საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუბარს, რომ ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა" - გია ვოლსკი
"საუბარს, რომ ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა" - გია ვოლსკი

იმა­ზე სა­უ­ბარს, რომ ჩვენ და­სას­ვე­ნებ­ლად და გა­სა­რუ­ჯად წა­ვე­დით, რო­გორც ეს ზო­გი­ერთ რო­ყიო გან­ცხა­დე­ბებ­ში მო­ვის­მი­ნეთ, სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტიც შე­უ­ერ­თდა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, როცა პრე­ზი­დენ­ტი რიგ­გა­რე­შე სხდო­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს, სჯობ­და გან­ცხა­დე­ბა იმა­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის და ოპო­ზი­ცი­ის ერ­თად მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო კო­მი­ტე­ტებ­ში.

"ჩვენ ვფიქ­რობთ და გვინ­და, რომ ასე იყოს, რომ ის შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და, რომ კო­მი­ტე­ტე­ბი მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. სჯობ­და ერთი გან­ცხა­დე­ბა, ორი ან მეტი იმა­ზე გა­კე­თე­ბი­ნა, რომ ამ კო­მი­ტე­ტებ­ში ერ­თად ყოფ­ნაა სა­ჭი­რო, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის რაც პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა, ეს იყო მი­ნიშ­ნე­ბა, რომ თით­ქოს არა­ფე­რი კეთ­დე­ბა და უმ­რავ­ლე­სო­ბა და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

კი­თხვა­ზე, რას უპა­სუ­ხებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა ჩა­ერ­თოს, ვოლ­სკი აცხა­დებს, რომ "პრე­ზი­დენ­ტი არ უნდა ეცა­დოს თა­ვის სა­კონ­სტი­ტუ­ციო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბოს.

"არე­ვა ფუნ­ქცია- მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის ცუდ დაღს ამ­ჩნევს ქვე­ყა­ნას. არას­დროს არ მონ­დო­მე­ბია მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენტს ჩარ­თუ­ლი­ყო ისეთ პრო­ცე­სებ­ში, რო­მე­ლიც ბუნ­დეს­ტაგ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ეხე­ბა", - აცხა­დებს ვოლ­სკი.

დე­პუ­ტა­ტი ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნის ნა­წილ­ში ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, "კონ­სტი­ტუ­ცი­ის და სა­კუ­თა­რი ფუნ­ქცი­ე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ცდე­ბა იმ ჩარ­ჩო­ებს, რაც პრე­ზი­დენ­ტის­თვის არის გან­სა­ზღვრუ­ლი".

რაც შე­ე­ხე­ბა ან­ტი­და­სავ­ლურ რი­ტო­რი­კა­ზე პრე­ზი­დენ­ტის მიერ "ქარ­თუ­ლო ოც­ნე­ბის" კრი­ტი­კას, ვოლ­სკი აცხა­დებს, რომ მათ გუნდს ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კა არ ახა­სი­ა­თებს. მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი თე­მე­ბი, რაც ეხე­ბა მა­გა­ლი­თად ,ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სამ­წუ­ხა­როა, რომ არა­ვინ სვამს 308 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის წი­ნა­შე კი­თხვას, "თუ რა­ტომ შე­უ­რა­ცხყოფს და რა­ტომ არის ასე­თი აგ­რე­სი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ".

ამას­თან, ვოლ­სკი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი რუ­სეთ­თან მმარ­თვე­ლი გუნ­დის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბებს ამ სა­კი­თხებ­ზე ზუ­რა­ბიშ­ვილს უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა მარ­თებს, რად­გან არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მო­გე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას, ვოლ­სკი აცხა­დებს, აქაც სა­ქარ­თვე­ლო უამ­რავ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენტს მი­უ­ერ­თდა.

" არა­თუ არ­ცერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენტს არ ჩა­მოვ­რჩით და ავ­ტო­რე­ბი არ გავ­ხდით, არა­მედ იქაც რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნალ­შია საქ­მე შე­ტა­ნი­ლი, ამი­ტომ ამ სა­კი­თხებ­ზე ზუ­რა­ბიშ­ვილს უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა მარ­თებს წი­ნას­წარ", - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯ.პ
2

სულ დასვენებული არახარ. რაღა დასვენება გინდა ესეთი ამოცანის წინაშე დგას სახელმწიფო. პატარა პასუხისმგებლობა ხომ უნდა ქონდეთ.თუმცა როდის გქონიათ ეხლა რომ გამოიჩინოთ.

ალექს
2

გარუჯულს და შავს შორის სხვაობა აბანოში გამოჩნდება ! აბანოში ეთქი, პარლამენტში გამოჩნდება ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საუბარს, რომ ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა" - გია ვოლსკი

"საუბარს, რომ ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა" - გია ვოლსკი

იმაზე საუბარს, რომ ჩვენ დასასვენებლად და გასარუჯად წავედით, როგორც ეს ზოგიერთ როყიო განცხადებებში მოვისმინეთ, სამწუხაროდ, პრეზიდენტიც შეუერთდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როცა პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის აუცილებლობაზე საუბრობს, სჯობდა განცხადება იმაზე გაეკეთებინა, რომ უმრავლესობის და ოპოზიციის ერთად მუშაობაა საჭირო კომიტეტებში.

"ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა, რომ ასე იყოს, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი და სრული ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ კომიტეტები მუშაობას აგრძელებდნენ. სჯობდა ერთი განცხადება, ორი ან მეტი იმაზე გაკეთებინა, რომ ამ კომიტეტებში ერთად ყოფნაა საჭირო, რაც მიმდინარეობს. ის რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს იყო მინიშნება, რომ თითქოს არაფერი კეთდება და უმრავლესობა დასასვენებლად წავიდა", - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რას უპასუხებს ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამუშაო პროცესში მისი წარმომადგენელი უნდა ჩაერთოს, ვოლსკი აცხადებს, რომ "პრეზიდენტი არ უნდა ეცადოს თავის საკონსტიტუციო უფლებამოსილებას გადააჭარბოს.

"არევა ფუნქცია- მოვალეობების ცუდ დაღს ამჩნევს ქვეყანას. არასდროს არ მონდომებია მაგალითად, გერმანიის პრეზიდენტს ჩართულიყო ისეთ პროცესებში, რომელიც ბუნდესტაგში მიმდინარეობს და მას აბსოლუტურად არ ეხება", - აცხადებს ვოლსკი.

დეპუტატი ელჩების დანიშვნის ნაწილში ზურაბიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, "კონსტიტუციის და საკუთარი ფუნქციების კომენტირებისას, ზურაბიშვილი ცდება იმ ჩარჩოებს, რაც პრეზიდენტისთვის არის განსაზღვრული".

რაც შეეხება ანტიდასავლურ რიტორიკაზე პრეზიდენტის მიერ "ქართულო ოცნების" კრიტიკას, ვოლსკი აცხადებს, რომ მათ გუნდს ანტიდასავლური რიტორიკა არ ახასიათებს. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული თემები, რაც ეხება მაგალითად ,ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და სამწუხაროა, რომ არავინ სვამს 308 ევროპარლამენტარის წინაშე კითხვას, "თუ რატომ შეურაცხყოფს და რატომ არის ასეთი აგრესიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ".

ამასთან, ვოლსკი აღნიშნავს, რომ სანამ პრეზიდენტი რუსეთთან მმართველი გუნდის დამოკიდებულებაზე გააკეთებს განცხადებებს ამ საკითხებზე ზურაბიშვილს უფრო სიღრმისეული ანალიზის გაკეთება მართებს, რადგან არსებობს საქართველოს მიერ მოგებული საქმეები რუსეთის წინააღმდეგ, რაც შეეხება უკრაინაში რუსეთის აგრესიას, ვოლსკი აცხადებს, აქაც საქართველო უამრავ საერთაშორისო დოკუმენტს მიუერთდა.

" არათუ არცერთ საერთაშორისო დოკუმენტს არ ჩამოვრჩით და ავტორები არ გავხდით, არამედ იქაც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალშია საქმე შეტანილი, ამიტომ ამ საკითხებზე ზურაბიშვილს უფრო სიღრმისეული ანალიზის გაკეთება მართებს წინასწარ", - განაცხადა ვოლსკიმ.