი გა­ნი­ცა­და“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ანექ­სი­რე­ბულ ყი­რი­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა სერ­გეი აკ­სე­ნოვ­მა სა­კუ­თარ "ტე­ლეგ­რა­მარხზე" და­წე­რა, - ცნო­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სამ­ხრე­თით კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლის შე­სა­ხებ "უკ­რა­ი­ნუ­ლი პრო­პა­გან­დის მო­რი­გი "ფე­ი­კი­აო...“

მოკ­ლედ, ხერ­სო­ნის პრო­რუ­სუ­ლი, დე ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი შე­ტე­ვა­ზე არ გა­და­სუ­ლან და ხერ­სონ­ში სიმ­შვი­დეა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად "რა­შის­ტი" ბლო­გე­რე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ხერ­სო­ნის მხა­რის სიღ­რმე­ში 6 კმ-ით წა­ი­წი­ეს წინ.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­რო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­მოწ­მე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ოპე­რა­ტი­ულ სარ­დლო­ბა "სამ­ხრეთ­ზე“ დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში 80-ზე მეტი რუსი ოკუ­პან­ტი და მტრის კუთ­ვნი­ლი 30 ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა გა­ა­ნად­გუ­რეს.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის მიერ ხერ­სო­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია 2022 წლის მარ­ტი­დან.

გა­სულ ღა­მით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი­სად­მი ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა იბ­რუ­ნებს და და­იბ­რუ­ნებს ხარ­კოვს, ლუ­განსკს, დო­ნეცკს, ზა­პო­რო­ჟი­ეს, ხერ­სონს და ყი­რიმს. ზე­ლენ­სკიმ რუს სამ­ხედ­რო­ებს მო­უ­წო­და, თუ თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა სურთ, დროა გა­იქ­ცნენ ან ტყვედ ჩა­ბარ­დნენ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ კონ­ტრშე­ტე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად რუ­სეთ­მა კვლავ და­არ­ტყა ნი­კო­ლა­ე­ვის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, 30 აგ­ვის­ტოს დი­ლით კი რუ­სებ­მა სა­რა­კე­ტო იე­რი­ში ისევ მი­ი­ტა­ნეს ზა­პო­რო­ჟი­ე­ზე.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
7

როგორც ყოველთვის მოწინააღმდეგე მხარეების ინფორმაციები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მხოლოდ ერთ რამეში არის თანხვედრა. ეს არის ის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ნამდვილად 29.08.22 განახორციელეს შეტევითი ოპერაცია უკრაინის სამხრეთში, კერძოდ ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების მიმართულებით.

ამ ოპერაციის ჩატარების შესახებ საკმაოდ დიდი ხნის წინათ იყო გაკეთებული განცხადება უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ.

ოპერაციის შედეგების შეფასებაც სხვადასხვაა.

1. უკრაინული და მაშასადამე დასავლური შეფასებები იდენტურია და ორივე ერთად აღნიშნავს მის წარმატებით ჩატარებას.

29 აგვისტოს ჩატარებული ოპერაციის შედეგად რუსული დანაკარგები ასეთია:

ა) მოკლულია 450 ოკუპანტი.

ბ) განადგურებულია:

- 7 ტანკი;

- 19 საარტილერიო სისტემა;

- 3 MLRS (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა);

- 2 საჰაერო თავდაცვის სისტემა;

- 1 ვერტმფრენი;

- 3 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი;

- 29 ჯავშანმანქანა;

- ორი ​​ერთეული სპეცტექნიკა.

ცნობისთვის, გავლენიანი უცხოური მედიები იმასაც წერენ, რომ უკრაინელებმა ხერსონში დაცვის პირველი ხაზის გარღვევა შეძლეს და ამჟამად ბრძოლები ხერსონში გრძელდება.

2. რუსული მხარის მონაცემებით უკრაინული მხრიდან

ა) დაღუპულია 1 200 მებრძოლი.

ბ) განადგურებულია:

- 48 ტანკი;

- 46 ქვეითთა საბრძოლო მანქანა;

- 37 სხვადასხვა სახეობის ჯავშანმანქანა;

- 8 პიკაპი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით;

- ორი სუ-25 ტიპის თვითმფრინავი.

3. სად არის სწორი ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია?

ამას ჩვენ ვერასადოს ვერ გავიგებთ. შეიძლება მსჯელობა ალბათობის დონეზე ან დამდგარი რეზულტატების მიხედვით.

ფაქტი ისაა, რომ ბრძოლები ახლაც გრძელდება.

 

მარგალი
5

სლავა უკრაინე! საქართველოს გაუმარჯოს! ცივილიზებულ სამყაროს გაუმარჯოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა არის ცნობილი უკრაინის კონტრშეტევაზე ხერსონის მიმართულებით: განადგურებულია ყველა დიდი ხიდი, გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი ქალაქის სიახლოვეს

რა არის ცნობილი უკრაინის კონტრშეტევაზე ხერსონის მიმართულებით: განადგურებულია ყველა დიდი ხიდი, გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი ქალაქის სიახლოვეს

29 აგვისტოს უკრაინის ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ხერსონის მიმართულებაზე მასშტაბურ კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ხერსონის მისადგომებთან გაარღვიეს რუსეთის არმიის თავდაცვის პირველი ხაზი, - ამის თაობაზე "რადიო თავისუფლების" რუსულენოვან ტელეპროექტ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" დაუდასტურა უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა, თუმცა ამის შემდეგ უკრაინის ოფიციალური წყაროები მწირ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე, თუმცა როგორც უკრაინული, ისე დასავლური მედია ამაზე საკმაოდ აქტიურად წერს.

CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ წუხელ უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის სიახლოვეს რუსი დამპყრობლებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს.

"ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო. ახლა ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ“, - განაცხადა წყარომ. მისი ცნობით: გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მისივე თქმით, ბევრი ოკუპანტი ლიკვიდირებულია და ტყვედ არის აყვანილი, განადგურებულია ბევრი საბრძოლო ტექნიკა.

"ვნახავთ, როგორ წავა შეტევა. ჩვენი მიზანი ხერსონია“, - განაცხადა წყარომ.

BBC - ის კორესპონდენტის ცნობით, უკრაინული არტილერია ხერსონის ოლქში წუხელ ბომბავდა საავტომობილო და სარკინიგზო გზებსა და ხიდებს, რომელთა საშუალებითაც მიდის შეიარაღება მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულ რუსულ დაჯგუფებებს. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა მთელ ოლქში, სხვადასხვა ადგილას.

უკრაინის ოფიციალური წყაროებისგან ინფორმაციის ძუნწად გავრცელება მოსალოდნელი იყო, ამის თაობაზე იმავე ნატალია გუმენიუკმა 28 აგვისტოსვე განაცხადა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პოზიტიურ ამბავს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, ჩვენ შეგვიძლია შეგატყობინოთ იმის შესახებ, რომ ნამდვილად დაიწყო გარკვეული მოქმედებები. ძალიან გთხოვთ, მომავალშიც თავი შევიკავოთ და არ გავაზვიადოთ მოვლენები, არ ჩაეძიოთ დამატებით დეტალებს, სამხედროების პროვოცირება არ მოვახდინოთ, რათა მათ გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც სინამდვილეში იქ ხდება. საკმარისია ის ცნობა, რომელიც უკვე გავრცელდა: არის გარღვევა და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მხრიდან ეს მოქმედებები განვითარდეს, ხოლო, მტრის ზოგიერთმა დანაყოფმა უკან დაიხია“, - თქვა გუმენიუკმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას სიჩუმე სჭირდება. გუმენიუკმა დააზუსტა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამხრეთით სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს შეტევა.

  • 29 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა დაჯგუფება "კახოვკამ“ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული სარაკეტო სისტემებით (HIMARS) უკვე გაანადგურეს რუსების მიერ დაკავებული, ხერსონის მახლობლად მდებარე, პრაქტიკულად, ყველა დიდი ხიდი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის იერიშის დაწყება, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. "მტრის მიერ თავდასხმის მცდელობამ სრული მარცხი განიცადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანექსირებულ ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აკსენოვმა საკუთარ "ტელეგრამარხზე" დაწერა, - ცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთით კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ "უკრაინული პროპაგანდის მორიგი "ფეიკიაო...“

მოკლედ, ხერსონის პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ უკრაინელი სამხედროები შეტევაზე არ გადასულან და ხერსონში სიმშვიდეა.

ამის პარალელურად "რაშისტი" ბლოგერები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მხარის სიღრმეში 6 კმ-ით წაიწიეს წინ.

სამწუხაროდ, ამ განცხადებების დამოუკიდებელი წყაროების საშუალებით შემოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთში 80-ზე მეტი რუსი ოკუპანტი და მტრის კუთვნილი 30 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.

  • შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ხერსონი ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.

გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იბრუნებს და დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს და ყირიმს. ზელენსკიმ რუს სამხედროებს მოუწოდა, თუ თავის გადარჩენა სურთ, დროა გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ.

უკრაინული მედია იტყობინება, რომ კონტრშეტევის პარალელურად რუსეთმა კვლავ დაარტყა ნიკოლაევის მშვიდობიან მოსახლეობას, 30 აგვისტოს დილით კი რუსებმა სარაკეტო იერიში ისევ მიიტანეს ზაპოროჟიეზე.