მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს ყოფილი დეპუტატი ჩხოროწყუდან, რომელმაც საკუთარ ფრაზას ძეგლი დაუდგა - "კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა“
რა ქონებას ფლობს ყოფილი დეპუტატი ჩხოროწყუდან, რომელმაც საკუთარ ფრაზას ძეგლი დაუდგა - "კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა“

"კო­ჩა­ნა, ირო კო­ჩა­ნა, თეს ვაკო გუ­რიშ გო­ჩა­მა“ (“კა­ცო­ბა, მუ­დამ კა­ცო­ბა, არ უნდა ამას და­ფიქ­რე­ბა”), - ეს ფრა­ზა უკვე ბევ­რმა და­ის­წა­ვა­ლა ჩვენ­ში, მისი ავ­ტო­რი კი მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ჯუმ­ბერ იზო­რი­აა...

ფრა­ზა კი პო­პუ­ლა­რუ­ლი მას მერე გახ­და, რაც გა­ირ­კვა, რომ ავ­ტორ­მა ჯუმ­ბერ იზო­რი­ამ თა­ვი­სი­ვე გა­მო­ნათ­ქა­მი ქვა­ზე ამოტვიფ­რი­ნა და ძეგლი ჩხო­რო­წყუს ცენ­ტრში დად­გა. ამ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგავ­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მოჰ­ყვა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რო­ბის საგ­ნა­დაც იქცა, რა­ზეც ექსდე­პუ­ტა­ტი ძა­ლი­ან გა­ნა­წყენ­და.

ჯუმ­ბერ იზო­რი­ას თქმით, მან თა­ვი­სი და­წე­რი­ლი აფო­რიზ­მის ძეგლი მის­სა­ვე კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დად­გა. ჟურ­ნა­ლისტ ნო­დარ მე­ლა­ძეს კი ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი უწო­და, შე­გახ­სე­ნებთ, რომ "კო­ჩა­ნა­ზე“ სი­უ­ჟე­ტი პირ­ვე­ლად "ტვ პირ­ველ­ზე“, ნო­დარ მე­ლა­ძის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში გა­ვი­და...

ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნი, რო­გორც ჩანს, სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იძებ­ნე­ბა ფოტო, რო­მელ­ზეც ქა­ლა­ქის ცენ­ტრში თეთრ ცხენ­ზეა ამ­ხედ­რე­ბუ­ლი... ambebi.ge-ს არ­ქივ­ში კი იძებ­ნე­ბა მა­სა­ლა, რომ­ლი­და­ნაც ვი­გებთ ამ­ბავს, რომ იზო­რი­ამ სამი წლის ნა­ნატრ, მსხმო­ი­ა­რე ვაშ­ლის ხის ნა­ყოფ­ზე ჯვრის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ნახა.

"გლე­ხის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, მუ­შა­ო­ბას ვარ შეჩ­ვე­უ­ლი. მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ოჯახ­ში შე­მო­სა­ვალს, ბა­რა­ქას ქმნის. ჩემს ეზო­საც მე ვუვ­ლი, არა­სო­დეს მე­ზა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გახ­მა­უ­რე­ბის­თვის არ და­მი­დია, უბ­რა­ლოდ მე­ნიშ­ნა და გა­და­ვი­ღე. დავ­დე "ფე­ის­ბუქ­ზე", არ ვიცი ვინ რო­გორ მი­ი­ღო. დი­დე­ბა უფალს", - ამ­ბობს იზო­რია იმ­ჟა­მინ­დელ სტა­ტი­ა­ში.

ჯუმ­ბერ იზო­რია პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლო­ვა­ნი სის­ტე­მი­დან მო­ვი­და. 2021 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ჰყავს მე­უღ­ლე ლელა ვა­ხა­ნია და შვი­ლი, ნი­კო­ლოზ იზო­რია...

იზო­რი­ე­ბის ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს ფლობს..

2016 წელს იზო­რი­ამ ფოთ­ში 163,71 კვ.მ. არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი ჩუ­ქე­ბით მი­ი­ღო, შვილ­მა ნი­კო­ლოზ იზო­რი­ამ კი 2019 წელს 10 ათას დო­ლა­რად სო­ფელ ხა­ბუ­მე­ში 8645 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა.

ლელა ვა­ხა­ნი­ამ 2017 წელს 5000 დო­ლა­რად ჩხო­რო­წყუ­ში 170 კვ.მ. არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი შე­ი­ძი­ნა. ქალს 2017 წელს აქვს ასე­ვე გა­და­ცე­მუ­ლი ჩუ­ქე­ბით 485 კვ.მ არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი ჩხო­რო­წყუ­ში.

ლელა ვა­ხა­ნი­ას 2018 წელს კი­დევ ერთი არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი აჩუ­ქეს, ისევ ჩხო­რო­წყუ­ში და ამ­ჯე­რად 1781 კვ.მ. თუმ­ცა ამ კონ­კრე­ტულ ფარ­თობს ვა­ხა­ნია ვინ­მე ვე­ფხვია იზო­რი­ას­თან ერ­თად 80/20%-ზე იყოფს.

ლელა ვა­ხა­ნი­ამ კი­დევ ერთი არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი 2019 წელს, 10 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ესეც ჩხო­რო­წყუ­ში მდე­ბა­რე­ობს და მისი ფარ­თო­ბი 601 კვ.მ-ია.

ჯუმ­ბერ იზო­რი­ას ჩხო­რო­წყუ­ში 10000 კვ.მ. მი­წის ფარ­თო­ბი 1989 წელ­საც აჩუ­ქეს, სა­დაც ექსდე­პუ­ტატ­მა 1990 წელს სა­კუ­თა­რი სახ­ლის აშე­ნე­ბა და­ი­წყო. მშე­ნებ­ლო­ბა 70 000 იმ­ჟა­მინ­დე­ლი მა­ნე­თი დაჯ­და...

ჯუმ­ბერ იზო­რი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა თბი­ლის­ში, გლ­და­ნის პირ­ველ მიკ­რო­რა­ი­ონ­ში 1998 წელს, 8500 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

იზო­რი­ას ჰყავს Toyota-ს ფირ­მის მან­ქა­ნა ჰყავს, რო­მელ­შიც 2011 წელს 12 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს ჯუმ­ბერ იზო­რი­ას ლი­ბერ­თი ბან­კი სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 50 ლარი ერი­ცხე­ბო­და. შვილს ნი­კო­ლოზ იზო­რი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" ანა­ბარ­ზე 2325 დო­ლა­რი. მე­უღ­ლეს, ლელა ვა­ხა­ნი­ას კი "ლი­ბერ­თი ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 300 ლარი.

ლელა ვა­ხა­ნია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მეა, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია კომ­პა­ნია 'ლელა ვა­ხა­ნია“, სა­ი­და­ნაც შე­მო­სავ­ლის სა­ხით 12 500 ლარი უფიქ­სირ­დე­ბა... ის ვე­ფხვია იზო­რი­ას­თან ერ­თად კი­დევ ერთ შპს-ს ფლობს, სა­ი­და­ნაც შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს.

ჯუმ­ბერ იზო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო შსს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პოსტზე 2019 კა­ლენ­და­რულ წელს ხელ­ფა­სის სა­ხით 32 035,2 ლარი ერი­ცხე­ბა.

მისი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი კი 25 000 ლა­რია...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯუმ­ბერ იზო­რი­ამ ჩხო­რო­წყუს პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ტო­ვა. მას შემ­დეგ, რაც "რუს­თა­ვი 2-მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის და მისი ოჯა­ხი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან გად­მო­ტა­ნილ კონ­ტრა­ბან­დულ სი­გა­რეტ­სა და საწ­ვავს ყი­დი­და.

2019 წლის დე­კემ­ბერ­ში კი ჯუმ­ბერ იზო­რია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­და, მან პარ­ლა­მენ­ტი­დან წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტი აკა­კი ზო­ი­ძე ჩა­ა­ნაც­ვლა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
0

ამ ტექსტს ჩემი აწ გარდაცვლილი მეზობელი ამბობდა 30 წლის უკან, ასე რომ......

გამწარებული ნაცი.
1

გამოვიდეს მიშა. მაი ცხენივით რომ გაგიკეთებს. აი მაშინ აი მაშინ გაგვივლის ნაცსექტას მუცლის გვრემა და ტკივილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა ქონებას ფლობს ყოფილი დეპუტატი ჩხოროწყუდან, რომელმაც საკუთარ ფრაზას ძეგლი დაუდგა - "კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა“

რა ქონებას ფლობს ყოფილი დეპუტატი ჩხოროწყუდან, რომელმაც საკუთარ ფრაზას ძეგლი დაუდგა - "კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა“

"კოჩანა, ირო კოჩანა, თეს ვაკო გურიშ გოჩამა“ (“კაცობა, მუდამ კაცობა, არ უნდა ამას დაფიქრება”), - ეს ფრაზა უკვე ბევრმა დაისწავალა ჩვენში, მისი ავტორი კი მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან“ ჯუმბერ იზორიაა...

ფრაზა კი პოპულარული მას მერე გახდა, რაც გაირკვა, რომ ავტორმა ჯუმბერ იზორიამ თავისივე გამონათქამი ქვაზე ამოტვიფრინა და ძეგლი ჩხოროწყუს ცენტრში დადგა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან არაერთგავროვანი დამოკიდებულება მოჰყვა და სოციალურ ქსელში ხუმრობის საგნადაც იქცა, რაზეც ექსდეპუტატი ძალიან განაწყენდა.

ჯუმბერ იზორიას თქმით, მან თავისი დაწერილი აფორიზმის ძეგლი მისსავე კუთვნილ ტერიტორიაზე დადგა. ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს კი ცილისმწამებელი უწოდა, შეგახსენებთ, რომ "კოჩანაზე“ სიუჟეტი პირველად "ტვ პირველზე“, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში გავიდა...

ყოფილი ძალოვანი, როგორც ჩანს, საკუთარ ქალაქში კოლორიტული პიროვნებაა. სოციალურ ქსელში იძებნება ფოტო, რომელზეც ქალაქის ცენტრში თეთრ ცხენზეა ამხედრებული... ambebi.ge-ს არქივში კი იძებნება მასალა, რომლიდანაც ვიგებთ ამბავს, რომ იზორიამ სამი წლის ნანატრ, მსხმოიარე ვაშლის ხის ნაყოფზე ჯვრის გამოსახულება ნახა.

"გლეხის ოჯახში გავიზარდე, მუშაობას ვარ შეჩვეული. მიყვარს ყველაფერი, რაც ოჯახში შემოსავალს, ბარაქას ქმნის. ჩემს ეზოსაც მე ვუვლი, არასოდეს მეზარება. აღნიშნული ფოტოები გახმაურებისთვის არ დამიდია, უბრალოდ მენიშნა და გადავიღე. დავდე "ფეისბუქზე", არ ვიცი ვინ როგორ მიიღო. დიდება უფალს", - ამბობს იზორია იმჟამინდელ სტატიაში.

ჯუმბერ იზორია პოლიტიკაში ძალოვანი სისტემიდან მოვიდა. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ჰყავს მეუღლე ლელა ვახანია და შვილი, ნიკოლოზ იზორია...

იზორიების ოჯახი რამდენიმე არასაცხოვრებელ ფართს ფლობს..

2016 წელს იზორიამ ფოთში 163,71 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი ჩუქებით მიიღო, შვილმა ნიკოლოზ იზორიამ კი 2019 წელს 10 ათას დოლარად სოფელ ხაბუმეში 8645 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა.

ლელა ვახანიამ 2017 წელს 5000 დოლარად ჩხოროწყუში 170 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი შეიძინა. ქალს 2017 წელს აქვს ასევე გადაცემული ჩუქებით 485 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ჩხოროწყუში.

ლელა ვახანიას 2018 წელს კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართობი აჩუქეს, ისევ ჩხოროწყუში და ამჯერად 1781 კვ.მ. თუმცა ამ კონკრეტულ ფართობს ვახანია ვინმე ვეფხვია იზორიასთან ერთად 80/20%-ზე იყოფს.

ლელა ვახანიამ კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართობი 2019 წელს, 10 000 ლარად შეიძინა. ესეც ჩხოროწყუში მდებარეობს და მისი ფართობი 601 კვ.მ-ია.

ჯუმბერ იზორიას ჩხოროწყუში 10000 კვ.მ. მიწის ფართობი 1989 წელსაც აჩუქეს, სადაც ექსდეპუტატმა 1990 წელს საკუთარი სახლის აშენება დაიწყო. მშენებლობა 70 000 იმჟამინდელი მანეთი დაჯდა...

ჯუმბერ იზორიამ საცხოვრებელი ბინა თბილისში, გლდანის პირველ მიკრორაიონში 1998 წელს, 8500 დოლარად შეიძინა.

იზორიას ჰყავს Toyota-ს ფირმის მანქანა ჰყავს, რომელშიც 2011 წელს 12 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების დროს ჯუმბერ იზორიას ლიბერთი ბანკი სახელფასო ანგარიშზე 50 ლარი ერიცხებოდა. შვილს ნიკოლოზ იზორიას "საქართველოს ბანკი" ანაბარზე 2325 დოლარი. მეუღლეს, ლელა ვახანიას კი "ლიბერთი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 300 ლარი.

ლელა ვახანია ინდივიდუალური მეწარმეა, მის მფლობელობაშია კომპანია 'ლელა ვახანია“, საიდანაც შემოსავლის სახით 12 500 ლარი უფიქსირდება... ის ვეფხვია იზორიასთან ერთად კიდევ ერთ შპს-ს ფლობს, საიდანაც შემოსავალი არ აქვს.

ჯუმბერ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტზე 2019 კალენდარულ წელს ხელფასის სახით 32 035,2 ლარი ერიცხება.

მისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი 25 000 ლარია...

შეგახსენებთ, რომ ჯუმბერ იზორიამ ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის თანამდებობა 2018 წლის ოქტომბერში დატოვა. მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილ კონტრაბანდულ სიგარეტსა და საწვავს ყიდიდა.

2019 წლის დეკემბერში კი ჯუმბერ იზორია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, მან პარლამენტიდან წასული დეპუტატი აკაკი ზოიძე ჩაანაცვლა.

იხილეთ ასევე: