საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ" - რატი ბრეგაძე
"ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ" - რატი ბრეგაძე

"და­მერ­წმუ­ნეთ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია - ის არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვიც­ნობ და შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი ტი­პის ბრალ­დე­ბა, თით­ქოს მან რამე გან­ცხა­დე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­კე­თა ან ა.შ. არის ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, "14 წე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის გული - სა­მა­ჩაბ­ლო, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი და აფხა­ზე­თი რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი” , მოჰ­ყვა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო.

"და­მერ­წმუ­ნეთმ მან ძა­ლი­ან კარ­გად იცის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის­თვის და ნე­ბის­მი­ერ სამ­ხედ­როს შე­გიძ­ლი­ათ ამის შე­სა­ხებ ჰკი­თხოთ. ის არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვიც­ნობ და შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი ტი­პის ბრალ­დე­ბა, თით­ქოს მან რამე გან­ცხა­დე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ა­კე­თა ან ა.შ., არის ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი და კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, მას ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს ამ ქვეყ­ნის­თვის და კონ­კრე­ტუ­ლად, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი და მათ შო­რის, ჩვე­ნი გმი­რე­ბის ხსოვ­ნის უკ­ვდავ­ყო­ფის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს: „14 წელი გა­ვი­და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის და­წყე­ბი­დან, რო­მელ­მაც ბევ­რი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. 14 წე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის გული - სა­მა­ჩაბ­ლო, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი და აფხა­ზე­თი რუ­სე­თის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი”.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ანზორი
5

რომელ ღირსებაზე საუბრობთ ხალხო? პრემიერ მინისტრი სირცხვილით უნდა იწვოვდეს ხალხი გარბის ქვეყნიდან, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი, მზად არის იტალიაში ქუჩები ხვეტოს. დრონი მეფობენ.......

კაკო
7

ღორს რაც არ უნდა ასწავლო მაინც ღორია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ" - რატი ბრეგაძე

"ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ" - რატი ბრეგაძე

"დამერწმუნეთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია - ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რამე განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ა.შ. არის ყოვლად დაუშვებელი", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, "14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული” , მოჰყვა.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი იყო.

"დამერწმუნეთმ მან ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია და ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის ძალებისთვის და ნებისმიერ სამხედროს შეგიძლიათ ამის შესახებ ჰკითხოთ. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელსაც ვიცნობ და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რამე განცხადება შეგნებულად გააკეთა ან ა.შ., არის ყოვლად დაუშვებელი და კიდევ ერთხელ გეტყვით, მას ძალიან ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის და კონკრეტულად, თავდაცვის ძალებისთვის გაკეთებული და მათ შორის, ჩვენი გმირების ხსოვნის უკვდავყოფისთვის“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ღარიბაშვილი აღნიშნავს: „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”.