მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას" - ჟოზეფ ბორელი
"ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას" - ჟოზეფ ბორელი

"14 წელი გა­ვი­და 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომი­დან. ევ­რო­კავ­ში­რი გმობს რუ­სე­თის გან­გრძო­ბად უკა­ნო­ნო სამ­ხედ­რო ყოფ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში", - ამის შე­სა­ხებ "ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჯო­ზეფ ბო­რე­ლი წერს.

"ევ­რო­კავ­ში­რი დგას სა­ქარ­თვე­ლოს, მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის გვერ­დით და მხარს უჭერს კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ბო­რელ­მა.

აგ­ვის­ტოს 5-დღი­ა­ნი ომი­დან 14 წელი გა­ვი­და. 2008 წლის აგ­ვის­ტოს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 170 მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­ღუ­პა. დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სულ 2 232-ს შე­ად­გენს, მათ შო­რის, 1045 პირი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეა.

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% კვლავ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ოკუ­პა­ცი­ა­სა და მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ას, რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებს უკა­ნო­ნო სამ­ხედ­რო წვრთნებს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ინ­ტენ­სი­უ­რად ამაგ­რებს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მავ­თულხლარ­თე­ბით და სხვა­დას­ხვა ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბით, აგ­რძე­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და გა­ტა­ცე­ბის პრაქ­ტი­კას.

აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ორი რე­გი­ო­ნის - აფხა­ზე­თი­სა და "სამ­ხრეთ ოსე­თის“ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რად რჩე­ბა.

ტერმინატორი
0

არავის არ უდგახართ გვერდში,მითუმეტეს საქართველოს!!! გვერდში თუ უდექით მოგეცათ კანდიდატის სტატუსი,მაგრამ ისიც არ გაიმეტეთ!?

არც ოკუპანტი ღრუსეთი,მინდა და არც უმაქნისი ევროპა,

ჩვენივე თავი ჩვენადვე გვეყუდნენო!!-თქვა დიდებულმა ილიამ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას" - ჟოზეფ ბორელი

"ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას" - ჟოზეფ ბორელი

"14 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. ევროკავშირი გმობს რუსეთის განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში", - ამის შესახებ "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი წერს.

"ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას“, - განაცხადა ბორელმა.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.