მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავინახე, რომ მირიან კუკავა და დათო ჯიჯეიშვილი ჩხუბობდნენ... შემდეგ მირიანი ეგდო ძირს და მოსდიოდა სისხლი" - რას ჰყვებიან ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები
"დავინახე, რომ მირიან კუკავა და დათო ჯიჯეიშვილი ჩხუბობდნენ... შემდეგ მირიანი ეგდო ძირს და მოსდიოდა სისხლი" - რას ჰყვებიან ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები

27 ივ­ლისს ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მოკ­ლუ­ლი მი­რი­ან კუ­კა­ვას საქ­მის ერთ-ერთმ ნიშ­ვნე­ლო­ვან მოწ­მეს­თან ინ­ტერ­ვიუ "ტვ პირ­ველ­მა" ჩა­წე­რა.

სოფო ჩო­ხე­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გი­კუ­ლი და­ბა­დე­ბის დღის მას­პინ­ძე­ლი იყო, იხ­სე­ნებს სად და რო­გორ და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა ახალ­გაზ­რდებს შო­რის და რო­დის გა­მო­ი­ძა­ხა მან პო­ლი­ცია და­სახ­მა­რებ­ლად.

"მე­გო­ნა, რომ და­ბა­დე­ბის დღის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე სტუ­მა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და სახ­ლის ეზო­ში, მაგ­რამ მა­ლე­ვე მო­მეს­მა გან­წი­რუ­ლი ხმა ეზოს გა­რე­დან - სოფო, გვიშ­ვე­ლე. მე ამ დროს გა­ვი­ქე­ცი ეზოს კა­რის­კენ, რად­გან ხმა კა­რე­ბის გა­რე­დან ის­მო­და. აივ­ნი­დან გა­და­ვი­ხე­დე და ბავ­შვე­ბი ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­დნენ. კა­მა­თი და ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი როცა იყო, პირ­ვე­ლად მა­შინ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ზარი 112-ში. სა­ნამ ბავ­შვე­ბი ხე­ლის გარ­ტყმა­ზე გა­ვი­დოდ­ნენ და ჩხუ­ბი ატყდე­ბო­და ეზო­ში." - ამ­ბობს სოფო ჩო­ხე­ლი.

საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით, იუ­ბი­ლა­რის და მი­რი­ან კუ­კა­ვა­სა და ბრალ­დე­ბულ და­ვით ჯე­ჯე­იშ­ვი­ლის ჩხუბს შე­ეს­წრო.

"რო­დე­საც გა­ვე­დი ჭიშ­კრის გა­რეთ, ქუ­ჩა­ში, და­ვი­ნა­ხე, რომ ერ­თმა­ნეთ­ში ჩხუ­ბობ­და წვე­უ­ლე­ბის მხო­ლოდ ორი წევ­რი ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი­დან - მი­რი­ან კუ­კა­ვა და დათო ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი. ჩხუბ­ში ვგუ­ლის­ხმობ, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით იქ­ნევ­დნენ ხე­ლებს და იგი­ნე­ბოდ­ნენ. და­ვი­წყე მათი გაშ­ვე­ლე­ბა. ამ ჯაჯ­გუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისევ წა­ვი­ქე­ცი. არ და­მი­ნა­ხავს, რო­მე­ლი­მეს ხელ­ში ეჭი­რა თუ არა რა­ი­მე სა­გა­ნი. რო­დე­საც ავ­დე­ქი, მი­რი­ან კუ­კა­ვა ეგდო ძირს, ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა და მოს­დი­ო­და სის­ხლი" - იხ­სე­ნებს ჩვე­ნე­ბა­ში იუ­ბი­ლა­რის და, ნანა არა­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში 27 ივ­ლისს მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა მე­გობ­რის - ქე­თა­თო არა­ბუ­ლის სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც სუფ­რას­თან ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა მი­რი­ან კუ­კა­ვას გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი კი მი­მალ­ვა­ში თით­ქმის ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის და­სა­კა­ვებ­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბულ რვა­ვე პირს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 30 ივ­ლისს წა­რუდ­გი­ნეს. ბრალ­დე­ბუ­ლი 7 პი­რი­დან 5 პირს ბრა­ლი ჯგუ­ფუ­რი ხუ­ლიგ­ნო­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო 2 პირს ბრალ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის მუხ­ლე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორი­დან ექვს წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მთა­ვარ ბრალ­დე­ბულს, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილს, ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 239-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლით (ხუ­ლიგ­ნო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მან ბრა­ლი აღი­ა­რა : " ვა­ღი­ა­რებ, რომ ჩემი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა" - თქვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა.

Maiam
1

10 წლის მერე გამოვა და გააგრძელებს ცხოვრებას და ეს ამგელოზი ბიჭი ვერაფერს აგრძელებს. Ამიტომაც მკვლელობა 20 _30 წლამდე უნდა იყოს ან უვადო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"დავინახე, რომ მირიან კუკავა და დათო ჯიჯეიშვილი ჩხუბობდნენ... შემდეგ მირიანი ეგდო ძირს და მოსდიოდა სისხლი" - რას ჰყვებიან ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები

"დავინახე, რომ მირიან კუკავა და დათო ჯიჯეიშვილი ჩხუბობდნენ... შემდეგ მირიანი ეგდო ძირს და მოსდიოდა სისხლი" - რას ჰყვებიან ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები

27 ივლისს ცხვარიჭამიაში მოკლული მირიან კუკავას საქმის ერთ-ერთმ ნიშვნელოვან მოწმესთან ინტერვიუ "ტვ პირველმა" ჩაწერა.

სოფო ჩოხელი, რომელიც ტრაგიკული დაბადების დღის მასპინძელი იყო, იხსენებს სად და როგორ დაიწყო დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის და როდის გამოიძახა მან პოლიცია დასახმარებლად.

"მეგონა, რომ დაბადების დღის ყველა მონაწილე სტუმარი იმყოფებოდა სახლის ეზოში, მაგრამ მალევე მომესმა განწირული ხმა ეზოს გარედან - სოფო, გვიშველე. მე ამ დროს გავიქეცი ეზოს კარისკენ, რადგან ხმა კარების გარედან ისმოდა. აივნიდან გადავიხედე და ბავშვები ხმამაღლა საუბრობდნენ. კამათი და ხმამაღალი საუბარი როცა იყო, პირველად მაშინ განვახორციელე ზარი 112-ში. სანამ ბავშვები ხელის გარტყმაზე გავიდოდნენ და ჩხუბი ატყდებოდა ეზოში." - ამბობს სოფო ჩოხელი.

საქმეში არსებული მასალებით, იუბილარის და მირიან კუკავასა და ბრალდებულ დავით ჯეჯეიშვილის ჩხუბს შეესწრო.

"როდესაც გავედი ჭიშკრის გარეთ, ქუჩაში, დავინახე, რომ ერთმანეთში ჩხუბობდა წვეულების მხოლოდ ორი წევრი ჩვენი სტუმრებიდან - მირიან კუკავა და დათო ჯიჯეიშვილი. ჩხუბში ვგულისხმობ, რომ ისინი ერთმანეთის მიმართულებით იქნევდნენ ხელებს და იგინებოდნენ. დავიწყე მათი გაშველება. ამ ჯაჯგურიდან გამომდინარე, ისევ წავიქეცი. არ დამინახავს, რომელიმეს ხელში ეჭირა თუ არა რაიმე საგანი. როდესაც ავდექი, მირიან კუკავა ეგდო ძირს, ჰქონდა ჭრილობა და მოსდიოდა სისხლი" - იხსენებს ჩვენებაში იუბილარის და, ნანა არაბული.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში 27 ივლისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

ამ დროისთვის დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარ ბრალდებულს, დავით ჯიჯეიშვილს, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მან ბრალი აღიარა : " ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა" - თქვა სასამართლო პროცესზე ჯიჯეიშვილმა.