დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის თავდაცვის უწყებაში არსებული სიტუაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო პუტინმა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ლიდერებს ჩამოაშორა. მიზეზი ის პრობლემებია, რომელიც რუსეთის არმიას ამჟამად აქვს.
"შოიგუ ახლა რუსეთის ხელმძღვანელობიდან განზე დგას და ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ოპერატიული მეთაურები აწვდიან", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებსაც ომის უშუალო გამოცდილება აქვთ, გამუდმებით დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტიანი ხელმძღვანელობის გამო, რადგან რუსეთის პროგრესი შეფერხებულია.
"შოიგუ, სავარაუდოდ, დიდი ხანია იბრძვის იმ ადამიანის რეპუტაციის დასაძლევად, რომელსაც არსებითი სამხედრო გამოცდილება არ აქვს, რადგან კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა სამშენებლო სექტორში და საგანგებო სიტუაციების სამინისტროში“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
მონღოლური წარმოშობის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, ისევე როგორც გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი არიან პუტინის ფავორიტები და ამიტომაც უჭირავთ უმაღლესი თანამდებობები.
შოიგუს სამხედრო განათლება საერთოდ არ აქვს მიღებული, სპეციალობით ინჟინერ-მშენებელია, მაგრამ სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში. ცნობილია ანტიქართული განწყობით.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები შოიგუს შესახებ დიდი ალბათობით სიმართლეს შეესაბამება.
ნებისმიერ შემთხვევაში მათ მოქმედებებზე და არაეფექტურ ხელმძღვანელობაზე პასუხს აგებს პუტინი, რომელსაც ძალიან ძვირად დაუჯდება მათი დანიშვნები უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე.
ბრიტანეთის დაზვერვა რომ ზოგიერთი კოდალის დასაცინი გახდება, თუმცა აღარაფერი მიკვირს.