მსოფლიოს უნდა ახსოვდეს: რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით,- ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ გაავრცელა.
ის ამგვარად გამოეხმაურა რუსი პროპაგანდისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც ასახულია უკრაინელი სამხედრო ტყვის წამება.
პოდოლიაკის განცხადებით, ომის ბურუსი ვერ აარიდებს სასჯელს რუს ჯალათებს.
„რუსმა პროპაგანდისტებმა აღტაცებით გამოაქვეყნეს ვიდეო, როგორ მიაყენა დაზიანებები უკრაინელ ტყვეს რუსი არაადამიანების ჯგუფმა. მსოფლიოს უნდა ახსოვდეს: რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით. მაგრამ ომის ბურუსი, ვერ აარიდებს სასჯელს რუს ჯალათებს. ყველას გამოვავლენთ, ყველას მივწვდებით“,- განაცხადა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, რუსი პროპაგანდისტების მიერ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებში რუსი ოკუპანტი უკრაინელ სამხედრო ტყვეს გენიტალიებს საკანცელარიო დანით აჭრის. წამების შედეგად სამხედრო ტყვე გარდაიცვალა.
უკრაინული მედიის ცნობით, ჯალათის ვინაობის დადგენილია.
ყველა ომში კაციჭამიები და სადისტები არცერთ მხარეს არ აკლია.
ნუ ცდილობთ რაღაც წინ წასულ, დემოკრატიის მოყვარულ ერად წარმოგვიდგინოთ თავი. კორუფციის ჭაობში ჩაძირული საკმაოდ მძიმე და არც თუ სასახელო წარსულის ხალხი ხართ.
ახლაც საკუთარი მოსახლეობის საზარბაზნე ხორცად ქცევის ხარჯზე დიდ ფულში ურევთ ხელს.
საკვირველია რომ ჩვენ კრიტიკასა და პროვოცირებას შეუნელეთ, სავარაუდოდ ბოსებმა დასავლეთიდან ასე გითხრეს. გამოდის ქოციდან წასული რამოდენიმე დეპუტატის პროტესტმა შედეგი მაინც გამოიღო მას შემდეგ რაც მათ გაახმოვანეს კულისებს მიღმა რეალური პოლიტიკის შავი დეტალები.