კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურორტები საქართველოში, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - სად უნდა დავასვენოთ ალერგიული ბავშვები და რომელ დაავადებას რომელი კურორტი უხდება: ინტერვიუ კურორტოლოგთან
კურორტები საქართველოში, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - სად უნდა დავასვენოთ ალერგიული ბავშვები და რომელ დაავადებას რომელი კურორტი უხდება: ინტერვიუ კურორტოლოგთან

ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი ფიქ­რობს, სად გა­ა­ტა­როს კუთ­ვნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა. თუ გაქვთ სა­ო­ფი­სე სამ­სა­ხუ­რი, ან მუ­შა­ობთ ფი­ზი­კუ­რად, ალ­ბათ, გა­ინ­ტე­რე­სებთ, სა­ქარ­თვე­ლოს რო­მელ კუ­რორტზე სჯობს დას­ვე­ნე­ბა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა გა­ი­კა­ჟოთ და კვლა­ვაც ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბა შეძ­ლოთ.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შვე­ბუ­ლე­ბას სად და რო­გორ გა­ვა­ტა­რებთ. სა­სარ­გებ­ლო და ჯან­საღ პი­რო­ბებ­ში დას­ვე­ნე­ბა კი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გა­ნაც ეს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ახ­დენს. ამ დროს ხდე­ბა ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ენერ­გი­ის აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე დავ­ხარ­ჯეთ.

დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ენერ­გი­ის ისე­თი მა­რა­გით უნდა და­ვი­მუხ­ტოთ, რო­მე­ლიც შემ­დგომ სა­მუ­შაო პე­რი­ოდს ად­ვი­ლად გაგ­ვა­ტა­ნი­ნებს. ამი­ტომ, დას­ვე­ნე­ბის ად­გი­ლის არ­ჩე­ვა სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა, რო­მელ­საც სწო­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა.

სამ­კურ­ნა­ლო კუ­რორ­ტის არ­ჩე­ვა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა მოხ­დეს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი. სჭირ­დე­ბა თუ არა ბუ­ნებ­რი­ვი სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვი სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რე­ბი კი გახ­ლავთ - მზე, წყა­ლი, ჰა­ე­რი ანუ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი კლი­მა­ტი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი, სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხე­ბი, სპე­ლეო მღვი­მე­ე­ბი, ზღვის სა­ნა­პი­რო, სხვა­დას­ხვა წყალ­სა­ცა­ვი, მდი­ნა­რე და ა.შ" - გვე­უბ­ნე­ბა თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტის ექი­მი-თე­რა­პევ­ტი მა­ნა­ნა ტა­ბი­ძე და თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge-ს კი­თხვებს ასე პა­სუ­ხობს.

- ბავ­შვე­ბის­თვის და­სას­ვე­ნებ­ლად მთის რო­მე­ლი კუ­რორ­ტია სა­უ­კე­თე­სო?

- იმის­თვის, რომ ბავ­შვე­ბი მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ ორ­გა­ნიზმს ბრძო­ლის უნა­რი ჰქონ­დეს, სა­ჭი­როა მათი ორ­გა­ნიზ­მის გა­კა­ჟე­ბა. კარ­გია, თუ ისი­ნი მთის კუ­რორ­ტებ­ზე და­ის­ვე­ნე­ბენ, ვი­ნა­ი­დან მთის კუ­რორ­ტებს ორ­გა­ნიზ­მზე ძლი­ე­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა აქვს, კერ­ძოდ, მატ­რე­ნი­რე­ბე­ლი თვი­სე­ბა, ე.ი. იწ­ვევს რთულ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ზე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა და სხვა­დას­ხვა მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბი­სად­მი მდგრა­დო­ბის ზრდა მოჰ­ყვე­ბა.

ბავ­შვე­ბის­თვის კარ­გია ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბის კუ­რორ­ტე­ბი, თბი­ლი­სის სა­გა­რე­უბ­ნო კუ­რორ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის - კო­ჯო­რი, კი­კე­თი, მან­გლი­სი, წყნე­თი, სა­გუ­რა­მო. ოღონდ, აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ბავ­შვის ასა­კი და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ ბავ­შვი მცი­რე ასა­კის არის, უმ­ჯო­ბე­სია ქა­ლაქთან ახ­ლოს მდე­ბა­რე კუ­რორ­ტე­ბი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სწრა­ფად აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ.

- ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბი რო­მელ კუ­რორ­ტებ­ზე უნდა და­ვას­ვე­ნოთ?

- ალერ­გი­უ­ლი პა­ტა­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი კუ­რორ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ალერ­გია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და შე­იძ­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თის­თვის ამა თუ იმ კუ­რორტზე რო­მე­ლი­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ალერ­გე­ნი იყოს წამ­ყვა­ნი. დიდი ხა­ნია, სუ­რა­მი სა­უ­კე­თე­სო კუ­რორ­ტად ით­ვლე­ბა და ალერ­გი­უ­ლი ბავ­შვე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია. ასე­ვე ვურ­ჩევ­დი ბა­კუ­რი­ანს, შოვს, ბახ­მა­როს და ბორ­ჯო­მის სა­კუ­რორ­ტო ზო­ნას, ან რო­მე­ლი­მე კარგ სო­ფელს, სა­დაც ბავ­შვი თავს კარ­გად იგ­რძნობს.

- ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ვე­ნე­ბი აწუ­ხებთ, და­სა­ვე­ნებ­ლად რო­მელ კუ­რორ­ტს უნდა მი­მარ­თონ?

- ასეთ პი­რებს, პირ­ველ რიგ­ში, წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი სჭირ­დე­ბათ, კერ­ძოდ, ცურ­ვა, წყალ­ქვე­შა ვარ­ჯი­შე­ბი, აკ­ვა­ა­ე­რო­ბი­კა. ასე­თი და­ა­ვა­დე­ბის­თვის ასე­ვე კარ­გია აქ­ტი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა, - ერთ-ერთი პირ­ვე­ლი წა­მა­ლია. ასე­ვე უნდა ჩა­ი­ტა­რონ კუ­რორ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის აბა­ზა­ნე­ბით და ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ით. ამის სა­შუ­ა­ლე­ბა ქა­ლა­ქი­დან გა­უს­ვლე­ლად, თბი­ლი­სის ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტში­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­დაც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მნი­ლი, მათ შო­რის, ვე­ნე­ბის. თუ ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა უნ­დათ, მა­შინ კარ­გია წყალ­ტუ­ბოს აბა­ზა­ნე­ბი, ბორ­ჯო­მის ნახ­ში­რორ­ჟან­გი­ა­ნი აბა­ზა­ნე­ბი, ყვე­ლა მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, რო­მე­ლიც ამა თუ იმ ად­გილ­ზე არ­სე­ბობს და რო­მე­ლიც აბა­ზა­ნე­ბის სა­ხით ვე­ნე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნა­ი­რი წყლის პრო­ცე­დუ­რა ვა­რი­კო­ზის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია.

- რას ურ­ჩევთ მათ, ვინც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფის­ში ზის და მუ­შა­ობს?

- შვე­ბუ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­ა­ტა­რონ. დიდ­ხანს იყ­ვნენ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, იმოძ­რა­ონ, ია­რონ, იცუ­რა­ონ. თუ ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ტუ­რის­ტულ ლაშ­ქრო­ბებ­ში წა­ვიდ­ნენ... უნდა ეცა­დონ, ყვე­ლა კუნ­თი და სახ­სა­რი აა­მოძ­რა­ონ. მათ­თვის არ შე­იძ­ლე­ბა პა­სი­უ­რად, წა­მო­წო­ლილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა. და­ხუ­რულ შე­ნო­ბა­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს კანი უსუს­ტდე­ბათ, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰა­ე­რის აბა­ზა­ნის მი­ღე­ბა, რათა კანი გა­ი­კა­ჟონ.

- ას­თმი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის რა რე­კო­მენ­და­ცი­აა?

- ზღვის დო­ნი­დან რაც უფრო მაღ­ლა ვართ, ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვა და ჰა­ერ­ში ჟანგბა­დის შემ­ცვე­ლო­ბა მით უფრო მცირ­დე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რაც ნაკ­ლე­ბია. სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი მთის კლი­მა­ტი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მის შემ­ცვლე­ლი რე­აქ­ტი­უ­ლო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მო­წეს­რი­გე­ბას, სის­ხლმბა­დი ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის და ორ­გა­ნიზ­მში ფერ­მენ­ტუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ეს კი თა­ვის­თა­ვად ორ­გა­ნიზ­მის გა­კა­ჟე­ბას და გა­ჯან­სა­ღე­ბას იწ­ვევს. ბრონ­ქუ­ლი ას­თმი­სა და ალერ­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბის დროს კარ­გია: ბა­კუ­რი­ა­ნის, სუ­რა­მის, შო­ვის, ბახ­მა­როს და სა­შუ­ა­ლო მთის ყვე­ლა კუ­რორ­ტი.

უნდა მო­ე­რი­დონ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლს, რად­გან იქა­უ­რი ნო­ტიო სუბტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტი ას­თმი­ა­ნე­ბის­თვის მძი­მე გა­და­სა­ტა­ნია და შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს.

- ამა თუ იმ კუ­რორტზე ბავ­შვი რამ­დენკვი­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით უნდა წა­ვიყ­ვა­ნოთ?

- ერ­თკვი­რი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით კუ­რორტზე ბავ­შვის წაყ­ვა­ნა დას­ვე­ნე­ბად არ ით­ვლე­ბა. რო­დე­საც ის ახალ ად­გილ­ზე გაგ­ყავთ, მას ადაპ­ტა­ცი­ის ანუ მიჩ­ვე­ვის პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა. მიჩ­ვე­ვის პე­რი­ო­დი აუ­ცი­ლე­ბე­ლია რო­გორც მოზ­რდი­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ბავ­შვე­ბის­თვის. თუ შეჩ­ვე­ვის შემ­დეგ შევ­წყვეტთ ბავ­შვის იმ გა­რე­მო­ში ყოფ­ნას და სხვა კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში გა­და­ვიყ­ვანთ, მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლად არ ჩა­ით­ვლე­ბა. ბავ­შვი ერთი თვე მა­ინც უნდა იყოს ერ­თნა­ირ გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში.

- მათ, ვი­საც თირკმე­ლე­ბი აწუ­ხებთ, რო­გო­რი კუ­რორ­ტია მათ­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი?

- თირკმლით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მშრა­ლი კლი­მა­ტი, რო­მე­ლიც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ზე სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებს. კუ­რორტ სა­ირ­მის მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს თირკმელ­კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. ისე, ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და აუ­ცი­ლე­ბე­ლია მკურ­ნა­ლი ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ქო­ბუ­ლე­თი ნო­ტიო სუბტ­რო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც ძა­ლი­ან დატ­ვირ­თავს თირკმლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს. კარ­გია კა­ხეთ­ში არ­სე­ბუ­ლი კუ­რორ­ტი არ­ხი­ლოს კალო, რო­მე­ლიც მშრა­ლი კლი­მა­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, წვი­მა იქ თით­ქმის არ მო­დის. ეს მშრა­ლი ჰავა სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებს თირკმლის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე. ამი­ტომ კარ­გია, თუ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ მშრალ კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში გარ­კვე­ულ პე­რი­ოდს გა­ა­ტა­რებთ. კუ­რორ­ტი სა­ირ­მე და მისი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი თირკმლით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის ერთ-ერთი პირ­ვე­ლია. თუმ­ცა თირკმლის და­ა­ვა­დე­ბე­ბიც სხვა­დას­ხვაა. ჩვენ კი ამ­ჯე­რად ზო­გა­დად ვსა­უბ­რობთ.

- რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ზღვის სა­ნა­პი­რო კუ­რორ­ტებ­ზე დამ­სვე­ნებ­ლებ­მა?

- ზღვა­ზე დამ­სვე­ნებ­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვან მთა­ვა­რი პი­რო­ბა: არ შე­იძ­ლე­ბა სა­ნა­პი­რო­ზე ყოფ­ნა 11:00-დან 17:00 სა­ა­თამ­დე. ეს ძა­ბავს თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს იცავს და მუდ­მივ ტემ­პე­რა­ტუ­რას უნარ­ჩუ­ნებს. ხოლო მზის სხი­ვებ­ზე ზედ­მე­ტად ყოფ­ნა შე­იძ­ლე­ბა მზის დაკ­ვრით, სით­ბუ­რი დაკ­ვრით და კა­ნის ძლი­ე­რი დამ­წვრო­ბით დას­რულ­დეს. სა­ერ­თოდ ყო­ველ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. ძლი­ე­რი ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბა, ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სარ­გებ­ლო არ არის. ალ­ბათ გი­ნა­ხავთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ დღეს სა­ნა­პი­რო­ზე ატა­რე­ბენ და მზის აბა­ზა­ნებს იღე­ბენ - ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დოზა და ნორ­მა აქვს. ასე რომ, ზღვა­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია 11:00 სა­ა­თამ­დე (ივ­ლის- აგ­ვის­ტო­ში) და სა­ღა­მოს - 17:00 სა­ა­თის შემ­დეგ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
2

აბასთუმანი... (ამით ყველაფერია ნათქვამი)

გოჩა
5

კურორტი გორდი ხონის რაიონის მთიანი სოფელია მისწრებაა ბავშვებისთვის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კურორტები საქართველოში, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - სად უნდა დავასვენოთ ალერგიული ბავშვები და რომელ დაავადებას რომელი კურორტი უხდება: ინტერვიუ კურორტოლოგთან

კურორტები საქართველოში, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - სად უნდა დავასვენოთ ალერგიული ბავშვები და რომელ დაავადებას რომელი კურორტი უხდება: ინტერვიუ კურორტოლოგთან

ადამიანების უმეტესობა კი ფიქრობს, სად გაატაროს კუთვნილი შვებულება. თუ გაქვთ საოფისე სამსახური, ან მუშაობთ ფიზიკურად, ალბათ, გაინტერესებთ, საქართველოს რომელ კურორტზე სჯობს დასვენება, რომ ჯანმრთელობა გაიკაჟოთ და კვლავაც ნაყოფიერი მუშაობა შეძლოთ.

"მნიშვნელოვანია შვებულებას სად და როგორ გავატარებთ. სასარგებლო და ჯანსაღ პირობებში დასვენება კი ორგანიზმისთვის აუცილებელია, რადგანაც ეს ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამ დროს ხდება ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური ენერგიის აღდგენა, რომელიც გასული წლის მანძილზე დავხარჯეთ.

დასვენების პერიოდში ენერგიის ისეთი მარაგით უნდა დავიმუხტოთ, რომელიც შემდგომ სამუშაო პერიოდს ადვილად გაგვატანინებს. ამიტომ, დასვენების ადგილის არჩევა სერიოზული საქმეა, რომელსაც სწორი მიდგომა სჭირდება.

სამკურნალო კურორტის არჩევა იმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ორგანიზმი. სჭირდება თუ არა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები კი გახლავთ - მზე, წყალი, ჰაერი ანუ სხვადასხვაგვარი კლიმატი, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, სპელეო მღვიმეები, ზღვის სანაპირო, სხვადასხვა წყალსაცავი, მდინარე და ა.შ" - გვეუბნება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმი-თერაპევტი მანანა ტაბიძე და თემასთან დაკავშირებით, Ambebi.ge-ს კითხვებს ასე პასუხობს.

- ბავშვებისთვის დასასვენებლად მთის რომელი კურორტია საუკეთესო?

- იმისთვის, რომ ბავშვები მთელი წლის მანძილზე ჯანმრთელები იყვნენ და სხვადასხვა დაავადების მიმართ ორგანიზმს ბრძოლის უნარი ჰქონდეს, საჭიროა მათი ორგანიზმის გაკაჟება. კარგია, თუ ისინი მთის კურორტებზე დაისვენებენ, ვინაიდან მთის კურორტებს ორგანიზმზე ძლიერი ფიზიოლოგიური მოქმედება აქვს, კერძოდ, მატრენირებელი თვისება, ე.ი. იწვევს რთულ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას, რომელსაც ორგანიზმის გაჯანსაღება და სხვადასხვა მავნე ფაქტორებისადმი მდგრადობის ზრდა მოჰყვება.

ბავშვებისთვის კარგია ბორჯომის ხეობის კურორტები, თბილისის საგარეუბნო კურორტები, როგორიც არის - კოჯორი, კიკეთი, მანგლისი, წყნეთი, საგურამო. ოღონდ, აქ გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ბავშვი მცირე ასაკის არის, უმჯობესია ქალაქთან ახლოს მდებარე კურორტები, რომ სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად აღმოვუჩინოთ.

- ალერგიული ბავშვები რომელ კურორტებზე უნდა დავასვენოთ?

- ალერგიული პატარებისთვის განსაზღვრული კურორტები არ არსებობს. ალერგია ინდივიდუალურია და შეიძლება, ზოგიერთისთვის ამა თუ იმ კურორტზე რომელიღაც უმნიშვნელო ალერგენი იყოს წამყვანი. დიდი ხანია, სურამი საუკეთესო კურორტად ითვლება და ალერგიული ბავშვების დასასვენებლად საუკეთესო ადგილია. ასევე ვურჩევდი ბაკურიანს, შოვს, ბახმაროს და ბორჯომის საკურორტო ზონას, ან რომელიმე კარგ სოფელს, სადაც ბავშვი თავს კარგად იგრძნობს.

- ადამიანებმა, რომლებსაც ვენები აწუხებთ, დასავენებლად რომელ კურორტს უნდა მიმართონ?

- ასეთ პირებს, პირველ რიგში, წყლის პროცედურები სჭირდებათ, კერძოდ, ცურვა, წყალქვეშა ვარჯიშები, აკვააერობიკა. ასეთი დაავადებისთვის ასევე კარგია აქტიური მოძრაობა, - ერთ-ერთი პირველი წამალია. ასევე უნდა ჩაიტარონ კურორტული მკურნალობა, მინერალური წყლის აბაზანებით და ფიზიოთერაპიით. ამის საშუალება ქალაქიდან გაუსვლელად, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტშიცაა შესაძლებელი, სადაც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ყველა პირობაა შექმნილი, მათ შორის, ვენების. თუ ქალაქიდან გასვლა უნდათ, მაშინ კარგია წყალტუბოს აბაზანები, ბორჯომის ნახშირორჟანგიანი აბაზანები, ყველა მინერალური წყალი, რომელიც ამა თუ იმ ადგილზე არსებობს და რომელიც აბაზანების სახით ვენების სამკურნალოდ გამოიყენება. საერთოდ, ყველანაირი წყლის პროცედურა ვარიკოზისთვის ძალიან კარგია.

- რას ურჩევთ მათ, ვინც მთელი წლის განმავლობაში ოფისში ზის და მუშაობს?

- შვებულება აქტიურად გაატარონ. დიდხანს იყვნენ სუფთა ჰაერზე, იმოძრაონ, იარონ, იცურაონ. თუ ახალგაზრდები არიან, ტურისტულ ლაშქრობებში წავიდნენ... უნდა ეცადონ, ყველა კუნთი და სახსარი აამოძრაონ. მათთვის არ შეიძლება პასიურად, წამოწოლილ მდგომარეობაში ყოფნა. დახურულ შენობაში მომუშავე ადამიანებს კანი უსუსტდებათ, ამიტომ აუცილებელია ჰაერის აბაზანის მიღება, რათა კანი გაიკაჟონ.

- ასთმიანი ადამიანებისთვის რა რეკომენდაციაა?

- ზღვის დონიდან რაც უფრო მაღლა ვართ, ატმოსფერული წნევა და ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მით უფრო მცირდება. ჰაერის ტემპერატურაც ნაკლებია. საშუალო და მაღალი მთის კლიმატი ხელს უწყობს ორგანიზმის შემცვლელი რეაქტიულობის ნორმალიზაციას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის გაუმჯობესებას, იმუნური სისტემის და ორგანიზმში ფერმენტული რეაქციების გაძლიერებას. ეს კი თავისთავად ორგანიზმის გაკაჟებას და გაჯანსაღებას იწვევს. ბრონქული ასთმისა და ალერგიის მკურნალობის დროს კარგია: ბაკურიანის, სურამის, შოვის, ბახმაროს და საშუალო მთის ყველა კურორტი.

უნდა მოერიდონ შავი ზღვის სანაპირო ზოლს, რადგან იქაური ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი ასთმიანებისთვის მძიმე გადასატანია და შეიძლება ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

- ამა თუ იმ კურორტზე ბავშვი რამდენკვირიანი ინტერვალით უნდა წავიყვანოთ?

- ერთკვირიანი ინტერვალით კურორტზე ბავშვის წაყვანა დასვენებად არ ითვლება. როდესაც ის ახალ ადგილზე გაგყავთ, მას ადაპტაციის ანუ მიჩვევის პერიოდი სჭირდება. მიჩვევის პერიოდი აუცილებელია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. თუ შეჩვევის შემდეგ შევწყვეტთ ბავშვის იმ გარემოში ყოფნას და სხვა კლიმატურ ზონაში გადავიყვანთ, მკურნალობა ჩატარებულად არ ჩაითვლება. ბავშვი ერთი თვე მაინც უნდა იყოს ერთნაირ გარემო პირობებში.

- მათ, ვისაც თირკმელები აწუხებთ, როგორი კურორტია მათთვის მიზანშეწონილი?

- თირკმლით დაავადებულთათვის მიზანშეწონილია მშრალი კლიმატი, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე სასარგებლოდ მოქმედებს. კურორტ საირმის მინერალური წყალი დადებითად მოქმედებს თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. ისე, ყველაფერი ინდივიდუალურია და აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ქობულეთი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატით გამოირჩევა, რაც ძალიან დატვირთავს თირკმლების დაავადებების მქონე პირებს. კარგია კახეთში არსებული კურორტი არხილოს კალო, რომელიც მშრალი კლიმატით გამოირჩევა, წვიმა იქ თითქმის არ მოდის. ეს მშრალი ჰავა სასარგებლოდ მოქმედებს თირკმლის ფუნქციონირებაზე. ამიტომ კარგია, თუ აღმოსავლეთ საქართველოში, ამ მშრალ კლიმატურ ზონაში გარკვეულ პერიოდს გაატარებთ. კურორტი საირმე და მისი მინერალური წყალი თირკმლით დაავადებულთათვის ერთ-ერთი პირველია. თუმცა თირკმლის დაავადებებიც სხვადასხვაა. ჩვენ კი ამჯერად ზოგადად ვსაუბრობთ.

- რა უნდა გაითვალისწინონ ზღვის სანაპირო კურორტებზე დამსვენებლებმა?

- ზღვაზე დამსვენებლებმა აუცილებლად უნდა დაიცვან მთავარი პირობა: არ შეიძლება სანაპიროზე ყოფნა 11:00-დან 17:00 საათამდე. ეს ძაბავს თერმორეგულაციის სისტემას, რომელიც ორგანიზმს იცავს და მუდმივ ტემპერატურას უნარჩუნებს. ხოლო მზის სხივებზე ზედმეტად ყოფნა შეიძლება მზის დაკვრით, სითბური დაკვრით და კანის ძლიერი დამწვრობით დასრულდეს. საერთოდ ყოველ ამ მდგომარეობას შეიძლება ბევრი გართულება მოჰყვეს. ძლიერი ულტრაიისფერი სხივების ჭარბი რაოდენობის მიღება, ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის. ალბათ გინახავთ ადამიანები, რომლებიც მთელ დღეს სანაპიროზე ატარებენ და მზის აბაზანებს იღებენ - ეს დაუშვებელია. ყველაფერს თავისი დოზა და ნორმა აქვს. ასე რომ, ზღვაზე დამსვენებლებისთვის საუკეთესო პერიოდია 11:00 საათამდე (ივლის- აგვისტოში) და საღამოს - 17:00 საათის შემდეგ.