კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი" - ალექსანდრ დუგინის პირველი კომენტარი ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ
"ეს იყო უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი" - ალექსანდრ დუგინის პირველი კომენტარი ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ

ფი­ლო­სო­ფო­სი, "რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს“ იდე­ო­ლო­გი ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას და­ღუპ­ვის შემ­დეგ პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს. ის მომ­ხდარს "უკ­რა­ი­ნის ნა­ცის­ტუ­რი რე­ჟი­მის მიერ ჩა­დე­ნილ ტე­რო­რის­ტულ აქტს“ უწო­დებს და ამ­ბობს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მის თვალ­წინ სას­ტი­კად მოკ­ლეს.

"ის იყო ლა­მა­ზი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქალი, პატ­რი­ო­ტი, ომის რე­პორ­ტი­ო­რი, ექ­სპერ­ტი და ფი­ლო­სო­ფო­სი. ჩვენ მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა გვჭირ­დე­ბა. გთხოვთ, მი­აღ­წი­ოთ ამას“, - ამ­ბობს ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი (წყა­რო: BBC.com)

ცნო­ბის­თვის, და­რია დუ­გი­ნა 20 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს და­ი­ღუ­პა. ის მარ­თავ­და მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც აფეთ­ქდა მოს­კო­ვის ოლ­ქში, ოდინ­ცო­ვოს რა­ი­ონ­ში, მოჟა­ის­კის გზატ­კე­ცილ­ზე. წი­ნას­წა­რი ვერ­სი­ით, მან­ქა­ნა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ამოქ­მედ­და.

  • რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, რომ ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბა გახ­სნეს.

"დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ამ­ზა­დეს და ჩა­ი­დი­ნეს. დამ­ნა­შა­ვე არის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ნა­ტა­ლია ვოვ­კი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1979 წელს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ვოვ­კი 12 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად რუ­სეთ­ში 23 ივ­ლისს ჩა­ვი­და, იქი­რა­ვა ბინა სახ­ლში, სა­დაც დუ­გი­ნა ცხოვ­რობ­და, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით.

ჟურ­ნა­ლისტზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად დამ­ნა­შა­ვემ "მინი კუ­პე­რი“ გა­მო­ი­ყე­ნა.

ამას­თან, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბის დღეს ვოვ­კი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რულ და მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც დუ­გი­ნა სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით იყო მიწ­ვე­უ­ლი.

"21 აგ­ვის­ტოს, დუ­გი­ნის მიერ მარ­თუ­ლი Toyota Land Cruiser Prado მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, ვოვ­კი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ფსკო­ვის რე­გი­ო­ნის გავ­ლით გა­ემ­გზავრნენ ეს­ტო­ნეთ­ში“, - დას­ძი­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე რა­ი­მე კავ­შირს და­რია დუ­გი­ნას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან უარ­ყოფს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
5

ვერ მიხვდა ვერაფერს

არც შვილის სიკვდილმა მოახდინა მისი ტრანსფორმაცია

"კუხიანს სამარე გა ასწორებს"

xbacho
16

მემგონი დუგინამ მიქარა რაღაცა და პუტინმა გაუჩალიჩა თან უკრაინას დავაბრალებთო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეს იყო უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი" - ალექსანდრ დუგინის პირველი კომენტარი ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ

"ეს იყო უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი" - ალექსანდრ დუგინის პირველი კომენტარი ქალიშვილის დაღუპვის შემდეგ

ფილოსოფოსი, "რუსული სამყაროს“ იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ქალიშვილის, დარია დუგინას დაღუპვის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ის მომხდარს "უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტს“ უწოდებს და ამბობს, რომ მისი ქალიშვილი მის თვალწინ სასტიკად მოკლეს.

"ის იყო ლამაზი, მართლმადიდებელი ქალი, პატრიოტი, ომის რეპორტიორი, ექსპერტი და ფილოსოფოსი. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. გთხოვთ, მიაღწიოთ ამას“, - ამბობს ალექსანდრ დუგინი (წყარო: BBC.com)

ცნობისთვის, დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. ის მართავდა მანქანას, რომელიც აფეთქდა მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობა გახსნეს.

"დადგინდა, რომ დანაშაული უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს", - ნათქვამია განცხადებაში. უწყების განმარტებით, ვოვკი 12 წლის ქალიშვილთან ერთად რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა, იქირავა ბინა სახლში, სადაც დუგინა ცხოვრობდა, მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით.

ჟურნალისტზე დასაკვირვებლად დამნაშავემ "მინი კუპერი“ გამოიყენა.

ამასთან, რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, მკვლელობის დღეს ვოვკი და მისი ქალიშვილი ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

"21 აგვისტოს, დუგინის მიერ მართული Toyota Land Cruiser Prado მანქანის აფეთქების შემდეგ, ვოვკი და მისი ქალიშვილი ფსკოვის რეგიონის გავლით გაემგზავრნენ ესტონეთში“, - დასძინა უსაფრთხოების სამსახურმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული მხარე რაიმე კავშირს დარია დუგინას მკვლელობის საქმესთან უარყოფს.