სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი რუსი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალია - აღიარება და მხარდაჭერა უკრაინას - ინტერვიუ, რომლის გამოც შესაძლოა, სპორტსმენი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდეს
ცნობილი რუსი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალია - აღიარება და მხარდაჭერა უკრაინას - ინტერვიუ, რომლის გამოც შესაძლოა, სპორტსმენი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდეს

წარ­მა­ტე­ბუ­ლი რუსი ჩოგ­ბურ­თე­ლი, და­რია კა­სატ­კი­ნა ამ­ბობს, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლია. ამ თე­მის შე­სა­ხებ მან რუს ბლო­გერ ვი­ტია კრავ­ჩენ­კოს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. ის ჩოგ­ბურ­თე­ლებს შო­რის მსოფ­ლი­ოს ამ­ჟა­მინ­დელ რე­ი­ტინ­გში მე-12 ად­გილს იკა­ვებს.

რო­გორც მან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ აღარ სურს "ჩა­კე­ტი­ლი და მა­ლუ­ლი" ცხოვ­რე­ბა.

სპორ­ტსმენ­მა ასე­ვე "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო თა­ვის გერლფ­რენდთან ერ­თად. მისი მე­გო­ბა­რი გოგო ნა­ტა­ლია ზა­ბი­ა­კოა, ისიც სპორ­ტსმე­ნია და ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

25 წლის სპორ­ტსმენ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა ჰო­მო­სექ­სუ­ლიზ­მი­სა და ლგბტქ+ თე­მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე რუ­სეთ­ში. “ძა­ლი­ან ბევ­რი თემა რუ­სეთ­ში ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლია, წარ­მოდ­გე­ნა, რომ ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა გეი პრო­პა­გან­დით გახ­დეს, სა­სა­ცი­ლოა. ვფიქ­რობ, ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლად ყოფ­ნა­ზე უფრო მარ­ტი­ვი არა­ფე­რია“, - ამ­ბობს ჩოგ­ბურ­თე­ლი.

ის თვლის, რომ ადა­მი­ა­ნებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რომ შე­ეძ­ლოთ, არა­ვინ აირ­ჩევ­და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბას.

"სე­რი­ო­ზუ­ლად ვამ­ბობ, ვინ­მეს რომ შე­ეძ­ლოს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, არა­ვინ აირ­ჩევ­და რომ გეი იყოს რა­ტომ არ­თუ­ლებთ ცხოვ­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რუ­სეთ­ში?“ - ამ­ბობს სპორ­ტსმე­ნი. კა­სატ­კი­ნას თქმით, თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტაც­ვი­ის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც რუს­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ნა­დია კარ­პო­ვამ სა­ჯა­როდ აღი­ა­რა, რომ გეია და და­რი­ას­თვის ეს ფაქ­ტი ფაქ­ტი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი გახ­და.

ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­სატ­კი­ნამ ასე­ვე დაგ­მო რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში და მო­უ­წო­და მმარ­თველ ძა­ლას ომის შე­ჩე­რე­ბის­კენ. ბლო­გერ­მა მას ჰკი­თხა, თუ რა სურ­და ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად, ნა­დი­ამ კი თქვა, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად სურს კონ­ფლიქ­ტი დას­რულ­დეს. რუ­სე­თის შეჭ­რას უკ­რა­ი­ნა­ში მან "ღა­მის კოშ­მა­რი" უწო­და. ვი­დე­ო­ში კა­სატ­კი­ნამ ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა, რო­დე­საც ჰკი­თხეს, ეში­ნო­და თუ არა, რად­გა­ნაც ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ შე­საძ­ლოა, რუ­სეთ­ში ვე­ღარ დაბ­რუნ­დეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სპორ­ტსმე­ნი ამ­ჟა­მად კა­ნა­და­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაო
4

ვსო მოიწყო ცხოვრება ბარსელონაში მერე ამერიკაში გადაბარგება სულ ესააა და თუ ტრადიციული ორიენტაცია გაქვს და ლტოლვილის სტატუსს ითხოვ ჯვარზე გაცვავენ და სტატუსს ან მიიღებ ან არააა 

ნარგიზა
34

ტყუილია ხალხოოოო, ერთმორწმუნე რუსეთიში ეგეთები არ არიან. ამერიკა ავრცელებს ჭორებს. ჭორია

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ცნობილი რუსი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალია - აღიარება და მხარდაჭერა უკრაინას - ინტერვიუ, რომლის გამოც შესაძლოა, სპორტსმენი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდეს

ცნობილი რუსი ჩოგბურთელი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალია - აღიარება და მხარდაჭერა უკრაინას - ინტერვიუ, რომლის გამოც შესაძლოა, სპორტსმენი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდეს

წარმატებული რუსი ჩოგბურთელი, დარია კასატკინა ამბობს, რომ ჰომოსექსუალია. ამ თემის შესახებ მან რუს ბლოგერ ვიტია კრავჩენკოსთან ინტერვიუში ისაუბრა. ის ჩოგბურთელებს შორის მსოფლიოს ამჟამინდელ რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.

როგორც მან ინტერვიუში თქვა, აღმოაჩინა, რომ აღარ სურს "ჩაკეტილი და მალული" ცხოვრება.

სპორტსმენმა ასევე "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო თავის გერლფრენდთან ერთად. მისი მეგობარი გოგო ნატალია ზაბიაკოა, ისიც სპორტსმენია და ფიგურული სრიალით არის დაკავებული.

25 წლის სპორტსმენმა ასევე ისაუბრა ჰომოსექსულიზმისა და ლგბტქ+ თემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე რუსეთში. “ძალიან ბევრი თემა რუსეთში ტაბუდადებულია, წარმოდგენა, რომ ვიღაც შეიძლება გეი პროპაგანდით გახდეს, სასაცილოა. ვფიქრობ, ჰეტეროსექსუალად ყოფნაზე უფრო მარტივი არაფერია“, - ამბობს ჩოგბურთელი.

ის თვლის, რომ ადამიანებს არჩევანის გაკეთება რომ შეეძლოთ, არავინ აირჩევდა ჰომოსექსუალობას.

"სერიოზულად ვამბობ, ვინმეს რომ შეეძლოს არჩევანის გაკეთება, არავინ აირჩევდა რომ გეი იყოს რატომ ართულებთ ცხოვრებას, განსაკუთრებით კი რუსეთში?“ - ამბობს სპორტსმენი. კასატკინას თქმით, თავისი სექსუალური ორიენტაცვიის შესახებ საჯაროდ საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსმა ფეხბურთელმა ნადია კარპოვამ საჯაროდ აღიარა, რომ გეია და დარიასთვის ეს ფაქტი ფაქტი შთამაგონებელი გახდა.

ინტერვიუში კასატკინამ ასევე დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და მოუწოდა მმართველ ძალას ომის შეჩერებისკენ. ბლოგერმა მას ჰკითხა, თუ რა სურდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად, ნადიამ კი თქვა, რომ ყველაზე მეტად სურს კონფლიქტი დასრულდეს. რუსეთის შეჭრას უკრაინაში მან "ღამის კოშმარი" უწოდა. ვიდეოში კასატკინამ ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც ჰკითხეს, ეშინოდა თუ არა, რადგანაც ინტერვიუს შემდეგ შესაძლოა, რუსეთში ვეღარ დაბრუნდეს.

როგორც ცნობილია, სპორტსმენი ამჟამად კანადაში იმყოფება.