მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო..." - ერთი ამბავი მაკა ასათიანის ცხოვრებიდან და მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები
"ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო..." - ერთი ამბავი მაკა ასათიანის ცხოვრებიდან და მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები

მაკა ასა­თი­ა­ნი ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ქა­ლია. დი­ზა­ი­ნე­რი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი ამ­ჟა­მად შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად.

ის ყო­ველ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. მის ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბას­თან და ბედ­ნი­ერ ამ­ბებ­თან ერ­თად, ტკი­ვი­ლიც ბევ­რი იყო, მო­უკ­ლეს მამა - ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და ბიზ­ნეს­მე­ნი კახი ასა­თი­ა­ნი, საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი იყო მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას­თან, რო­მელ­თა­ნაც 2 ვაჟი ჰყავს. ამ­ჟა­მად მისი მე­უღ­ლე კოტე გო­გე­ლი­აა, წყვილს ერთი შვი­ლი - კოს­ტა ჰყავს. მაკა უკვე ბე­ბი­აა, თუმ­ცა წლებ­მა მის სი­ლა­მა­ზეს ბევ­რი ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო.

გთა­ვა­ზობთ ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ქა­ლის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ფო­ტო­ებს და ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მის­მა მე­გო­ბარ­მა ბაია გა­და­ბა­ძე ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" მოჰ­ყვა:

"კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვით მე და მაკა საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით სხვა­დას­ხვა კი­ნო­ფილ­მის სა­ყიდ­ლად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კან­ში უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი ჩა­დის და სი­ლა­მა­ზე არ უკ­ვირთ. მაგ­რამ ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დით, ეს იყო სა­ოც­რე­ბა. უცხო ხალ­ხი აჩე­რებ­და მა­კას, კომ­პლი­მენ­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და სუ­რა­თებს იღებ­დნენ მას­თან ერ­თად და უკვე ისე გავ­რცელ­და, ტაქ­სი­ში რომ ჩავ­ჯე­ქით, ტაქ­სის მძღოლ­მა ჰკი­თხა, თქვენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბე­ნო?

სა­ღა­მოს წა­ვე­დით სა­ვახ­შმოდ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და ვხე­დავ, წინა მა­გი­დას­თან სხე­დან მა­მა­კა­ცე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მი­დის, ფო­ტოს იღებს მათ­თან. მივ­ხვდი, რომ სე­ლებ­რი­თე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, ვინ იყ­ვნენ. აღ­ნა­გო­ბის მი­ხედ­ვით და­ვუშ­ვი, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ. ვართ მე, მაკა, მა­კას მე­უღ­ლე - კოტე და ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი. უცებ მო­დის რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც მა­კას იც­ნობ­და და რა­ღა­ცას ეუბ­ნე­ბა ფრან­გუ­ლად. მაკა ცოტა გაშ­რა. ვე­კი­თხე­ბით, რა მოხ­დაო და იმ სუფ­რა­ზე რომ კა­ცია, იმას უნდა მოს­ვლა და კომ­პლი­მენ­ტის თქმა ქალ­ბა­ტო­ნის­თვის, თუ სუფ­რას­თან მსხდო­მი მა­მა­კა­ცე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან წი­ნა­აღ­მდე­გიო. ყვე­ლამ კო­ტეს შევ­ხე­დეთ.

კო­ტე­მაც - არ ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ კომ­პლი­მენ­ტის თქმა უნდა, მე რა მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოო, ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, რომ მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის არა­ვინ მი­ნა­ხავს და მინ­და, ჩემი დიდი მო­წო­ნე­ბა გა­მოვ­ხა­ტოო - და­იღ­ვა­რა კომ­პლი­მენ­ტე­ბად, ლა­მის და­ი­ჩო­ქა და ჩვენც ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ.... ეს კაცი იმ მა­გი­დი­დან მო­ვი­და, სა­დაც ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და ვკვდე­ბი ინ­ტე­რე­სით, ვინ არის. მა­კას ვუ­თხა­რი, და­უ­ძა­ხე რეს­ტორ­ნის მფლო­ბელს, ჰკი­თხე, უნდა "დავ­გუ­გლო", თო­რემ გავ­გიჟ­დე­ბი, რომ არ გა­ვი­გო, ვინ არის ეს კაცი-მეთ­ქი. ვწერ სა­ხელს და გვარს "გუ­გლ­ში" და ვინ აღ­მოჩ­ნდა? - კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" მფლო­ბე­ლი. მერე კარ­გა ხანს "ბარ­სე­ლო­ნას" ვე­ძახ­დით მა­კას. მინ­და აქვე აღ­ვნიშ­ნო, რომ მაკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო ამ სი­ლა­მა­ზეს­თან ერ­თად - ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ასე­თი ტან­დე­მი".

მკითხველის კომენტარები / 78 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანინო
0

ძალიან ლამაზია. მეამაყება რომ ქართველი ქალია. დღეგრძელობა მას.

მოქალაქე
5

ლამაზი ქალი ბევრია, მაგრამ ნატო ვაჩნაძე, ლიკა ქავჟაერაძე და მაკა ასათიანი განსაკუთრებული სილამაზისანი არიან ჩემის აზრით, რადგან მათ გარეგნულ სილამაზესთან ერთად შინაგანი სილამაზეც აქვთ და ეს უკვე სხვანაირად ანათებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო..." - ერთი ამბავი მაკა ასათიანის ცხოვრებიდან და მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები

"ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავსო..." - ერთი ამბავი მაკა ასათიანის ცხოვრებიდან და მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები

მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. დიზაინერი და ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი მფლობელი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.

ის ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა - ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი, საკმაოდ სკანდალური იყო მისი პირველი ქორწინება მერაბ ჟორდანიასთან, რომელთანაც 2 ვაჟი ჰყავს. ამჟამად მისი მეუღლე კოტე გოგელიაა, წყვილს ერთი შვილი - კოსტა ჰყავს. მაკა უკვე ბებიაა, თუმცა წლებმა მის სილამაზეს ბევრი ვერაფერი დააკლო.

გთავაზობთ ულამაზესი ქართველი ქალის ნაკლებად ცნობილ ფოტოებს და ისტორიას, რომელიც წლების წინ მისმა მეგობარმა ბაია გადაბაძე ჟურნალ "თბილისელებთან" მოჰყვა:

"კანის კინოფესტივალზე ვიყავით მე და მაკა საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა კინოფილმის საყიდლად. მოგეხსენებათ, კანში უამრავი ვარსკვლავი ჩადის და სილამაზე არ უკვირთ. მაგრამ ქუჩაში რომ მივდიოდით, ეს იყო საოცრება. უცხო ხალხი აჩერებდა მაკას, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და სურათებს იღებდნენ მასთან ერთად და უკვე ისე გავრცელდა, ტაქსიში რომ ჩავჯექით, ტაქსის მძღოლმა ჰკითხა, თქვენზე ლაპარაკობენო?

საღამოს წავედით სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში და ვხედავ, წინა მაგიდასთან სხედან მამაკაცები და ძალიან ბევრი ხალხი მიდის, ფოტოს იღებს მათთან. მივხვდი, რომ სელებრითები არიან, მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ. აღნაგობის მიხედვით დავუშვი, რომ ფეხბურთელები იყვნენ. ვართ მე, მაკა, მაკას მეუღლე - კოტე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. უცებ მოდის რესტორნის მფლობელი, რომელიც მაკას იცნობდა და რაღაცას ეუბნება ფრანგულად. მაკა ცოტა გაშრა. ვეკითხებით, რა მოხდაო და იმ სუფრაზე რომ კაცია, იმას უნდა მოსვლა და კომპლიმენტის თქმა ქალბატონისთვის, თუ სუფრასთან მსხდომი მამაკაცები არ იქნებიან წინააღმდეგიო. ყველამ კოტეს შევხედეთ.

კოტემაც - არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ კომპლიმენტის თქმა უნდა, მე რა მაქვს საწინააღმდეგოო, ხანშიშესული მამაკაცი მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რომ მე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავს და მინდა, ჩემი დიდი მოწონება გამოვხატოო - დაიღვარა კომპლიმენტებად, ლამის დაიჩოქა და ჩვენც ძალიან ამაყები ვართ.... ეს კაცი იმ მაგიდიდან მოვიდა, სადაც ფოტოებს იღებდნენ და ვკვდები ინტერესით, ვინ არის. მაკას ვუთხარი, დაუძახე რესტორნის მფლობელს, ჰკითხე, უნდა "დავგუგლო", თორემ გავგიჟდები, რომ არ გავიგო, ვინ არის ეს კაცი-მეთქი. ვწერ სახელს და გვარს "გუგლში" და ვინ აღმოჩნდა? - კლუბ "ბარსელონას" მფლობელი. მერე კარგა ხანს "ბარსელონას" ვეძახდით მაკას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მაკა არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ღრმა და საინტერესო ამ სილამაზესთან ერთად - ძალიან იშვიათია ასეთი ტანდემი".