მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება“ მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს - ეს არის ღალატი" - ელენე ხოშტარია
"ქართული ოცნება“ მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს - ეს არის ღალატი" - ელენე ხოშტარია

ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩვენს მტრებს ჩვე­ნი გმი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­დას­ცემს - ეს არის ღა­ლა­ტი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "დრო­ას“ ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს სა­ბუ­თე­ბი რუ­სე­თის ხელ­ში მოხ­ვდა.

ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტით და­დას­ტურ­და, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა“ და რუ­სეთს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ­სე­ბობს და მმარ­თვე­ლი გუნ­დი ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს.

"ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი გვქო­ნია იმა­ზე, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი აგენ­ტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. ჩვენ გვქონ­და ტრის­ტან წით­ლაშ­ვი­ლის საქ­მე, რო­დე­საც პრაქ­ტი­კუ­ლად და­დას­ტურ­და, რომ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სეთს გა­და­ე­ცა. გვქონ­და გია ცერ­ცვა­ძის საქ­მე, რო­დე­საც, ასე­ვე, გა­და­ე­ცა ჩვე­ნი გმი­რი სამ­ხედ­როს შე­სა­ხებ რუ­სეთს. არა ერთი ფაქ­ტი იყო იმის შე­სა­ხებ, რომ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ­სე­ბობს. ასე­ვე, ჩვენ ვხე­დავთ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში და მათ არა თუ პა­ტივს არ მი­ა­გე­ბენ, ხში­რად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ის­მის ამ ბრძო­ლის მი­მართ. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და რაც ჩვენ გუ­შინ ვა­ნა­ხეთ, არის უკვე არა ეჭვი, არა­მედ ფაქ­ტი. ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტი კონ­კრე­ტუ­ლი ოკუ­პან­ტის ხელ­ში და­ვი­ნა­ხეთ. ოკუ­პან­ტის ხელ­ში, რო­მელ­მაც ან­წუ­ხე­ლი­ძე აწა­მა და რო­მელ­საც დღეს ქარ­თვე­ლე­ბი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ებ­რძვი­ან. ოკუ­პან­ტის ხელ­ში, რო­მელ­მაც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მი­ი­ტა­ცა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს იტა­ცებს, რო­მელ­მაც დევ­ნი­ლე­ბი გა­მო­ყა­რა და ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი აწა­მა. ამ ოკუ­პან­ტებს დღეს ჩვენს და­სა­ცა­ვად უკ­რა­ი­ნა ებ­რძვის, ებ­რძვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ პა­ტივს უნდა ვცემ­დეთ და აი, ამ სამ­ხედ­რო­ებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კონ­კრე­ტუ­ლი საფრ­თხის ქვეშ აგ­დებს. ეს არის ღა­ლა­ტი. ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ჩვენს მტრებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვე­ნი გმი­რე­ბის შე­სა­ხებ გა­დას­ცემს. მე არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნა არ მაქვს თავ­დაც­ვის მი­მართ, იმი­ტომ რომ არა­ნა­ი­რი ილუ­ზია არ მაქვს, რომ უწყე­ბა, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მა­ცი­ას გას­ცემს, რა­ი­მე კე­თილ­სინ­დი­სი­ერ გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებს. არა­ნა­ი­რი ილუ­ზია არ მაქვს გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, იმი­ტომ რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა მი­ტა­ცე­ბუ­ლია, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი ილუ­ზია ასე­ვე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ღა­ლა­ტის ფაქტს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ვა­პა­ტი­ებთ,“ - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, "მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში გა­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თვე­ლი ოფიც­რის პი­რა­დი საქ­მე რუ­სუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს მი­ხე­ილ ქამ­ხა­ძის მო­ნა­ცე­მებ­თან სრუ­ლი წვდო­მა აქვს, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ცუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
1

ისედაც ყველაფერი იციან რად უნდა ინფორმაციის გადაცემა. ერთი რამ ვერ გავიგე ომი 7 აგვისტოს როგორ დაიწყო ? კარგად მახსოვს 08 08 2008 იყო.ვის აწყობს თარიღის გადაკეთება? ნაცებს ხომ არა ?

ელენე ხოშტარიას
1

კაი კაცო, ნაღდია?..

რას ლაპარაკობ, ხომ არ დაგვეჭირა?..

მაშნ მაგათ რომ დავიჭერთ მერე შენ დაგიჭერთ, თუ გინდა პირიქით...

შენ ფულებს რომ იღებ რუსეთიდან და მერე სხვისკენ თითს იშვერ ეგ კარგია, სწორია?!..

ა, შენ ეგ ფული გეკუთვნის?... აჰა, გასაგებია!

მაშინ თუ გეკუთვნის მიბრძანდი შენს დიდ ბელადდთან, ვალოდია პუტინთან მამაშენთან ერთად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ქართული ოცნება“ მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს - ეს არის ღალატი" - ელენე ხოშტარია

"ქართული ოცნება“ მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს - ეს არის ღალატი" - ელენე ხოშტარია

ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს - ეს არის ღალატი, - ამის შესახებ პარტია "დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც "მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი სამხედროს საბუთები რუსეთის ხელში მოხვდა.

ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტით დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებასა“ და რუსეთს შორის თანამშრომლობა არსებობს და მმართველი გუნდი ქართველ სამხედროებს საფრთხის წინაშე აყენებს.

"ჩვენ წლების განმავლობაში არაერთი საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ "ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. წლების განმავლობაში არც ერთი აგენტი არ გამოვლენილა. ჩვენ გვქონდა ტრისტან წითლაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია რუსეთს გადაეცა. გვქონდა გია ცერცვაძის საქმე, როდესაც, ასევე, გადაეცა ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ რუსეთს. არა ერთი ფაქტი იყო იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს. ასევე, ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ დამოკიდებულებას. დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსაც ჩამოასვენებენ ჩვენ ქვეყანაში და მათ არა თუ პატივს არ მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ამ ბრძოლის მიმართ. ეს დამოკიდებულება და რაც ჩვენ გუშინ ვანახეთ, არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი. ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში დავინახეთ. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, რომელმაც დევნილები გამოყარა და ქალები და ბავშვები აწამა. ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად უკრაინა ებრძვის, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს "ქართული ოცნება“ კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს. ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს. მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს "ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.