"სააკაშვილის ჯანმრთელობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის საკითხს - ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს.
"ყოველთვის მაკვირვებდა და ახლაც მაკვირვებს პროფესიული აქტივობების აღრევა - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ პოლიტიკოსები, პოლიტიკურ საკითხებს, იყოს თუ არა პოლიტიკაში, განიხილავენ ადვოკატები და ექიმებს საერთოდ არ ეძლევათ თავის აზრის გამოხატვის საშუალება. სანამ ეს პარიტეტი გაგრძელდება, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა იქნება.
რაც შეეხება სამკურნალოდ გადასვლას ან მკურნალობის ტაქტიკის შერჩევას, მხოლოდ ერთი პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ, ამ პროფესიას ეწოდება "ექიმები“, არ ეწოდება ადვოკატები, ენთუზიასტები და პოლიტიკოსები. ექიმებს უნდა მიეცეთ თავისი სიტყვის ზეწოლის გარეშე თქმის უფლება,“ - განაცხადა სერგეენკომ.
მიშა ავად თუ კარგად უნდა იჯდეს. სანამ საქართველო არ გაერთიანდება. ეს ჭიქა ბოლომდე დამილიეთ.
ბრეჟნევზეა ფილმი , პერესტროიკის დროინდელი : ლიონია ბაღში მისეირნობს, უკვე მიღძუებულია , უკან ეგეთივე პოლიტბიურო მიყვება , უცებ ტრიალდება ლიონია და მე დავიღალე და გადავდექიო, წავედი სახლშიო და გაუტია , აუ, აბა იმათ ელდა ეცათ , კინაღამ დაეცნენ, გამოცუხცუხდა სუსლოვი, მიხანხალდა და დაუჩოქა არ დაგვღუპო ლეონიდ ილიჩ, ძვირფასო და სულზე უტკბესოო, არ დაგვღუპოო , და ატირდა აქვითინდა, ლიონიამ მოუთათუნა და ტკბილი ღიმილით გახედა დაზაფრულ პოლიტბიუროს , გეხუმრეთ, გეხუმრეთო !