კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპა ბირთვულ კატასტროფას ამჯერად გადარჩა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტრომომარაგება სულ ცოტა 2-ჯერ შეუწყდა - რა მდგომარეობაა ამჟამად?
ევროპა ბირთვულ კატასტროფას ამჯერად გადარჩა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტრომომარაგება სულ ცოტა 2-ჯერ შეუწყდა - რა მდგომარეობაა ამჟამად?

ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტო (IAEA), ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე მყოფ უკ­რა­ი­ნელ პერ­სო­ნალ­ზე დაყ­რდნო­ბით, ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ამ­ჟა­მად სად­გურს ელექტრო­ე­ნერ­გია მი­ე­წო­დე­ბა ახ­ლომ­დე­ბა­რე თბო­სად­გუ­რის ერთი წყა­რო­დან და ავა­რი­ის საფრ­თხე აღარ არ­სე­ბობს. მო­გეხ­სნე­ბე­ბათ, 25 აგ­ვის­ტოს სად­გურ­ზე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა მი­ნი­მუმ ორ­ჯერ შე­წყდა.

სა­ა­გენ­ტო წერს, რომ ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უსაფრ­თხო მი­წო­დე­ბა ქსე­ლი­დან. თუმ­ცა, გარე წყა­რო­ებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დროს, სად­გუ­რებს დი­ზე­ლის საწ­ვავ­ზე მო­მუ­შა­ვე სა­რე­ზერ­ვო გე­ნე­რა­ტო­რე­ბი აქვს. რა­ზეც, სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის პერ­სო­ნალ­საც მო­უწ­ვდე­ბა ხელი. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გარე წყა­რო­ებ­თან წვდო­მა და­ი­კარ­გა, მას შემ­დეგ სად­გუ­რის ახ­ლოს გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა და­ა­ზი­ა­ნა სად­გუ­რის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წყა­როს­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხა­ზე­ბი.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, და­ბომბვის შე­დე­გად ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის გამო, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი გა­ჩერ­და და ავ­ტო­მა­ტუ­რი სის­ტე­მა რომ არ ამუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო და პერ­სო­ნალს სა­თა­ნა­დოდ არ ემოქ­მე­და, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ავა­რია მოხ­დე­ბო­და.

“25 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი გა­ჩერ­და. სა­ა­ვა­რიო დაც­ვამ იმუ­შა­ვა. დი­ზე­ლის გე­ნე­რა­ტო­რე­ბი მა­შინ­ვე ამოქ­მედ­და, რათა ელექტრო­სად­გუ­რის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. მსოფ­ლი­ომ უნდა გა­ი­გოს, რა საფრ­თხეა ეს: დი­ზე­ლის გე­ნე­რა­ტო­რე­ბი რომ არ ჩარ­თუ­ლი­ყო, ავ­ტო­მა­ტურ დაც­ვას არ ემუ­შა­ვა და ელექტრო­სად­გუ­რის ჩვენ თა­ნამ­შრომ­ლებს არ ემოქ­მე­დათ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბო­დით რა­დი­ა­ცი­უ­ლი ავა­რი­ის შე­დე­გე­ბი დაგ­ვეძ­ლია. რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა და ყვე­ლა ევ­რო­პე­ლი ჩა­ა­ყე­ნა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც რა­დი­ა­ცი­ულ კა­ტას­ტრო­ფას ერთი ნა­ბი­ჯი აშო­რებ­დათ“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის ყოფ­ნის ყო­ვე­ლი წუთი არის გლო­ბა­ლუ­რი რა­დი­ა­ცი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის რის­კი.

"მინ­და და­ვარ­წმუ­ნო ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლი: ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ სა­გან­გე­ბო სცე­ნა­რის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მთა­ვა­რი ის არის, რომ სა­ჭი­როა ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლა, რო­მე­ლიც ოკუ­პან­ტებს აი­ძუ­ლებს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვონ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტროს­დგუ­რის ტე­რი­ტო­რია. ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტომ და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა უნდა იმოქ­მე­დონ ბევ­რად უფრო სწრა­ფად, ვიდ­რე ახლა მოქ­მე­დე­ბენ, რად­გან ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის ყოფ­ნის ყო­ვე­ლი წუთი არის გლო­ბა­ლუ­რი რა­დი­ა­ცი­უ­ლი კა­ტას­ტრო­ფის რის­კი“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ზა­პო­რო­ჟი­ეს სად­გურს 4 მარ­ტის შემ­დეგ რუ­სე­თის ძა­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. უკ­რა­ი­ნელ ინ­ჟინ­რებს სად­გურ­ზე მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა რუ­სე­თის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით ჰქონ­დათ. ბოლო კვი­რებ­ში ამ არე­ალ­ში შე­ტა­კე­ბე­ბი იყო რუ­სე­თის და უკ­რა­ი­ნის ძა­ლებს შო­რის.

უკ­რა­ი­ნა და რუ­სე­თი სად­გუ­რის­თვის ცე­ცხლის გახ­სნა­ში ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე და მის გარ­შე­მო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რუ­სეთს ეკის­რე­ბა, თუმ­ცა ის ცდი­ლობს, უკ­რა­ი­ნა და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს", - ამის შე­სა­ხებ "ომის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ ან­გა­რიშ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტის მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნეს, თუმ­ცა ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი შორს არის ფრონ­ტის ხა­ზის­გან და არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გარ­და­უ­ვალ თავ­დას­ხმას.

"ომის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის“ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე თავ­დას­ხმე­ბის გან­ხრცი­ე­ლე­ბა­ში რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნულ ძა­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით სან­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ წარ­მო­უდ­გე­ნია, "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია აკონ­ტრო­ლებს ტე­რი­ტო­რი­ას და შე­უძ­ლია უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­წო­დე­ბა ბევ­რად უფრო ად­ვი­ლად, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნას“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
5

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური თვეზე მეტია რუსი სამხედროების ხელშია. შესაბამისად, ისინი არ დაბომბავენ. გამოდის, უკრაინული მხარე აპირებს დაბომბვას. ომია, რუსები უბრძოლველად არ დათმობენ, ან რატომ უნდა დათმონ?! მოკლედ, ატომური ელექტროსადგურის ერთადერთი მოსურნე უკრაინის ხელისუფლებაა. 

ციცი
9

რა ევროპა, ჩვენთანაც კაი ახლოსაა. პუტინმა ეგ თუ ააფეთქა, მერე ალბათ ბომბებსაც ისვრის. იცის უკვე კვდება და ფეხებზე კიდია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ევროპა ბირთვულ კატასტროფას ამჯერად გადარჩა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტრომომარაგება სულ ცოტა 2-ჯერ შეუწყდა - რა მდგომარეობაა ამჟამად?

ევროპა ბირთვულ კატასტროფას ამჯერად გადარჩა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ელექტრომომარაგება სულ ცოტა 2-ჯერ შეუწყდა - რა მდგომარეობაა ამჟამად?

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მყოფ უკრაინელ პერსონალზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამჟამად სადგურს ელექტროენერგია მიეწოდება ახლომდებარე თბოსადგურის ერთი წყაროდან და ავარიის საფრთხე აღარ არსებობს. მოგეხსნებებათ, 25 აგვისტოს სადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება მინიმუმ ორჯერ შეწყდა.

სააგენტო წერს, რომ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება ქსელიდან. თუმცა, გარე წყაროებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, სადგურებს დიზელის საწვავზე მომუშავე სარეზერვო გენერატორები აქვს. რაზეც, სააგენტოს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალსაც მოუწვდება ხელი. ელექტროენერგიის გარე წყაროებთან წვდომა დაიკარგა, მას შემდეგ სადგურის ახლოს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა სადგურის ელექტროენერგიის წყაროსთან დამაკავშირებელი ხაზები.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ისტორიაში პირველად, დაბომბვის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა და ავტომატური სისტემა რომ არ ამუშავებულიყო და პერსონალს სათანადოდ არ ემოქმედა, რადიაციული ავარია მოხდებოდა.

“25 აგვისტოს ისტორიაში პირველად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გაჩერდა. საავარიო დაცვამ იმუშავა. დიზელის გენერატორები მაშინვე ამოქმედდა, რათა ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხდარიყო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა საფრთხეა ეს: დიზელის გენერატორები რომ არ ჩართულიყო, ავტომატურ დაცვას არ ემუშავა და ელექტროსადგურის ჩვენ თანამშრომლებს არ ემოქმედათ, იძულებული გავხდებოდით რადიაციული ავარიის შედეგები დაგვეძლია. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი.

"მინდა დავარწმუნო ყველა უკრაინელი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საგანგებო სცენარის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ის არის, რომ საჭიროა ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ოკუპანტებს აიძულებს დაუყოვნებლივ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსდგურის ტერიტორია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იმოქმედონ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა მოქმედებენ, რადგან ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზაპოროჟიეს სადგურს 4 მარტის შემდეგ რუსეთის ძალები აკონტროლებენ. უკრაინელ ინჟინრებს სადგურზე მუშაობის გაგრძელების საშუალება რუსეთის ზედამხედველობით ჰქონდათ. ბოლო კვირებში ამ არეალში შეტაკებები იყო რუსეთის და უკრაინის ძალებს შორის.

უკრაინა და რუსეთი სადგურისთვის ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და მის გარშემო განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, თუმცა ის ცდილობს, უკრაინა დაადანაშაულოს", - ამის შესახებ "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, რუსმა სამხედროებმა ბირთვული ობიექტის მილიტარიზაცია მოახდინეს, თუმცა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შორს არის ფრონტის ხაზისგან და არ ექვემდებარება უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალ თავდასხმას.

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმების განხრციელებაში რუსეთი უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ჯერჯერობით სანდო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს ტერიტორიას და შეუძლია უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებების მოწოდება ბევრად უფრო ადვილად, ვიდრე უკრაინას“.

იხილეთ ასევე: