მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, ნანიკომ მამა გადააგდოო... ყველაზე მძიმე არის ის, რომ ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს" - ნანიკო ხაზარაძე რთულ გადაწყვეტილებაზე
"ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, ნანიკომ მამა გადააგდოო... ყველაზე მძიმე არის ის, რომ ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს" - ნანიკო ხაზარაძე რთულ გადაწყვეტილებაზე

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" ერთი პოს­ტის გამო, ინ­ტერ­ნეტ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რა. პოს­ტი მის 81 წლის მა­მას, მეც­ნი­ერ დათო ხა­ზა­რა­ძეს ეხე­ბო­და. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წერ­და, რომ მა­მას აქვს დე­მენ­ცია, რო­მე­ლიც მწვა­ვე ფორ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს - ავად­მყოფს დრო, სივ­რცე, გა­რე­მო აქვს არე­უ­ლი და ამ და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა, უპირ­ვე­ლე­სად მი­სი­ვე ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნი­და საფრ­თხეს.

ამი­ტომ, ტე­ლე­წამ­ყვან­მა, ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, მა­მის სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლში მიყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, რათა მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო შე­ექ­მნა. სწო­რედ ამ საქ­ცი­ე­ლის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ნა­ნი­კოს ვერ გა­უ­გო და მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა.

მძი­მე პე­რი­ოდს ნა­ნი­კო "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" იხ­სე­ნებს:

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო, აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ დავ­წე­რე ვრცე­ლი პოს­ტი და ამას მოჰ­ყვა სა­ში­ნე­ლი ტალ­ღა ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის. ზოგ­მა ჩემი ფოტო გა­მო­დო წარ­წე­რით, რომ ნა­ნი­კომ მამა გა­და­აგ­დო, ჩა­ა­ბა­რა, ჩვენ წა­მო­ვიყ­ვანთ მას და არ და­ვუ­ტო­ვებ­თო. ამის შემ­დეგ მივ­მარ­თე სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოს და მო­მა­ნი­ჭეს მხარ­დამ­ჭე­რის სტა­ტუ­სი, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ მე მა­მას ვე­ღა­რა­ვინ წა­მარ­თმევ­და.

გა­ვი­და დრო და მივ­ხვდი, რომ მა­მას­თან ერ­თად პან­სი­ო­ნატ­ში ზუს­ტად იმ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვე­ბი იყ­ვნენ, ვინც მე მლან­ძღავ­დნენ. ახ­ლაც ვთვლი, რომ ძა­ლი­ან სწო­რედ მო­ვი­ქე­ცი. ხელ­მე­ო­რედ რომ ეს ვი­თა­რე­ბა გაჩ­ნდეს, მე ისევ ასე მო­ვიქ­ცე­ვი" - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

ის იხ­სე­ნებს მძი­მე პე­რი­ოდს, რო­დე­საც მამა სახ­ლში ჰყავ­და და მისი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უამ­რავ სირ­თუ­ლეს­თან უწევ­და გამ­კლა­ვე­ბა.

"მამა ნელ-ნელა დამ­ძიმ­და, მომ­ვლე­ლი კი ჰყავ­და, ვცდი­ლობ­დით კომ­ფორ­ტუ­ლად ეცხოვ­რა, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და. გა­უ­საძ­ლი­სი იყო მარ­თლა ყოფა. სახ­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ტა­ნე, რაც მა­მას­თვის სა­ში­ში იყო. ბო­ლოს გა­სა­ღე­ბიც წა­ვარ­თვი და გა­მოვ­კე­ტე ადა­მი­ა­ნი. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ამ დროს მე და­ვი­წყე ძებ­ნა ამ ტი­პის სახ­ლე­ბის. ჩვენ მდი­და­რი ფან­ტა­ზია გვაქვს და ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბი არის ის, რაც ვი­ცით. მე ასეთ სახ­ლებ­ში ბევ­რად კარგ პი­რო­ბებს ვე­ლო­დი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ პი­რო­ბებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. თუმ­ცა ძა­ლი­ან კარგ სახ­ლშია მამა, მაგ­რამ მე მა­ინც სხვა წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

რო­დე­საც მი­ვიყ­ვა­ნე, დამ­ძა­ბა იმ გა­რე­მომ რაც დამ­ხვდა. ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს მამა და იქ ის ძა­ლი­ან დამ­შვიდ­და. იქი­დან არც ერთხელ არ გაქ­ცე­უ­ლა და მივ­ხვდი, რომ ეს ის არის, სა­დაც არის მამა. ყვე­ლა­ზე მძი­მე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს.

როცა მამა იქ წა­ვიყ­ვა­ნე, თა­ვი­დან ერთი კვი­რა, ვე­რა­ფერს ვგრძნობ­დი. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი გა­ჩერ­და ანუ დღე­ში ათა­სი ზარი არ შე­მო­დი­ო­და, რო­მე­ლიც მთხოვ­და, გა­ხა­რია გა­მეყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, ან მებ­ნე­ბო­და, რომ ია ფა­რუ­ლა­ვა იყო სახ­ლში, რად­გან მას ტე­ლე­ვი­ზი­ით ხე­დავ­და და ასე შემ­დეგ... შემ­დეგ იყო ის, რომ იმოქ­მე­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა აზ­რმა. ჩემს შეგ­რძნე­ბებ­ზე ეს მა­ინც მოქ­მე­დებ­და. ახ­ლაც ძა­ლი­ან მი­ჭირს იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვიცი, მა­მამ იქ უნდა და­ას­რუ­ლოს სი­ცო­ცხლე. ვცდი­ლობ­დი ყვე­ლას­თვის ამეხ­სნა, ასე რა­ტომ მო­ვი­ქე­ცი", - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

ობიექტივი

თორნიკე
2

ჩემი პედაგოგი იყო დავით ხაზარაძე.უაღრესად საყვარელი და უჭკვიანესი.რომ დავბერდები მედიცინის მუზეუმში სიამოვნებით ვიმუშავებდიო- ხშრად უთქვამს. უფალო დალოცე და შეეეწიე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, ნანიკომ მამა გადააგდოო... ყველაზე მძიმე არის ის, რომ ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს" - ნანიკო ხაზარაძე რთულ გადაწყვეტილებაზე

"ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, ნანიკომ მამა გადააგდოო... ყველაზე მძიმე არის ის, რომ ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს" - ნანიკო ხაზარაძე რთულ გადაწყვეტილებაზე

დაახლოებით ერთი წლის წინ, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე "ფეისბუქის" ერთი პოსტის გამო, ინტერნეტ საზოგადოებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. პოსტი მის 81 წლის მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს ეხებოდა. ტელეწამყვანი წერდა, რომ მამას აქვს დემენცია, რომელიც მწვავე ფორმებით მიმდინარეობს - ავადმყოფს დრო, სივრცე, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადექვატური ქცევა, უპირველესად მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.

ამიტომ, ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სწორედ ამ საქციელის გამო, საზოგადოების ნაწილმა ნანიკოს ვერ გაუგო და მკაცრად გააკრიტიკა.

მძიმე პერიოდს ნანიკო "რადიო თავისუფლებასთან" იხსენებს:

"ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთო. ამის შემდეგ მივმართე სოციალურ სააგენტოს და მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მამას ვეღარავინ წამართმევდა.

გავიდა დრო და მივხვდი, რომ მამასთან ერთად პანსიონატში ზუსტად იმ ოჯახის ნათესავები იყვნენ, ვინც მე მლანძღავდნენ. ახლაც ვთვლი, რომ ძალიან სწორედ მოვიქეცი. ხელმეორედ რომ ეს ვითარება გაჩნდეს, მე ისევ ასე მოვიქცევი" - ამბობს ტელეწამყვანი.

ის იხსენებს მძიმე პერიოდს, როდესაც მამა სახლში ჰყავდა და მისი დაავადებიდან გამომდინარე უამრავ სირთულესთან უწევდა გამკლავება.

"მამა ნელ-ნელა დამძიმდა, მომვლელი კი ჰყავდა, ვცდილობდით კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. გაუსაძლისი იყო მართლა ყოფა. სახლიდან ყველაფერი გავიტანე, რაც მამასთვის საშიში იყო. ბოლოს გასაღებიც წავართვი და გამოვკეტე ადამიანი. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამ დროს მე დავიწყე ძებნა ამ ტიპის სახლების. ჩვენ მდიდარი ფანტაზია გვაქვს და ჩვენი წარმოდგენები არის ის, რაც ვიცით. მე ასეთ სახლებში ბევრად კარგ პირობებს ველოდი. ჩვენი ქვეყანა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს. თუმცა ძალიან კარგ სახლშია მამა, მაგრამ მე მაინც სხვა წარმოდგენა მქონდა ამ ყველაფერზე.

როდესაც მივიყვანე, დამძაბა იმ გარემომ რაც დამხვდა. ძალიან კარგად მიიღეს მამა და იქ ის ძალიან დამშვიდდა. იქიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და მივხვდი, რომ ეს ის არის, სადაც არის მამა. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს.

როცა მამა იქ წავიყვანე, თავიდან ერთი კვირა, ვერაფერს ვგრძნობდი. ჩემი ტელეფონი გაჩერდა ანუ დღეში ათასი ზარი არ შემოდიოდა, რომელიც მთხოვდა, გახარია გამეყვანა სახლიდან, ან მებნებოდა, რომ ია ფარულავა იყო სახლში, რადგან მას ტელევიზიით ხედავდა და ასე შემდეგ... შემდეგ იყო ის, რომ იმოქმედა საზოგადოებრივმა აზრმა. ჩემს შეგრძნებებზე ეს მაინც მოქმედებდა. ახლაც ძალიან მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ვიცი, მამამ იქ უნდა დაასრულოს სიცოცხლე. ვცდილობდი ყველასთვის ამეხსნა, ასე რატომ მოვიქეცი", - განაცხადა ტელეწამყვანმა.