საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწამს, რომ უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება და ასეც მოხდება... ამიტომ ვარ დღეს კიევში" - რას წერს ბორის ჯონსონი, რომელიც უკრაინას მოულოდნელად ეწვია
"მწამს, რომ უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება და ასეც მოხდება... ამიტომ ვარ დღეს კიევში" - რას წერს ბორის ჯონსონი, რომელიც უკრაინას მოულოდნელად ეწვია

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი კი­ევს კვლავ ეწ­ვია. მან უკ­რა­ი­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე უკ­რა­ი­ნე­ლებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნა.

მან "ტვი­ტერ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო.

"ის, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ვარ დღეს კი­ევ­ში. ამი­ტო­მაც დიდი ბრი­ტა­ნე­თი უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებს მო­მა­ვალ­შიც და­უდ­გე­ბა გვერ­დში. მწამს, რომ უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბა და ასეც მოხ­დე­ბა“, - და­წე­რა ჯონ­სონ­მა.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი 24 თე­ბერ­ვალს შე­იჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში, ბო­რის ჯონ­სო­ნი არა­ერ­თხელ ჩა­ვი­და კი­ევ­ში და უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­შიც გა­ი­ა­რა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ კი­ევ­ში გა­მარ­თულ ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა.

"ჯილ­დო ასა­ხავს იმ სა­მუ­შა­ოს, რო­მელ­საც ბო­რი­სი აკე­თებს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და მთე­ლი ევ­რო­პის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თქვენ და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს იმ სა­ო­ცა­რი პა­ტი­ვის­თვის, რაც თქვენ მარ­გუ­ნეთ და რაც, ვფიქ­რობ, ნამ­დვი­ლად არის დიდი ბრი­ტა­ნე­თის ძა­ლის­ხმე­ვის აღი­ა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯონ­სონ­მა ჯილ­დოს მი­ღე­ბის შემ­დეგ.

ამას­თა­ნა­ვე, კი­ევ­ში, სი­მა­მა­ცის ხე­ი­ვან­ში ბო­რის ჯონ­სო­ნის სა­ხე­ლი ამოტვიფ­რეს. ამის ამ­სახ­ველ ფო­ტოს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი ავ­რცე­ლებს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სექ­ტემ­ბერ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის მმარ­თველ კონ­სერ­ვა­ტი­ულ პარ­ტი­ას - და ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას - ახა­ლი ლი­დე­რი ეყო­ლე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ეს ჯონ­სო­ნის უკა­ნას­კნე­ლი ვი­ზი­ტია კი­ევ­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კენჭო
0

ანგლოსაქსები უტევენ ევროპას, მიზანი კი ეკ-ს დასუსტებაა. უკრაინა მხოლოდ ინსტრუმენტია რუსული

ნავთის შლანგის ეკ-დან მოსახსნელად. ზელე და მისი ავანტიურისტები მიღებულ დავალებას ასრულებენ, და ამაში მსუყე ჰონორარსაც იღებენ.

ლაო
0

საერთო ჯამში კორონა ვირუსით იმდენი გარდაცვლილი ვერ მიიღეს რაც უნდოდათ ამ ზამთარს შიმშილის და უმატებენ კორონასთანნ ერთად რითი ვეღარ დასრულდა ეს იოანეს გამოცხადება ამათ რა საკვები მოგაკლდებათ თუ სითბო იმედია ევროპელები საკუთარი მთავრობების კოცონზე დაწვას არ დაიწყებენ რომ გათბნენ არადა უყვართ ცეცხლი ამ ევროპელებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მწამს, რომ უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება და ასეც მოხდება... ამიტომ ვარ დღეს კიევში" - რას წერს ბორის ჯონსონი, რომელიც უკრაინას მოულოდნელად ეწვია

"მწამს, რომ უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება და ასეც მოხდება... ამიტომ ვარ დღეს კიევში" - რას წერს ბორის ჯონსონი, რომელიც უკრაინას მოულოდნელად ეწვია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევს კვლავ ეწვია. მან უკრაინა დამოუკიდებლობის დღე უკრაინელებთან ერთად აღნიშნა.

მან "ტვიტერში" გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო.

"ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს კიევში. ამიტომაც დიდი ბრიტანეთი უკრაინელ მეგობრებს მომავალშიც დაუდგება გვერდში. მწამს, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება და ასეც მოხდება“, - დაწერა ჯონსონმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში, ბორის ჯონსონი არაერთხელ ჩავიდა კიევში და უკრაინის დედაქალაქის ქუჩებშიც გაიარა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ცერემონიაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.

"ჯილდო ასახავს იმ სამუშაოს, რომელსაც ბორისი აკეთებს ჩვენი ქვეყნისა და მთელი ევროპისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და უკრაინელ ხალხს იმ საოცარი პატივისთვის, რაც თქვენ მარგუნეთ და რაც, ვფიქრობ, ნამდვილად არის დიდი ბრიტანეთის ძალისხმევის აღიარება“, - განაცხადა ჯონსონმა ჯილდოს მიღების შემდეგ.

ამასთანავე, კიევში, სიმამაცის ხეივანში ბორის ჯონსონის სახელი ამოტვიფრეს. ამის ამსახველ ფოტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, სექტემბერში დიდი ბრიტანეთის მმართველ კონსერვატიულ პარტიას - და ქვეყნის მთავრობას - ახალი ლიდერი ეყოლება. სავარაუდოდ, პრემიერის თანამდებობაზე ეს ჯონსონის უკანასკნელი ვიზიტია კიევში.