პირველი აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება იზრდება - ამის შესახებ მთავრობამ დადგენილება 18 ივლისს გამოსცა.
კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებითვე, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას - 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი - 135 ლარი. დღეს იგივე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი ღირს, ხოლო სხვა დღეებში - 90 ლარი.
სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაცია დღეს 170 ლარი ღირს. აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.
რომ კითხო ეკონომიკა დუღს და გადმოდის, მზარდია და სასწაული შედეგები გვაქვს და სახელმწიფო სერვისების გაძვირება რაზე მიუთითებს? მხოლოდ და მხოლოდ იმაზე რომ ფულს ძალა აღარ აქვს და დღითიდღე ღარიბდება ქვეყანა.
ისედაც იცლება ქვეყანა ახალგაზრდებისგნ და დარჩენილებს მაინც შეუწყეთ ხელი რომ შექმნან ოჯახები. კი არ უნდა აძვირებდეთპირიქით ახალგაზრდა ოჯახებს ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ ხელის მოწერიდან ბაბშვის გაჩენისა და აღზრდის დროს. თუ გინდათ რომ დემოგრაფილი პრობლემა ცოტა თი მაინც მოგვარდეს და გამრავლდეს ერი. ამის მაგივრად შეჭირვებულ მოსახლეობას, რომელიც საკმაოდ დიდი პროცენტია კიდევ უფრო აკაბალებენ.