პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ყოფილი პარლამენტარი, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის შესახებ წერს:
"მიუხედავად სააკავშვილის ხელისუფლების შეცდომების და ღალატის - რუსეთი ოკუპანტია! მნიშვნელობა არ აქვს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, 8-ში , 9-ში თუ 29-ში - რუსეთი ოკუპანტია!
მნინვნელობა არ აქვს 14 წელი გავა, 20-ი თუ 30-ი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება!!!
მარადიული დიდება სამშობლოს დამცველებს", - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.
პრველ რიგში, დიდება ჩვენს გმირებს! ისე, თარიღებსაც აქვს მნიშვნელობა და აი რატომ: ეს სამხედრო ოპერაცია „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა კონფლიქტის ზონაში“ გათვლილი იყო 5 დღეზე. ახლა გადავთვალოთ 8 დან 5 და გამოვა 12 აგვისტო. ეს დღე კი დიდგორის ომის დღეა. სააკას სწორედ ეგ ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ სწრაფი შეტევით აეღო ცხინვალი, მერე დანარჩენი ოსური სოფლები და ამ გამარჯვებით დაემტკიცებინა, რომ დავით აღმაშენებელია მეორე! რომ მეორე დიდგორი მან მოიგო. არჩევნების გაყალბებით მისი ავტორიტეტი იმდენად იყო შელახული, მას მხოლოდ ასეთი გრანდიოზული გამარჯვებით თუ აღიდგენდა..ამიტომ დაიკიდა ფეხებზე ამერიკელების გაფრთხილება და აჰყვა რუსებს, თავად გასცა ბრძანება შეტევაზე გადასვლის და ჩაერთო ომში.
და თავად ვერა ,თუ არა ??