სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის სალმან ტეფსურკაევი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი პირში ყუმბარა ჩაუდეს და ააფეთქეს - კადიროვის ახალგაზრდა კრიტიკოსის უმძიმესი ისტორია
19 წლის სალმან ტეფსურკაევი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი პირში ყუმბარა ჩაუდეს და ააფეთქეს - კადიროვის ახალგაზრდა კრიტიკოსის უმძიმესი ისტორია

ჩეჩ­ნეთ­ში წა­მე­ბით მოკ­ლეს 19 წლის სალ­მან ტეფ­სურ­კა­ე­ვი, რო­მე­ლიც "ტე­ლეგ­რამ­ზე" მარ­თავ­და არხს 1ADAT და კა­დი­რო­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო. ტეფ­სურ­კა­ე­ვი 2020 წელს გა­ი­ტა­ცეს, მისი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ კი ახლა გახ­და ცნო­ბი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცია ტეფ­სურ­კა­ე­ვის წა­მე­ბით მოკ­ვლის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა "წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯგუ­ფის" ად­ვო­კატ­მა ოლგა სა­დოვ­სკა­ი­ამ, ასე­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა "ტე­ლეგ­რამ­ში" იმ არხზეც, რომ­ლის ერთ-ერთი მო­დე­რა­ტო­რიც სალ­მან ტეფ­სურ­კა­ე­ვი იყო.

"ჩვენ ის ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ", - ამ­ბობს სა­დოვ­სკა­ია.

სალ­მან ტეფ­სურ­კა­ე­ვი 2020 წელს რუ­სე­თის ქა­ლაქ გე­ლენ­ჯი­კი­დან უც­ნობ­მა პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს. გამ­ტა­ცე­ბელ­თა შო­რის ერთ-ერთს ჩეჩ­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფიც­რის მოწ­მო­ბა ჰქონ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და სალ­მა­ნის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჩან­და, თუ რო­გორ აი­ძუ­ლებ­დნენ მას ბოთლზე დაჯ­დო­მას.

ამის შემ­დეგ გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლი იყო, თუ რო­გორ სე­ირ­ნობ­და ტეფ­სურ­კა­ე­ვი გროზ­ნო­ში. უფ­ლე­დამ­ცვე­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ ეს ვი­დე­ო­ე­ბი ერ­თსა და იმა­ვე დღეს, 2020 წლის სექ­ტემ­ბერ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და რომ ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ის მოკ­ლეს.

1ADAT-ის "ტე­ლეგ­რამ" არხზე აღ­წე­რენ, თუ რო­გორ მოკ­ლეს 19 წლის ბიჭი. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თკვი­რი­ა­ნი წა­მე­ბის შემ­დეგ, სალ­მა­ნი ადამ დე­ლიმ­ხა­ნო­ვის (სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტი) საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლში წა­იყ­ვა­ნეს, და­ა­ბეს, პირ­ში ყუმ­ბა­რა ჩა­უ­დეს და აფეთ­ქეს.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
3

აი, ასე ხდბა, როდესაც რუსეთის უკანალში ხარ. 

ნიშადური
3

როდესღაც აგებს ყველა ჩადენილი ბოროტებისათვის პასუხს ჯალათი და სისხლისმსმელი კადიროვი. გაუმარჯოს თავისუფალ იჩქერიას. მარადიული ხსოვნა და დიდება იჩქერიის თავისუფლებისათვის დაღუპულ მებრძოლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

19 წლის სალმან ტეფსურკაევი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი პირში ყუმბარა ჩაუდეს და ააფეთქეს - კადიროვის ახალგაზრდა კრიტიკოსის უმძიმესი ისტორია

19 წლის სალმან ტეფსურკაევი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი პირში ყუმბარა ჩაუდეს და ააფეთქეს - კადიროვის ახალგაზრდა კრიტიკოსის უმძიმესი ისტორია

ჩეჩნეთში წამებით მოკლეს 19 წლის სალმან ტეფსურკაევი, რომელიც "ტელეგრამზე" მართავდა არხს 1ADAT და კადიროვის მოწინააღმდეგე იყო. ტეფსურკაევი 2020 წელს გაიტაცეს, მისი სიკვდილის შესახებ კი ახლა გახდა ცნობილი.

ინფორმაცია ტეფსურკაევის წამებით მოკვლის შესახებ გაავრცელა "წამების საწინააღმდეგო ჯგუფის" ადვოკატმა ოლგა სადოვსკაიამ, ასევე განცხადება გამოქვეყნდა "ტელეგრამში" იმ არხზეც, რომლის ერთ-ერთი მოდერატორიც სალმან ტეფსურკაევი იყო.

"ჩვენ ის ვერ გადავარჩინეთ", - ამბობს სადოვსკაია.

სალმან ტეფსურკაევი 2020 წელს რუსეთის ქალაქ გელენჯიკიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს. გამტაცებელთა შორის ერთ-ერთს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრის მოწმობა ჰქონდა.

მოგვიანებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სალმანის წამების ამსახველი კადრები, სადაც ჩანდა, თუ როგორ აიძულებდნენ მას ბოთლზე დაჯდომას.

ამის შემდეგ გავრცელდა ვიდეო, სადაც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ სეირნობდა ტეფსურკაევი გროზნოში. უფლედამცველები საუბრობენ, რომ ეს ვიდეოები ერთსა და იმავე დღეს, 2020 წლის სექტემბერშია გადაღებული და რომ ამ ჩანაწერების გაკეთების შემდეგ ის მოკლეს.

1ADAT-ის "ტელეგრამ" არხზე აღწერენ, თუ როგორ მოკლეს 19 წლის ბიჭი. მათი ინფორმაციით, ერთკვირიანი წამების შემდეგ, სალმანი ადამ დელიმხანოვის (სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი) საგვარეულო სახლში წაიყვანეს, დააბეს, პირში ყუმბარა ჩაუდეს და აფეთქეს.