ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა განმარტებით ქვეყანაში ომიკრონის შტამის ქვეტიპები ცირკულირებენ. საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია კითხვები კოვიდის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აქვეყნებს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ და როგორ უნდა იმკურნალოთ.
ინფორმაციას ბუწაშვილი "ფეისბუქში" აქვეყნებს:
"ისევ კოვიდის შესახებ. ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს:
- გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, რომ ეს არის თანდართული "ენტეროვირუსი", სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ ჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს.
- ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის სიმპტომია და დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ცხადია, თუ ტკივილი შემაწუხებელია, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი შეიძლება შევაშველოთ.- მაღალი ტემპერატურა, რომელიც, როგორც წესი, 2-3 დღე გრძელდება მხოლოდ და საჭიროებისამებრ სიცხის დამწევი შეგვიძლია გამოვიყენოთ.
- ფილტვის დაზიანება ბევრად ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს. ამიტომ (არც ადრე იყო საჭირო, მაგრამ მითუმეტეს ახლა), ტომოგრაფიის გაკეთება არ არის საჭირო.
- სწრაფი ტესტი ან PCR შეგვიძლია გავიკეთოთ სიმპტომების დაწყებისთანავე (ადრე არსებობდა რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე. ახლა ასეთი რეკომენდაცია არ არის). უსიმპტომო ადამიანებს, ვინც იყო კონტაქტში და სურთ ტესტის გაკეთება, ჯობია დაიცადონ კონტაქტიდან დაახლოებით 5 დღე.
- c რეაქტიული ცილა შეიძლება მომატებული იყოს, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, და როგორც ადრე ვწერდი, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი გვჭირდება.
- D დიმერის გაკეთება არ არის საჭირო მხოლოდ კოვიდის დიაგნოზის გამო, თუ პაციენტს ამ გამოკვლევის სხვა რაიმე ჩვენება არა აქვს.- სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა ტალღებს გადარჩენილი სეგმენტი.ჯანმრთელობას გისურვებთ." - წერს ინფექციონისტი.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა. 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გარდაიცვალა 10 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 10 233. სულ ჩატარებულია 76 309 ტესტი.
1000 % სიმართლეს ბრძანებთ.
საერთოდ რატომ ასულელებთ ხალხს!
აფერისტები ხართ! რამდენი ჯანმრთელი ადამიანი მოკალით ფულის გულისთვის, მიცვალებული.რომ ჩაესვენებინათ ცელოფანის ტომარაში და პირი მოეკრათ 600ლ ღირდა თელავში! ვის ტრაკში მიდიოდა ეს ფული?! ხმას საერთოდ როგორ იღებთ!!!