საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის 16 480 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის მოწმობა უკვე აქვს" - ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნის ვადა 1 თვემდე უნდა შემცირდეს
"რუსეთის 16 480 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის მოწმობა უკვე აქვს" - ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნის ვადა 1 თვემდე უნდა შემცირდეს

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით მი­მარ­თავს.

  • რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბის უფ­ლე­ბა ერთ თვემ­დე უნდა შემ­ცირ­დეს.

ამას­თან, ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა და­წეს­დეს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი მო­თხოვ­ნა არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­სვლელ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­როთ.

"რუ­სე­თის 16 480 მო­ქა­ლა­ქეს უკვე აქვს ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა 3 200-ზე მეტი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და­ი­რე­გის­ტრი­რეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად ვარ­კე­თი­ლის ან გლ­და­ნის ერთი მიკ­რო­რა­ი­ო­ნი მხო­ლოდ უკა­ნას­კნელ 6 თვე­ში შე­ი­ძი­ნეს. 6 თვე­ში რუ­სებ­მა 6 000-ზე მეტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის კომ­პა­ნია და­ა­რე­გის­ტრი­რეს, ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინდმე­წარ­მე­ე­ბად და­რე­გის­ტრირ­დნენ.

ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკონ­ტრო­ლებს, მათ შო­რის, ამ მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ აქვს. უსამ­შობ­ლოა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, უსამ­შობ­ლოა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის მთა­ვა­რი ოც­ნე­ბაც არის სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­შე. ამ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც 10 ათა­სო­ბით რუსი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბას მო­ი­პო­ვებს, ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გარ­ბი­ან, უძ­რავ ქო­ნე­ბას ყი­დი­ან, ოჯა­ხებს, სამ­შობ­ლოს ტო­ვე­ბენ და სხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­დი­ან, იმი­ტომ რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მოკ­ვე­ბონ. ამა­სო­ბა­ში, ოკუ­პან­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ უკვე ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­საც კი არ აღი­ა­რე­ბენ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი არის მარ­ტი­ვი და ღია," - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
1

"ნაც-ოპოზიციის" ყველა "სიბრძნის" უალტერნატივოდ გამხმომვანებლად დღეს ღრმად პატივცემული ბ-ნი პ. მანჯგალაძე ჩამოყალიბდა. მისთვის არც ფატები, არც არგუმენტები და არც მტკიცებულებები არ არის საჭირო და თავისი უდიდესი "ინტელექტითა" და "განათლებით უდიდეს კონკურენცია უწევს თვით ლ. ხაბეიშვილს. ისე, რა ბედის დაცინვაა... საქართველოს უსაყვარლესი კაცი, ეროსიც მანჯგალაძე იყო.

,,ნაცებს რააა?! დედის,, ...
0

მეტრანახევრიანი ,,მეცოცხეების მასხარა,, 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსეთის 16 480 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის მოწმობა უკვე აქვს" - ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნის ვადა 1 თვემდე უნდა შემცირდეს

"რუსეთის 16 480 მოქალაქეს საქართველოში ბინადრობის მოწმობა უკვე აქვს" - ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნის ვადა 1 თვემდე უნდა შემცირდეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეებისთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შეთავაზებით მიმართავს.

  • როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობის უფლება ერთ თვემდე უნდა შემცირდეს.

ამასთან, ბინადრობის უფლების მოპოვებაზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე და სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს. "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი მოთხოვნა არის, რომ საქართველოში შემომსვლელ რუსეთის მოქალაქეებს, რუსული ოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ვალდებულება დაეკისროთ.

"რუსეთის 16 480 მოქალაქეს უკვე აქვს ბინადრობის მოწმობა საქართველოში. ბოლო 6 თვის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებმა 3 200-ზე მეტი უძრავი ქონება დაირეგისტრირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ვარკეთილის ან გლდანის ერთი მიკრორაიონი მხოლოდ უკანასკნელ 6 თვეში შეიძინეს. 6 თვეში რუსებმა 6 000-ზე მეტი ინდივიდუალური მეწარმის კომპანია დაარეგისტრირეს, ანუ საქართველოში ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ.

ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკონტროლებს, მათ შორის, ამ მოქალაქეებს არანაირი შეზღუდვა არ აქვს. უსამშობლოა ხელისუფლება, უსამშობლოა ბიძინა ივანიშვილი, რომლის მთავარი ოცნებაც არის საქართველო ქართველების გარეშე. ამ პირობებში, როდესაც 10 ათასობით რუსი საქართველოში ბინადრობის უფლებას მოიპოვებს, ჩვენი თანამოქალაქეები ამ ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯილი გარბიან, უძრავ ქონებას ყიდიან, ოჯახებს, სამშობლოს ტოვებენ და სხვა ქვეყანაში მიდიან, იმიტომ რომ ოჯახის წევრები გამოკვებონ. ამასობაში, ოკუპანტებისთვის, რომლებიც შემდეგ უკვე ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც კი არ აღიარებენ, აბსოლუტურად ყველაფერი არის მარტივი და ღია," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.