"მიუღებელია სიტუაცია, როდესაც რუსმა ტერორისტებმა იარაღით დაიპყრეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და პირობებს გვკარნახობენ", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
"რუსმა ტერორისტებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აიღეს ატომური ობიექტი და პარალელურად თავადვე იწვევენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს. მსოფლიო თავდაყირა დადგა, მსოფლიო დღეს სულ სხვა გახდა, არ ესმის რა ხდება", - აღნიშნა დანილოვმა.
"ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, - აღნიშნა დანილოვმა.
შეგახსენებთ, 5 და 6 აგვისტოს რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. გუშინ კი ოკუპანტებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური კიდევ ერთხელ დაბომბეს.
იხილეთ ასევე:
ზელია და მთელი მისი ამქარი მაიკებში მარიაჟობენ და ეს რა ძველი სკკპ პოლიტბიუროსავით ვერ ელევა ჰალსტუხს?)))))
ფეიკებისა და მანიპულაციების ენთუზიასტი. ეს მზვერავი კი არა იაფფასიანი ცრუპენტელაა, ვერ გამიგია რუსები რისთვის დაბომბავენ ელექტროსადგურს რომელიც უკვე მათ ხელშია?