ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, სწორი არ არის, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომლის თქმით, „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ უკრაინასთან ურთიერთობების დათბობა არაერთხელ სცადა.
"ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ. პოდოლიაკის თქმით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
გარდა ამისა, მან ისაუბრა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს და ის დარწმუნებულია, რომ ინდივიდუალური სანქციები იქნება.
ნახეთ ასევე:
ქვეყანა ომშია და არ გვინდა ყველაფრის თქმა,მაგრამ უკვე ნამეტანია.რაც უნდა ილაპარაკონ, როგორც არ უნდა გვატყუონ მათი გაბრაზების მიზეზი ერთად ერთია, ომში უნდა ჩავრთულიყავით და რუსეთისათვის საქმე გაგვერთულებინა. ოღონდ უკრაინელები ბევრნი არიან და დიდი ტერიტორია აქვთ, ჩვენ კი აღარც ვიარსებებდით. თუმცა ომი სად იყო,რომ მიუხედავად არა ერთი თხოვნისა, აქედან გაქცეული, დანაშაულ დამტკიცებული პირები არ დაენიშნათ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობზე,რადგან იქიდან ყოველ დღე რევოლუციურ მოწოდებებს აკეთებდნენ, უკრაინული მხარე მაშინვე იჩენდა აბსოლუტურად მეგობარი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობას და არაფრად აგდებდა ჩვენს თხოვნებს. აი, მაშინვე უნდა გაგვეწყვიტა მათთან კავშირი.ეხლა ისე გათავხედდნენ,რომ ყველაფერს გვკადრებენ.ეს იმიტომ ,რომ რუსი რუსია, გინდა უკრაინელი დაარქვი და გინდა ციმბირელი, ჯიში აქვთ დაუნახავების,ზევიდან უნდა გიყურონ ისე უჭირავთ აქაც თავი.ჩვენი დევნილებისათვის ვერ მოგვივლია,ისინი გვიყენებენ მოთხოვნებს.
ეს კაცი პოდოლიაკია თუ... პადონოაკი???