მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს - ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი, რადგან ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არაფერი გამომდის" - მეუფე ნიკოლოზი
"მიხეილ სააკაშვილი ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს - ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი, რადგან ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არაფერი გამომდის" - მეუფე ნიკოლოზი

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ ყოფ­ნის დროს მან წო­ნა­ში 11 კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო.

რო­გორც მე­უ­ფემ კლი­ნი­კა­ში მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი თავს სუს­ტად გრძნობს.

"ჯან­მრთლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ვე­რა­ფერს გეტვით. რომ შე­ვე­დი, რაც და­ვი­ნა­ხე, ასე­თი გამ­ხდა­რი არას­დროს მი­ნა­ხავს. რაც აქ ვარ, კლი­ნი­კა­ში, 11 კგ. მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლიო. ვუ­თხა­რი, თქვე­ნი მშურს-მეთ­ქი. მე ხომ ვიცი, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რამ­დენს ვშრო­მობ, რამ­დენს ვცდი­ლობ, რომ ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით და­ვიკ­ლო წო­ნა­ში და არ გა­მომ­დის არა­ფე­რი, ძა­ლი­ან ძნე­ლია. ავად­მყო­ფო­ბით დაკ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუ­დია“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღეს კლი­ნი­კა­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მან ჩაი და­ლი­ეს და ისა­უბ­რეს. მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­კაშ­ვილს წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რი­თაც მის­თვის იმის თქმა სურ­და, რომ ყვე­ლაფ­რის უკან ეშ­მა­კია და სა­სო­წარ­კვე­თას არ უნდა მი­ე­ცეს.

გარ­და ამი­სა, მან გან­მარ­ტა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პო­ლი­ტი­კი­დან შე­საძ­ლო წას­ვლის თა­ო­ბა­ზე არა­ფე­რი უკი­თხავს.

"პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე, როცა გვქონ­და სა­უ­ბა­რი, ასე­თი რამ თქვა, რომ მისი ოც­ნე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს. იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც მას უნდა, შე­ეძ­ლოს მის­ვლა და ცხოვ­რე­ბა. ეს არის მისი თუნ­დაც მა­მუ­ლი ლა­გო­დეხ­ში, ყვა­რელ­ში, ჩემ­თან ჩა­მოს­ვლა ახალ­ქა­ლაქ­ში იმი­ტომ,რომ იქ ბევ­რი კარ­გი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მისი აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

„ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვეტ­ლე­ბა, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია ვთქვა, ჩვენ არ ვართ ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ არ ვართ, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბა, ამის უარ­ყო­ფაც არ შე­იძ­ლე­ბა. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
0

რუის-ურბნისი !!!ანაქსიოს - ანაქსიოს - ანაქსიოს !!!

: )))))))
0

მეუფე იუმორინაა ეს კაცი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს - ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი, რადგან ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არაფერი გამომდის" - მეუფე ნიკოლოზი

"მიხეილ სააკაშვილი ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს - ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი, რადგან ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არაფერი გამომდის" - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის დროს მან წონაში 11 კილოგრამი დაიკლო.

როგორც მეუფემ კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

"ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტვით. რომ შევედი, რაც დავინახე, ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ, კლინიკაში, 11 კგ. მაქვს დაკლებულიო. ვუთხარი, თქვენი მშურს-მეთქი. მე ხომ ვიცი, წონაში დაკლება რასთან არის დაკავშირებული, რამდენს ვშრომობ, რამდენს ვცდილობ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით დავიკლო წონაში და არ გამომდის არაფერი, ძალიან ძნელია. ავადმყოფობით დაკლება ძალიან ცუდია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს კლინიკაში მონახულებისას მიხეილ სააკაშვილმა და მან ჩაი დალიეს და ისაუბრეს. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, სააკაშვილს წმინდანების ცხოვრების შესახებ ესაუბრა, რითაც მისთვის იმის თქმა სურდა, რომ ყველაფრის უკან ეშმაკია და სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეს.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ სააკაშვილისთვის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე არაფერი უკითხავს.

"პირველივე შეხვედრაზე, როცა გვქონდა საუბარი, ასეთი რამ თქვა, რომ მისი ოცნებაა საქართველოში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდეს. იმ ადგილებში, სადაც მას უნდა, შეეძლოს მისვლა და ცხოვრება. ეს არის მისი თუნდაც მამული ლაგოდეხში, ყვარელში, ჩემთან ჩამოსვლა ახალქალაქში იმიტომ,რომ იქ ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი აზრით, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.

„ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტლება, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით შესაძლებელი იყოს. სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ, თუმცა, ქვეყანა ვითარდება, ამის უარყოფაც არ შეიძლება. ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ მკურნალობა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.