საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარტილერიო დუელი ხერსონისთვის, უკრაინელების აფეთქებული საწყობები და ხიდები, ოკუპანტის სარაკეტო შეტევები დონეცკზე - რა ხდება უკრაინაში: რას ამბობს ზალუჟნი ამერიკულ "ჰაიმარსებზე"
საარტილერიო დუელი ხერსონისთვის, უკრაინელების აფეთქებული საწყობები და ხიდები, ოკუპანტის სარაკეტო შეტევები დონეცკზე - რა ხდება უკრაინაში: რას ამბობს ზალუჟნი ამერიკულ "ჰაიმარსებზე"

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ­მა ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნიმ კა­ნა­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დაც­ვის შტა­ბის უფ­როს­თან, გე­ნე­რალ უეინ ეირ­თან ია­რა­ღი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შემ­დგო­მი მი­წო­დე­ბის თემა გა­ნი­ხი­ლა.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რი 27 ივ­ლისს ტე­ლე­ფო­ნით შედ­გა.

"მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე მას, პი­რა­დად კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და მთელ კა­ნა­დელ ხალ­ხს რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სი­ის ფონ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის­თვის. ჩვენ დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლეთ ია­რა­ღის და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შემ­დგო­მი მი­წო­დე­ბის პროგ­რე­სი და მო­ცუ­ლო­ბა“, - თქვა ზა­ლუ­ჟ­ნიმ.

ზა­ლუ­ჟ­ნიმ ასე­ვე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ფრონტზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. მისი თქმით, M142 HIMARS-ის დრო­ულ­მა ჩა­მოს­ვლამ, რომ­ლებ­საც ზუს­ტი დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ მტრის სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტებ­ზე, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და საწ­ვა­ვის სა­ცა­ვებ­ზე, ხელი შე­უ­წყო უკ­რა­ი­ნის მიერ თავ­დაც­ვი­თი ხა­ზე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნა­ში 66 რუსი დამ­პყრო­ბე­ლი გა­ა­ნად­გუ­რეს და მტრის ხუთ საყ­რდენ პუნ­ქტს და­არ­ტყეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოპე­რა­ტი­უ­ლი სარ­დლო­ბა "პივ­დე­ნი“ ავ­რცე­ლებს.

ოპე­რა­ტი­უ­ლი სარ­დლო­ბა იუ­წყე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა თვითმფრი­ნავ­მა მტერს 5 დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. თვითმფრი­ნა­ვი­სა და ბომბდამ­შე­ნის წყვი­ლი მტრის 3 საყ­რდენ პუნ­ქტს მოხ­ვდა, ვერ­ტმფრე­ნის წყვილ­მა კი 2 დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ბე­რის­ლა­ვი­სა და ხერ­სო­ნის რე­გი­ო­ნე­ბის სოფ­ლე­ბის გარ­შე­მო.

"მტრის ჯა­მუ­რი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი და­ნა­კარ­გე­ბია: 66 რა­შის­ტი, 3 ტან­კი Т-72, Msta-S ჰა­უ­ბი­ცა, „გვოზ­დი­კას“ თვით­მა­ვა­ლი ჰა­უ­ბი­ცა, ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბის კომ­პლექ­სი, 3 ერ­თე­უ­ლი მან­ქა­ნა“, - ნათ­ქვა­მია მოხ­სე­ნე­ბა­ში.

  • ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, ჩერ­ნო­ბა­ევ­კა­სა და ბე­ლო­გორ­კა­ში საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ვე­ლე სა­ცა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ.

უკ­რა­ი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის და­წყე­ბი­დან უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა 40 000-ზე მეტი დამ­პყრო­ბე­ლი ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნეს.

  • რა ხდე­ბობ­და 27 ივ­ლისს უკ­რა­ი­ნა­ში? - სამ­ხედ­რო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მი­მო­ხილ­ვას ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს:

- დი­ლი­დან უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­არ­ტი­ლე­რიო დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს ან­ტო­ნო­ვი­სა და მას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სარ­კი­ნიგ­ზო ხიდს. ან­ტო­ნო­ვის სა­მან­ქა­ნო ხიდი მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი და ჩან­გრე­ვის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას. კონ­სტრუქ­ცია მყა­რია მაგ­რამ გან­მე­ო­რე­ბით დარ­ტყმებს ვე­ღარ გა­უძ­ლებს. ამ­ჟა­მად ხიდი მძი­მე ტექ­ნი­კის გა­და­ად­გი­ლე­ბი­სათ­ვის ვე­ღარ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა სარ­კი­ნიგ­ზო ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

ამ­ჟა­მად ქა­ლა­ქი ხერ­სო­ნი გარე სამ­ყა­როს მხო­ლოდ მდი­ნა­რე ინჰუ­ლენცზე არ­სე­ბუ­ლი ერთი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე მყი­ფე, სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ხი­დით უკავ­შირ­დე­ბა.

ამ ფონ­ზე რუ­სე­ბი სპონ­ტო­ნუ­რი სამ­ხედ­რო ხი­დე­ბის მო­წყო­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, თუმ­ცა რამ­დე­ნად გა­მარ­თა­ვენ, ეს სა­კი­თხა­ვია.

- ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში ზო­გა­დი სა­არ­ტი­ლე­რიო დუ­ე­ლი თით­ქმის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა: უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა და­ბომ­ბეს ხერ­სო­ნის აე­რო­პორ­ტი ჩერ­ნო­ბა­ევ­კა. რუ­სებ­მა კი მდი­ნა­რე ინჰუ­ლე­ცის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი სნი­გუ­რივ­კას ჩრდი­ლო­ე­თით უკ­რა­ი­ნულ პო­ზი­ცი­ებ­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სწო­რედ სნი­გუ­რივ­კას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და რუ­სუ­ლი სა­ცე­ცხლე პო­ზი­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბას მა­ღალ პრი­ო­რი­ტე­ტად და­სა­ხა­ვენ.

- ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში, მდი­ნა­რე ინჰუ­ლე­ცის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე ან­დრი­ივ­კას­თან რუ­სუ­ლი შე­ტე­ვის ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ. მათი მი­ზა­ნი არამ­ხო­ლოდ შემ­დგო­მი პო­ტენ­ცი­უ­რი რუ­სუ­ლი შე­ტე­ვის პრე­ვენ­ცია, არა­მედ კონ­ტრშე­ტე­ვი­სათ­ვის პო­ზი­ცი­ის მომ­ზა­დე­ბაა.

- რუ­სე­ბი ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად ბომ­ბა­ვენ უკ­რა­ი­ნულ პო­ზი­ცი­ებს ქა­ლა­ქი დო­ნეც­კის ირ­გვლივ. პრაქ­ტი­კუ­ლად, უწყვე­ტად იბომ­ბე­ბა პის­კი, მა­რი­ინ­კა და ავ­დი­ივ­კა. რუ­სე­ბი ერ­თის მხრივ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ქა­ლა­ქი დო­ნეც­კი­დან მო­შო­რე­ბას, ხოლო მე­ო­რეს მხრივ სლა­ვი­ანსკი-ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის გარ­და ამ ნა­წი­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­საც ცდი­ლო­ბენ.

- უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ რუ­სუ­ლი სა­წყო­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას. ამ­ჟა­მად ლუ­განსკის რა­ი­ონ­ში, ქა­ლაქ ალ­ჩევ­სკთან მდე­ბა­რე რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და ამუ­ნი­ცია იქ­ნე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

- გერ­მა­ნია უკ­რა­ი­ნას 100 თვით­მა­ვალ არ­ტი­ლე­რი­ას PzH-2000-ს მიჰ­ყი­დის. ეს პრო­ცე­სი მალე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რად­გან გერ­მა­ნე­ლებს 100-ზე ოდ­ნავ მეტი და­ნად­გა­რი აქვთ სულ, მაგ­რამ მზა­ო­ბა უკვე პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია და შე­საძ­ლოა ინ­ტენ­სი­უ­რად წარ­მო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მალე ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ხი­ლოთ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰეი
34

ნეტავ იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა ვინც რუსეთს გულშემატკივრებს. ისინი არ მალავენ რომ ბიძინას მომხრეები არიან. ალალები, თუ ტროლ ბოტები. ამით ისინი ამტკიცებენ რომ ბიძინა რუსი ოლიგარქია. მეცოდება ბიძინა ამათ ხელში. სანქციებისთვის სწირავენ. 

ნიშადური
366

დიდება უკრაინას! დიდება უკრაინელ გმირებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საარტილერიო დუელი ხერსონისთვის, უკრაინელების აფეთქებული საწყობები და ხიდები, ოკუპანტის სარაკეტო შეტევები დონეცკზე - რა ხდება უკრაინაში: რას ამბობს ზალუჟნი ამერიკულ "ჰაიმარსებზე"

საარტილერიო დუელი ხერსონისთვის, უკრაინელების აფეთქებული საწყობები და ხიდები, ოკუპანტის სარაკეტო შეტევები დონეცკზე - რა ხდება უკრაინაში: რას ამბობს ზალუჟნი ამერიკულ "ჰაიმარსებზე"

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ კანადის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ უეინ ეირთან იარაღისა და აღჭურვილობის შემდგომი მიწოდების თემა განიხილა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საუბარი 27 ივლისს ტელეფონით შედგა.

"მადლობა გადავუხადე მას, პირადად კანადის პრემიერ-მინისტრს და მთელ კანადელ ხალხს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებისთვის. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ იარაღის და აღჭურვილობის შემდგომი მიწოდების პროგრესი და მოცულობა“, - თქვა ზალუჟნიმ.

ზალუჟნიმ ასევე კომენტარი გააკეთა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, M142 HIMARS-ის დროულმა ჩამოსვლამ, რომლებსაც ზუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლიათ მტრის სამეთაურო პუნქტებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებზე, ხელი შეუწყო უკრაინის მიერ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას.

ბოლო ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინაში 66 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს და მტრის ხუთ საყრდენ პუნქტს დაარტყეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "პივდენი“ ავრცელებს.

ოპერატიული სარდლობა იუწყება, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა მტერს 5 დარტყმა მიაყენა. თვითმფრინავისა და ბომბდამშენის წყვილი მტრის 3 საყრდენ პუნქტს მოხვდა, ვერტმფრენის წყვილმა კი 2 დარტყმა განახორციელა ბერისლავისა და ხერსონის რეგიონების სოფლების გარშემო.

"მტრის ჯამური დადასტურებული დანაკარგებია: 66 რაშისტი, 3 ტანკი Т-72, Msta-S ჰაუბიცა, „გვოზდიკას“ თვითმავალი ჰაუბიცა, ნაღმმტყორცნების კომპლექსი, 3 ერთეული მანქანა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

  • ასევე ვრცელდება ინფორმაცია, ჩერნობაევკასა და ბელოგორკაში საბრძოლო მასალის საველე საცავის განადგურების შესახებ.

უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა 40 000-ზე მეტი დამპყრობელი ლიკვიდაცია მოახდინეს.

  • რა ხდებობდა 27 ივლისს უკრაინაში? - სამხედრო პროცესების მიმდინარეობის მიმოხილვას ექსპერტი გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

- დილიდან უკრაინელებმა ხერსონის მიმართულებით საარტილერიო დარტყმა მიაყენეს ანტონოვისა და მასთან ახლოს მდებარე სარკინიგზო ხიდს. ანტონოვის სამანქანო ხიდი მწყობრიდანაა გამოსული და ჩანგრევის რეალური საფრთხის წინაშე დგას. კონსტრუქცია მყარია მაგრამ განმეორებით დარტყმებს ვეღარ გაუძლებს. ამჟამად ხიდი მძიმე ტექნიკის გადაადგილებისათვის ვეღარ იქნება გამოყენებული. მსგავსი მდგომარეობაა სარკინიგზო ხიდის მიმართულებითაც.

ამჟამად ქალაქი ხერსონი გარე სამყაროს მხოლოდ მდინარე ინჰულენცზე არსებული ერთი დაზიანებული და რამდენიმე მყიფე, სამხედრო თვალსაზრისით გამოუყენებელი ხიდით უკავშირდება.

ამ ფონზე რუსები სპონტონური სამხედრო ხიდების მოწყობას ახორციელებენ, თუმცა რამდენად გამართავენ, ეს საკითხავია.

- ხერსონის რაიონში ზოგადი საარტილერიო დუელი თითქმის ყველა მიმართულებით გრძელდება: უკრაინელებმა დაბომბეს ხერსონის აეროპორტი ჩერნობაევკა. რუსებმა კი მდინარე ინჰულეცის დასავლეთ სანაპიროზე ოკუპირებული ქალაქი სნიგურივკას ჩრდილოეთით უკრაინულ პოზიციებზე მიიტანეს იერიში. სავარაუდოა, რომ უკრაინელები სწორედ სნიგურივკას გათავისუფლებას და რუსული საცეცხლე პოზიციების ჩახშობას მაღალ პრიორიტეტად დასახავენ.

- ხერსონის რაიონში, მდინარე ინჰულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ანდრიივკასთან რუსული შეტევის ჩავარდნის შემდეგ დამატებითი უკრაინული სამხედრო ნაწილები შევიდნენ. მათი მიზანი არამხოლოდ შემდგომი პოტენციური რუსული შეტევის პრევენცია, არამედ კონტრშეტევისათვის პოზიციის მომზადებაა.

- რუსები ძალიან ინტენსიურად ბომბავენ უკრაინულ პოზიციებს ქალაქი დონეცკის ირგვლივ. პრაქტიკულად, უწყვეტად იბომბება პისკი, მარიინკა და ავდიივკა. რუსები ერთის მხრივ, უკრაინელების ქალაქი დონეცკიდან მოშორებას, ხოლო მეორეს მხრივ სლავიანსკი-ბახმუტის მიმართულების გარდა ამ ნაწილის გააქტიურებასაც ცდილობენ.

- უკრაინელები აგრძელებენ რუსული საწყობების განადგურებას. ამჟამად ლუგანსკის რაიონში, ქალაქ ალჩევსკთან მდებარე რუსული პოზიციები და ამუნიცია იქნება განადგურებული.

- გერმანია უკრაინას 100 თვითმავალ არტილერიას PzH-2000-ს მიჰყიდის. ეს პროცესი მალე ვერ განხორციელდება, რადგან გერმანელებს 100-ზე ოდნავ მეტი დანადგარი აქვთ სულ, მაგრამ მზაობა უკვე პოზიტიური მოლოდინის მანიშნებელია და შესაძლოა ინტენსიურად წარმოების შემთხვევაში მალე ისინი უკრაინაში ვიხილოთ.

იხილეთ ასევე: