საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი აფეთქება სევასტოპოლში: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს მშვიდი დილა არ გაუთენდა, შენობას კამიკაძე დრონი დაეცა - რა ხდებოდა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში?
ძლიერი აფეთქება სევასტოპოლში: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს მშვიდი დილა არ გაუთენდა, შენობას კამიკაძე დრონი დაეცა - რა ხდებოდა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში?

უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის "უნი­ა­ნის"ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყი­რიმ­ში, კერ­ძოდ სე­ვას­ტო­პოლ­ში რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის შტაბს მშვი­დი დილა არ გა­უ­თენ­და და შე­ნო­ბას შავი ბოლი ას­დის. ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 8 სა­ათ­სა17 წუთ­ზე გა­ის­მა. სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, შტა­ბის შე­ნო­ბის სა­ხუ­რავს კა­მი­კა­ძე დრო­ნი და­ე­ცა, რომ­ლის ჩა­მოგ­დე­ბაც რუ­სებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯიპა-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აჯა­მებს:

- აშშ უკ­რა­ი­ნას და­მა­ტე­ბით 800 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას უგ­ზავ­ნის. ბევ­რი ვა­რა­უ­დის მი­უ­ხე­და­ვად ზუს­ტად არ იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი რა შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი (დრო­ნე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ავი­ა­ცი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლაფ­რის დაშ­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა). სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ წინა სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბე­ბი­სას რაც ით­ქვა იმის გარ­და სხვა, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის ზო­ნა­ში. ეს კი ძა­ლი­ან სწო­რი ტაქ­ტი­კაა - რე­ა­ლუ­რად, რუ­სე­თი რა­საც არ ელო­დე­ბა ხში­რად ის უნდა კეთ­დე­ბო­დეს. ყო­ველ­თვის რუ­სე­თის კო­ზი­რი იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა, ახლა კი და­სავ­ლე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის ხელ­შია ეს.

- ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში აღ­დგა უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს მი­ღე­ბა. რუ­სე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ცდი­ლობ­დნენ ჩა­ეხ­შოთ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ახლა მათი პო­ზი­ცი­ე­ბი ისე­თი მყი­ფეა ამ რე­გი­ონ­ში, რომ რთუ­ლად ახერ­ხე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ტროლს.

- მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და ხერ­სონ­ში და ნოვა კა­ხოვ­კა­ში რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვა. მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად ტო­ვებს სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

- რუ­სულ არ­მი­ა­ში ცო­ცხა­ლი ძა­ლი­სა და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მხრივ ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა. ბა­ტა­ლი­ო­ნის ტაქ­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლოდ 600 სამ­ხედ­რო და 200 ლო­ჯის­ტი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი­სა­გან შედ­გე­ბო­და, შევ­სე­ბას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ. ამი­ტომ რუ­სებ­მა გა­და­წყვი­ტეს სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფი ერ­თმა­ნეთს შე­უ­ერ­თონ. ეს კი არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის 50%-ის ფურ­ცლი­დან გაქ­რო­ბა­საც კი გა­მო­იწ­ვევს. იმ ფონ­ზე, რომ ზო­გი­ერ­თი ბა­ტა­ლი­ო­ნი­დან 100-150 სამ­ხედ­რო თუ იქ­ნე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია სამი და ოთხი ბა­ტა­ლი­ო­ნის ტაქ­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის შერ­წყმა­ზე მიდ­გეს საქ­მე.

- რუ­სე­თის 64-ე მო­ტომსრო­ლელ ბრი­გა­და­ში სი­ტუ­ა­ცია იმ­დე­ნად კრი­ტი­კუ­ლია, რომ 700-მდე სამ­ხედ­რო საბ­რძო­ლო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზეც კი უარს აცხა­დებ­და. ლუ­განსკის რა­ი­ონ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბი კი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის ზო­ნა­ში გა­დას­რო­ლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში დიდ­წი­ლად ნად­გურ­დე­ბა ან ტყვე­ე­ბად ბარ­დე­ბი­ან. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რუ­სულ არ­მი­ა­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა.

- უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ა­ში ბევ­რად უკე­თე­სი სი­ტუ­ა­ცი­აა, ვიდ­რე რუ­სულ­ში. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­გი­ონ­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი (სა­უ­ბა­რი არ არის ქარ­თულ ლე­გი­ონ­ზე, რო­მე­ლიც 2014 წლი­დან არ­სე­ბობს). Kyiv Independent-მა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად და­ად­გი­ნა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­გი­ონ­ში მე­თა­უ­რე­ბი სამ­ხედ­რო­ებს ხში­რად წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბელ, თით­ქმის სუ­ი­ცი­დურ მი­სი­ა­ზე უშ­ვებ­დნენ ხოლ­მე. ზოგ­ჯერ იყო წინ­და­უ­ხე­და­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სე­რი­ე­ბი და ხოლო სამ­ხედ­რო­თა მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბაც კი. ზო­გა­დად, ცუდი ლი­დე­რო­ბის პი­რო­ბებ­ში სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ეფექ­ტუ­რო­ბა ყო­ველ­თვის და­ბა­ლია ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლე­გი­ო­ნის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხე­ბი სა­ჯა­როდ ნა­კე­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა, მა­ინც, სა­კი­თხი გა­და­წყვე­ტას სა­ჭი­რო­ებს.

- საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის არე­ალ­ში, დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში, შე­ტა­კე­ბე­ბი 19 აგ­ვის­ტოს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იზი­უ­მი-დო­ლი­ნა-სლა­ვი­ანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რუ­სებს სამ­ხედ­რო შე­მოქ­მე­დე­ბა არ­ცთუ ინო­ვა­ცი­უ­რია და პრაქ­ტი­კუ­ლად იგი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა, რა­საც ბოლო სამ თვე­ზე მე­ტია ვხე­დავთ: იმ ფონ­ზე, რომ იზი­უ­მი­დან სლა­ვი­ანსკი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზა ტყი­ან და ტბი­ან ზო­ნა­ში ხვდე­ბა და ძა­ლი­ან კარ­გა­დაა და­ცუ­ლი, რუ­სე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან შე­მოვ­ლით გზას მდე­ლო­ე­ბის გავ­ლით მი­მარ­თონ და სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­უ­ა­რონ უკ­რა­ი­ნულ პო­ზი­ცი­ებს, მაგ­რამ ყვე­ლა ჯერ­ზე მათი ეს მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლად სრულ­დე­ბა.

- საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ზო­ნად რჩე­ბა ბახ­მუ­ტი და სო­ლე­და­რი გა­რე­უ­ბა­ნი, დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში. რუ­სე­ბი ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ წინ წას­ვლას ბახ­მუ­ტი­სა­კენ, მაგ­რამ სო­ლე­და­რის გა­რე­უ­ბან­ში და მის მო­მიჯ­ნა­ვე პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბას რუ­სე­ბი გა­მა­ლე­ბით უტე­ვენ. რო­გორც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წი­ნაც გან­ვი­ხი­ლეთ სო­ლე­და­რი წრი­უ­ლად არაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და მდი­ნა­რე ბახ­მუტ­კას შე­ნა­კა­დე­ბის სიბ­რტყე­ზე მდე­ბა­რე­ობს. სწო­რედ ამი­ტომ ბრძო­ლა გრძელ სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ეტაპ­ზე რუ­სებს აქვთ სამ­ხედ­რო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მელ­თაც საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სამ­ხედ­რო ძა­ლას მო­უ­ყა­რეს თავი, თუმ­ცა და­ნა­კარ­გიც მზარ­დი აქვთ.რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ბახ­მუტს - აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და სამ­ხრე­თი­დან ქა­ლაქთან და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე დიდ­წი­ლად რუ­სე­ბი არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი. ჩრდი­ლო­ე­თით და და­სავ­ლე­თით უკ­რა­ი­ნე­ლებს უკა­ვი­ათ ცენ­ტრა­ლუ­რი საგ­ზაო მა­გის­ტრა­ლე­ბი. რო­გორც ჩანს, ქა­ლა­ქი­სათ­ვის ბრძო­ლა ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ცო­ცხა­ლი ძა­ლის ზო­გა­დი დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ რუ­სე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას - სა­კა­მა­თოა, მით უფრო რომ ჯერ სო­ლე­და­რის აღე­ბაც კი ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

- წუ­ხან­დლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყი­რიმ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მის. ქერ­ჩი და სე­ვას­ტო­პო­ლი, ისე­ვე რო­გორც მათი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია რამ­დე­ნი­მე აფეთ­ქე­ბამ შეძ­რა, თუმ­ცა ხმე­ლეთ­ზე ხან­ძა­რი ან მას­შტა­ბუ­რი ნგრე­ვა არ ყო­ფი­ლა. დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა კი უც­ნო­ბია, რის ფონ­ზე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. რო­გორც ჩანს ვა­რა­უ­დი, რომ რუ­სუ­ლი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბი მუ­შა­ობ­და - ნამ­დვი­ლი გა­მოდ­გა, ისე­ვე რო­გორც ფაქ­ტი, რომ ყი­რი­მის ჰა­ერ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებს აქვთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხუ­ლია - ყი­რი­მი ყვე­ლა დო­ნე­ზე ჩვე­ულ სა­მიზ­ნე­დაა ქცე­უ­ლი. დღეს სა­ღა­მო­დან სი­რე­ნე­ბის ხმა ის­მის ევ­პა­ტო­რი­ა­შიც, რა­საც თან სდევს აფეთ­ქე­ბე­ბის ხმაც. უც­ნო­ბია სხვა დე­ტა­ლე­ბი.

- რუ­სე­თი თან­ხმდე­ბა, რომ ენერ­ჰო­დარ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა შე­ა­მოწ­მონ სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა­ზე უარს აცხა­დე­ბენ. ამას­თან, BBC-ის ცნო­ბით რუ­სეთს სურს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი ენერ­გოქ­სე­ლი­დან გა­თიშ­ვა. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, კრემ­ლის გეგ­მაა გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გი­ის მით­ვი­სე­ბა/მო­პარ­ვა და სად­გურ­ზე არამ­ხო­ლოდ სამ­ხედ­რო, არა­მედ მთე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კონ­ტრო­ლის რუ­სე­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მა.

- რუ­სე­თი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს გერ­მა­ნი­ას Nord Stream 1-ით გა­ზის მი­წო­დე­ბას სამი დღით შე­უ­წყვეტს. ზე­წო­ლა და შან­ტა­ჟი გერ­მა­ნი­ა­ზე გრძელ­დე­ბა. ამ ფონ­ზე ბერ­ლინ­ში კარ­გად უნდა ეს­მო­დეთ, რომ რუ­სეთ­ზე ენერ­გო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წი­ლის დათ­მო­ბა­ზეც კი გა­დის. სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გერ­მა­ნია თა­ვის დას­კვნებს კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ტანს".

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
22

ერთი მეორე მხარის კომენტარიც დადეთ საინტერესო იქნებოდა

 

Shalva
32

 იხ დიდი აფეთქება

მხოლოდ დრონი Ჩამოვარდა და ისიც მხოლოდ სახურავი დააზიანა და მეტი ვერაფერი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ძლიერი აფეთქება სევასტოპოლში: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს მშვიდი დილა არ გაუთენდა, შენობას კამიკაძე დრონი დაეცა - რა ხდებოდა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში?

ძლიერი აფეთქება სევასტოპოლში: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს მშვიდი დილა არ გაუთენდა, შენობას კამიკაძე დრონი დაეცა - რა ხდებოდა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში?

უკრაინული გამოცემის "უნიანის" ინფორმაციით, ყირიმში, კერძოდ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს მშვიდი დილა არ გაუთენდა და შენობას შავი ბოლი ასდის. ძლიერი აფეთქება დაახლოებით დილის 8 საათსა17 წუთზე გაისმა. საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, შტაბის შენობის სახურავს კამიკაძე დრონი დაეცა, რომლის ჩამოგდებაც რუსებმა ვერ მოახერხეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრინაში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აჯამებს:

- აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის. ბევრი ვარაუდის მიუხედავად ზუსტად არ იქნება ცნობილი რა შეიარაღებაზეა საუბარი (დრონებიდან დაწყებული ავიაციით დამთავრებული ყველაფრის დაშვება შეიძლება). საინტერესოა ისიც, რომ წინა სამხედრო დახმარებებისას რაც ითქვა იმის გარდა სხვა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ტექნიკა გამოჩნდა საბრძოლო მოქმედების ზონაში. ეს კი ძალიან სწორი ტაქტიკაა - რეალურად, რუსეთი რასაც არ ელოდება ხშირად ის უნდა კეთდებოდეს. ყოველთვის რუსეთის კოზირი იყო მოულოდნელობა და არაპროგნოზირებადობა, ახლა კი დასავლეთისა და უკრაინის ხელშია ეს.

- ხერსონის რაიონში აღდგა უკრაინული ტელევიზიისა და რადიოს მიღება. რუსები ყველანაირი საშუალებებით ცდილობდნენ ჩაეხშოთ უკრაინული საინფორმაციო საშუალებების მუშაობა, მაგრამ ახლა მათი პოზიციები ისეთი მყიფეა ამ რეგიონში, რომ რთულად ახერხებენ ინფორმაციის კონტროლს.

- მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა ხერსონში და ნოვა კახოვკაში რუსული პოზიციების დაბომბვა. მოსახლეობა ინტენსიურად ტოვებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

- რუსულ არმიაში ცოცხალი ძალისა და დაუმორჩილებლობის მხრივ ძალიან მძიმე სიტუაციაა. ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც საშუალოდ 600 სამხედრო და 200 ლოჯისტიკური პერსონალისაგან შედგებოდა, შევსებას ვეღარ ახერხებენ. ამიტომ რუსებმა გადაწყვიტეს სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთს შეუერთონ. ეს კი არსებული სამხედრო დაჯგუფებების 50%-ის ფურცლიდან გაქრობასაც კი გამოიწვევს. იმ ფონზე, რომ ზოგიერთი ბატალიონიდან 100-150 სამხედრო თუ იქნება დარჩენილი, შესაძლებელია სამი და ოთხი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის შერწყმაზე მიდგეს საქმე.

- რუსეთის 64-ე მოტომსროლელ ბრიგადაში სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რომ 700-მდე სამხედრო საბრძოლო დავალების შესრულებაზეც კი უარს აცხადებდა. ლუგანსკის რაიონში ჩამოყალიბებული სამხედრო დანაყოფები კი საბრძოლო მოქმედების ზონაში გადასროლიდან რამდენიმე დღეში დიდწილად ნადგურდება ან ტყვეებად ბარდებიან. ამ მიმართულებით რუსულ არმიაში კატასტროფული სიტუაციაა.

- უკრაინულ არმიაში ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე რუსულში. ერთადერთი პრობლემა საერთაშორისო ლეგიონშია დაფიქსირებული (საუბარი არ არის ქართულ ლეგიონზე, რომელიც 2014 წლიდან არსებობს). Kyiv Independent-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ საერთაშორისო ლეგიონში მეთაურები სამხედროებს ხშირად წარმოუდგენლად რთულად შესასრულებელ, თითქმის სუიციდურ მისიაზე უშვებდნენ ხოლმე. ზოგჯერ იყო წინდაუხედავი გადაწყვეტილებების სერიები და ხოლო სამხედროთა მხრიდან გარკვეული დაუმორჩილებლობაც კი. ზოგადად, ცუდი ლიდერობის პირობებში სამხედრო ნაწილის ეფექტურობა ყოველთვის დაბალია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონის შიგნით მიმდინარე საკითხები საჯაროდ ნაკელებად განიხილება, მაინც, საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს.

- საბრძოლო მოქმედებების არეალში, დონეცკის რაიონში, შეტაკებები 19 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში იზიუმი-დოლინა-სლავიანსკის მიმართულებით მიმდინარეობდა. რუსებს სამხედრო შემოქმედება არცთუ ინოვაციურია და პრაქტიკულად იგივე მიმართულებით ვითარდება, რასაც ბოლო სამ თვეზე მეტია ვხედავთ: იმ ფონზე, რომ იზიუმიდან სლავიანსკისაკენ მიმავალი გზა ტყიან და ტბიან ზონაში ხვდება და ძალიან კარგადაა დაცული, რუსები იძულებულები არიან შემოვლით გზას მდელოების გავლით მიმართონ და სამხრეთ-დასავლეთიდან შემოუარონ უკრაინულ პოზიციებს, მაგრამ ყველა ჯერზე მათი ეს მცდელობა წარუმატებლად სრულდება.

- საბრძოლო მოქმედებების ყველაზე აქტიურ ზონად რჩება ბახმუტი და სოლედარი გარეუბანი, დონეცკის რაიონში. რუსები ვეღარ ახერხებენ წინ წასვლას ბახმუტისაკენ, მაგრამ სოლედარის გარეუბანში და მის მომიჯნავე პატარა დასახლებას რუსები გამალებით უტევენ. როგორც რამდენიმე კვირის წინაც განვიხილეთ სოლედარი წრიულად არაა განვითარებული და მდინარე ბახმუტკას შენაკადების სიბრტყეზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ ბრძოლა გრძელ სივრცეში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რუსებს აქვთ სამხედრო ინიციატივა, რომელთაც საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო ძალას მოუყარეს თავი, თუმცა დანაკარგიც მზარდი აქვთ.რაც შეეხება უშუალოდ ბახმუტს - აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ქალაქთან დამაკავშირებელ გზაზე დიდწილად რუსები არიან განლაგებულები. ჩრდილოეთით და დასავლეთით უკრაინელებს უკავიათ ცენტრალური საგზაო მაგისტრალები. როგორც ჩანს, ქალაქისათვის ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება, თუმცა ცოცხალი ძალის ზოგადი დეფიციტის პირობებში რამდენად შეძლებენ რუსები ამ მიმართულებით წარმატების მიღწევას - საკამათოა, მით უფრო რომ ჯერ სოლედარის აღებაც კი ვერ მოახერხეს.

- წუხანდლიდან მოყოლებული ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის. ქერჩი და სევასტოპოლი, ისევე როგორც მათი მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე აფეთქებამ შეძრა, თუმცა ხმელეთზე ხანძარი ან მასშტაბური ნგრევა არ ყოფილა. დაკვამლიანება კი უცნობია, რის ფონზე შეინიშნებოდა. როგორც ჩანს ვარაუდი, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მუშაობდა - ნამდვილი გამოდგა, ისევე როგორც ფაქტი, რომ ყირიმის ჰაერში უკრაინელებს აქვთ ინიციატივა. თუმცა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია - ყირიმი ყველა დონეზე ჩვეულ სამიზნედაა ქცეული. დღეს საღამოდან სირენების ხმა ისმის ევპატორიაშიც, რასაც თან სდევს აფეთქებების ხმაც. უცნობია სხვა დეტალები.

- რუსეთი თანხმდება, რომ ენერჰოდარში საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეამოწმონ სიტუაცია, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ. ამასთან, BBC-ის ცნობით რუსეთს სურს ატომური ელექტროსადგურის უკრაინული ენერგოქსელიდან გათიშვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლის გეგმაა გამომუშავებული ენერგიის მითვისება/მოპარვა და სადგურზე არამხოლოდ სამხედრო, არამედ მთელი ადმინისტრაციული კონტროლის რუსებისათვის გადაცემა.

- რუსეთი აგვისტოს ბოლოს გერმანიას Nord Stream 1-ით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუწყვეტს. ზეწოლა და შანტაჟი გერმანიაზე გრძელდება. ამ ფონზე ბერლინში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება სუვერენიტეტის ნაწილის დათმობაზეც კი გადის. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე გერმანია თავის დასკვნებს კიდევ ერთხელ გამოიტანს".