მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სამშობლომ დაუძახა, ჩვენი გმირები კვლავ ბრძოლის ველზე გავიდნენ" - ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლთა მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა
"როცა სამშობლომ დაუძახა, ჩვენი გმირები კვლავ ბრძოლის ველზე გავიდნენ" - ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლთა მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა

ცხინ­ვა­ლის კი­ნო­ცენ­ტრის დარ­ბაზ­ში უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მხა­რეს მებ­რძო­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. მას და­ეს­წრნენ ხე­ლო­ვა­ნე­ბი ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თი­დან და ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თი­დან - ალ­ბერტ ლა­ლი­ე­ვი, მი­ლე­ნა იკა­ე­ვა, იგორ ტასო, იბ­რა­ჰიმ ჯი­ო­ე­ვი, ოქ­სა­ნა ჯე­ლი­ე­ვა, მა­დი­ნა ზან­გი­ე­ვა, ლერი მარ­გი­ე­ვი და სხვე­ბი.

  • "სცე­ნი­დან ის­მო­და მხარ­დამ­ჭე­რი სი­ტყვე­ბი დონ­ბას­ში მყო­ფი ბი­ჭე­ბის მი­მართ. შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვეს, რომ სპე­ცო­პე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა და მისი თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე სახ­ლში ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი დაბ­რუნ­დე­ბა“, - წერს სა­ა­გენ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­გენ­ტო "რესი."

საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს ეს­წრე­ბო­და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ალან გაგ­ლო­ე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მან ხე­ლო­ვა­ნებს კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ახლა ნე­ბის­მი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია."

"მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც მო­ვი­და და მხა­რი და­უ­ჭი­რა დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რს, ვინც დღეს დარ­ბაზ­შია ჰყავს ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რუ­სე­თის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში.

14 წლის წინ ამ დღე­ებ­ში ჩვენს მი­წა­ზე სის­ხლი და­იღ­ვა­რა, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კვლავ იყო მსხვერ­პლი. არა­ვის სჯე­რო­და, რომ მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, ჩვენ ისევ დაგ­ვჭირ­დე­ბო­და ია­რა­ღის აღე­ბა, მაგ­რამ ჩვე­ნი გმი­რე­ბი კვლავ ბრძო­ლის ველ­ზე გა­ვიდ­ნენ, როცა მათ სამ­შობ­ლომ და­უ­ძა­ხა.

მათ იქ ნა­ციზ­მის მოს­პო­ბა გა­და­წყვი­ტეს, რათა მტე­რი ჩვენს სახ­ლამ­დე არ მო­სუ­ლი­ყო, ოსურ მი­წა­ზე მშვი­დო­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი­ყო“, - თქვა გაგ­ლო­ევ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვის ინი­ცი­ა­ტო­რი ცხინ­ვა­ლე­ლი მომ­ღე­რა­ლი ალ­ბერტ ლა­ლი­ე­ვი იყო, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ოსი მებ­რძო­ლის რა­დის­ლავ ხუ­გა­ე­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა.

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა გან­კუთ­ვნი­ლია სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლის და­სახ­მა­რებ­ლად.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 12 აგ­ვის­ტოს მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კო­ნერ­ტი ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში ომს ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის 108, ხოლო "სამ­ხრეთ ოსე­თის" 17 მცხოვ­რე­ბი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
1

მართავთ იმიტომ რომ უკრაინა ოკუპანტი არ არი და ის არავის დასხმია შე ჩჩლუნგო,

ლაო
8

ქვეყანა ქართველი სომეხი იბრძვის ლუგანსკის დონეცკის რიგებში ტვირთი 200-300 ქართველებიც მოდიან საქართველოშიც მართავთ უკრაინის მხარდამჭერ კონცერტებს პლიუს რუსების სტუმარ მასპინძლები ხართ ბიზნესებს ურეგისტრირებთ ბინებს მიწის ნაკვეთებს ყიდით რუსებზე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"როცა სამშობლომ დაუძახა, ჩვენი გმირები კვლავ ბრძოლის ველზე გავიდნენ" - ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლთა მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა

"როცა სამშობლომ დაუძახა, ჩვენი გმირები კვლავ ბრძოლის ველზე გავიდნენ" - ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლთა მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა

ცხინვალის კინოცენტრის დარბაზში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლების მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. მას დაესწრნენ ხელოვანები ჩრდილოეთ ოსეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან - ალბერტ ლალიევი, მილენა იკაევა, იგორ ტასო, იბრაჰიმ ჯიოევი, ოქსანა ჯელიევა, მადინა ზანგიევა, ლერი მარგიევი და სხვები.

  • "სცენიდან ისმოდა მხარდამჭერი სიტყვები დონბასში მყოფი ბიჭების მიმართ. შემსრულებლებმა იმედი გამოთქვეს, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდება და მისი თითოეული მონაწილე სახლში ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდება“, - წერს სააგენტო ადგილობრივი სააგენტო "რესი."

საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლება, ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით. მან ხელოვანებს კონცერტის გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისთვის ახლა ნებისმიერი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია."

"მადლობა ყველას ვინც მოვიდა და მხარი დაუჭირა დღევანდელ ღონისძიებას, დარწმუნებული ვარ, ბევრს, ვინც დღეს დარბაზშია ჰყავს ნათესავები და მეგობრები, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის სპეცოპერაციაში.

14 წლის წინ ამ დღეებში ჩვენს მიწაზე სისხლი დაიღვარა, მოსახლეობაში კვლავ იყო მსხვერპლი. არავის სჯეროდა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენ ისევ დაგვჭირდებოდა იარაღის აღება, მაგრამ ჩვენი გმირები კვლავ ბრძოლის ველზე გავიდნენ, როცა მათ სამშობლომ დაუძახა.

მათ იქ ნაციზმის მოსპობა გადაწყვიტეს, რათა მტერი ჩვენს სახლამდე არ მოსულიყო, ოსურ მიწაზე მშვიდობა დამყარებულიყო“, - თქვა გაგლოევმა.

ღონისძიების გამართვის ინიციატორი ცხინვალელი მომღერალი ალბერტ ლალიევი იყო, რომელმაც უკრაინაში დაღუპული ოსი მებრძოლის რადისლავ ხუგაევისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულა.

ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა განკუთვნილია საომარ მოქმედებებში მონაწილე სამხედრო პერსონალის დასახმარებლად.აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს მსგავსი შინაარსის კონერტი ვლადიკავკაზში გაიმართება.

ბოლო მონაცემებით უკრაინაში ომს ჩრდილოეთ ოსეთის 108, ხოლო "სამხრეთ ოსეთის" 17 მცხოვრები ემსხვერპლა.