საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლე რომ დამეღუპა ჩემი შვილი 12 წლისაც არ იყო... ურთულესი ეტაპი გავიარე" - მარინა კახიანი ოჯახსა და კარიერაზე: რა მსხვერპლი გაიღო მსახიობმა თავისი პროფესიისთვის?
"მეუღლე რომ დამეღუპა ჩემი შვილი 12 წლისაც არ იყო... ურთულესი ეტაპი გავიარე" - მარინა კახიანი ოჯახსა და კარიერაზე: რა მსხვერპლი გაიღო მსახიობმა თავისი პროფესიისთვის?

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი შე­მოქ­მე­დია. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას თე­ატრზე უსას­რუ­ლოდ შე­უძ­ლია სა­უ­ბა­რი და როცა თა­ვის რო­ლებს იხ­სე­ნებს, თვა­ლებ­ში უც­ნა­უ­რი ნა­პერ­წკლე­ბი უკრთის. საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ინ­ტერ­ვიუ მის საყ­ვა­რელ საქ­მე­სა და ოჯახ­ზე სა­უბ­რით და­ვი­წყეთ.

- რო­დის მიხ­ვდით, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა თქვე­ნი ბე­დის­წე­რა იყო და სცე­ნის გა­რე­შე ვერ გაძ­ლებ­დით?

- რო­დის მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ თე­ატ­რი ჩემი ცხოვ­რე­ბა იყო? - უკვე აღარც მახ­სოვს - ალ­ბათ, ღრმა ბავ­შვო­ბა­ში. ალ­ბათ ამის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ დედ-მა­მაც ხე­ლო­ვა­ნე­ბი იყ­ვნენ. მამა - კომ­პო­ზი­ტო­რი და დი­რი­ჟო­რი, ხოლო დედა - მომ­ღე­რა­ლი. დე­და­ჩემ­მა კა­რი­ე­რა ძა­ლი­ან ადრე მი­ა­ტო­ვა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოჯახს და მე შე­მომ­წი­რა. რო­გორც მისი კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, ძა­ლი­ან კარ­გი ხმა ჰქო­ნია, დრა­მა­ტუ­ლი სოპ­რა­ნო. ხმა­მაღ­ლა არ ამ­ბობ­და, მაგ­რამ ალ­ბათ, გულ­ში მა­ინც დარ­დობ­და, რომ სცე­ნა მი­ა­ტო­ვა: მახ­სოვს, უკვე 20-30 წელი იყო გა­სუ­ლი, მაგ­რამ სიზ­მარ­ში ხე­დავ­და, რომ სპექ­ტაკ­ლი აქვს, გრიმს იკე­თებს და სცე­ნა­ზე გას­ვლას აგ­ვი­ა­ნებს... - ეს დე­დას სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ესიზ­მრე­ბო­და...

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მშობ­ლებს თე­ატ­რშიც დავ­ყავ­დი და კი­ნო­შიც. მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მშობ­ლებ­მა ფილ­მის სა­ნა­ხა­ვად წა­მიყ­ვა­ნეს. ეს იყო ფილ­მი-ოპე­რა "პი­კის ქალი", სა­დაც ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძე მღე­რო­და და იმ დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მომ­ღერ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ეტყო­ბა, ეს ჩემ­თვის ჯერ ძა­ლი­ან ადრე იყო და ახ­ლაც მახ­სოვს, რო­გორ და­ვი­ტან­ჯე, რო­გორ ვთხოვ­დი, რომ ბე­ბი­ას­თან ყოფ­ნა მინ­დო­და. მხო­ლოდ 3 თუ 4 წლი­სა ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში წა­მიყ­ვა­ნეს. "კონ­კია" გა­დი­ო­და და მა­შინ­დე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა კარ­გა ხანს გამ­ყვა. რო­გორც ჩანს, ჩემ­ზე იმ­დე­ნად იმოქ­მე­და ამ სა­ო­ცარ­მა სამ­ყა­რომ, რომ ავად გავ­ხდი და ღა­მით სი­ცხე მომ­ცა. ასე რომ, ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩემი ცხოვ­რე­ბა სცე­ნას­თან - ამ სა­ოც­რე­ბას­თან და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა.

- სცე­ნა­ზე ყოფ­ნა­საც ად­რე­ულ ასაკ­ში შე­ეჩ­ვი­ეთ?

- დიახ, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ფან­ტას­ტი­კუ­რი გა­რე­მო დამ­ხვდა. ჩვენ მო­მა­ვალ ბა­ლე­რი­ნე­ბად გვზრდიდ­ნენ და ყო­ველ­დღი­უ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და. სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბი გვყავ­და, ბოლო წლებ­ში კი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი გვას­წავ­ლი­და - ეს სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ მო­ცეკ­ვა­ვედ და ნო­ვა­ტო­რად აღი­ა­რებს. ბე­დის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი შემ­ხვდნენ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე! რო­დე­საც სულ პა­ტა­რა ასაკ­ში ბა­ლეტს ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი გას­წავ­ლის, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა. მან რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი აგ­ვიყ­ვა­ნა და სულ პა­ტა­რა გო­გოს ჟი­ზე­ლის როლი მო­მან­დო, მერე კი, გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე, ლა­უ­რენ­სია ვი­ცეკ­ვე. ადრე ამა­ზე ლა­პა­რა­კი მე­რი­დე­ბო­და, მაგ­რამ ახლა უნდა ვთქვა: 15 წლი­სა ვი­ყა­ვი, როცა ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ან­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩემ­თვის დად­გა კლა­სი­კუ­რი ეს­პა­ნუ­რი ვა­რი­ა­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მო­ზე შე­ვას­რუ­ლე. ჩემ­ზე დიდ იმედს ამ­ყა­რებ­და, მაგ­რამ ეს იმე­დე­ბი გა­ვუც­რუე.

- რა­ტომ?

- მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დავ­წყვი­ტე, რომ ბა­ლე­ტის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა და თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მა­შინ ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი უკვე გოგი ალექ­სი­ძე იყო. ამ თე­ატ­რში სულ რამ­დე­ნი­მე თვე ვი­მუ­შა­ვე. კარ­გი პარ­ტი­ე­ბი მან­დო - ისე­თი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბას წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ყვე­ლამ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­მი­ღო და როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ ცხოვ­რე­ბა დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის­თვის და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა, ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა. მშობ­ლე­ბიც კი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გან ფიქ­რობ­დნენ, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი უკვე გარ­კვე­უ­ლი იყო და ასეთ "სი­ურპრიზს" არ ელოდ­ნენ. სხვა­თა შო­რის, ბა­ლე­ტი არ ყო­ფი­ლა ჩემი ერ­თა­დერ­თი გა­ტა­ცე­ბა: მიყ­ვარ­და ლი­ტე­რა­ტუ­რა და სულ ვკი­თხუ­ლობ­დი. წიგ­ნე­ბი ისე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, რომ სა­ბან­ში ფა­რანს ვმა­ლავ­დი და მის შუქ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ დე­დას და მა­მას არ და­ე­ნა­ხათ. მარ­თა­ლია, ლექ­სე­ბის სწავ­ლა მე­ზა­რე­ბო­და და დედა წიგ­ნით დამ­დევ­და, მაგ­რამ მხატ­ვრუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ჩემი დიდი გა­ტა­ცე­ბა იყო.

მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი შვილ­თან და რძალ­თან ერ­თად

- ცნო­ბი­ლია, რომ ოჯა­ხი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მე­ნით. ხომ არ შე­უშ­ლია ამას ხელი თქვე­ნი კა­რი­ე­რის­თვის?

- დიახ, ოჯა­ხი ძა­ლი­ან ადრე შევ­ქმე­ნი, როცა ჯერ კი­დევ მე­ო­თხე კურ­სზე ვი­ყა­ვი. ჩემი მე­უღ­ლე, გია მა­ტა­რა­ძე ჩემ­ზე საკ­მა­ოდ უფ­რო­სი იყო და უკვე თა­ვი­სი ოჯა­ხი ჰქონ­და. ჩვენ­მა ქორ­წი­ნე­ბამ დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ როცა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ხარ, სხვე­ბის აზრს ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ, შემ­დეგ­ში კი თავს იმარ­თლებ, რომ ეს შენი ბე­დის­წე­რა იყო, რომ ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო. გია კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო საყ­ვე­დუ­რი არას­დროს გა­მო­უთ­ქვამს. ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა 12 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, სტუმ­რა­დაც კი ერ­თად დავ­დი­ო­დით. მხო­ლოდ მა­შინ ვშორ­დე­ბო­დით, როცა მე გას­ტროლ­ზე მივ­დი­ო­დი და ეს სა­კა­მა­თო არა­სო­დეს გამ­ხდა­რა. ის ზო­მი­ე­რად ეჭ­ვი­ა­ნი იყო. ამას ვუ­გებ­დი, რად­გან მე ალ­ბათ, ძვე­ლი ყა­ი­დის ქალი ვარ და მომ­წონს, როცა მა­მა­კა­ცი ცო­ტა­თი ეჭ­ვი­ა­ნობს.

- ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის დედა ხართ. ამ­ბო­ბენ, ბი­ჭის აღ­ზრდა რთუ­ლი­აო, თქვენ­თვი­საც რთუ­ლი იყო?

- რა თქმა უნდა, თა­ნაც, ჩემი შვი­ლი ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში - 1990-იან წლებ­ში გა­ი­ზარ­და. ჩემი მე­უღ­ლე რომ და­ი­ღუ­პა, ვათა ჯერ 12 წლი­საც არ იყო. ერთი წლით ადრე მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა, შემ­დეგ უკვე გია... მოკ­ლედ, ეს ურ­თუ­ლე­სი ეტა­პი გახ­ლდათ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში! ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე უნდა მე­ფიქ­რა: 12 წლის ბიჭი გა­რეთ რომ არ გა­მეშ­ვა, ესეც არ ივარ­გებ­და - კაცი ხომ უნდა გაზ­რდი­ლი­ყო? ყო­ველ­თვის მძი­მე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვი­ყა­ვი - სად და რო­დის უნდა გა­მეშ­ვა და რო­დის ამეკ­რძა­ლა - რო­დის და­მე­დო მშობ­ლის "ვეტო" სად­მე წას­ვლა­ზე. დე­და­ჩემს ეში­ნო­და და მე­გობ­რებ­თან წას­ვლა­საც უკ­რძა­ლავ­და, მე მა­ინც ვუშ­ვებ­დი და ეს დიდი სტრე­სი იყო. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თად იმოქ­მე­და: გე­ნე­ტი­კამ, მის­მა ხა­სი­ათ­მა და ბუ­ნე­ბამ, მე და დე­და­ჩემ­მაც დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ვი­ჩი­ნეთ და დღეს ის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. მე­ა­მა­ყე­ბა, როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რა კარ­გი შვი­ლი გა­გიზ­რდი­აო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლ.ჩ
7

ძალიან მომწონს მარინა კახიანი,როგორც მსახიობი და როგორც ქალი.

ანო
5

რაღაცნაირად ძალიან მომწონს , ჩემი ცოლის დაქალებში რომ გამოჩნდა ქალბატონი მარინას ხათრით დავიწყე ყურება ამ სერიალის 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მეუღლე რომ დამეღუპა ჩემი შვილი 12 წლისაც არ იყო... ურთულესი ეტაპი გავიარე" - მარინა კახიანი ოჯახსა და კარიერაზე: რა მსხვერპლი გაიღო მსახიობმა თავისი პროფესიისთვის?

"მეუღლე რომ დამეღუპა ჩემი შვილი 12 წლისაც არ იყო... ურთულესი ეტაპი გავიარე" - მარინა კახიანი ოჯახსა და კარიერაზე: რა მსხვერპლი გაიღო მსახიობმა თავისი პროფესიისთვის?

რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი ყველა თაობისთვის საყვარელი შემოქმედია. ქალბატონ მარინას თეატრზე უსასრულოდ შეუძლია საუბარი და როცა თავის როლებს იხსენებს, თვალებში უცნაური ნაპერწკლები უკრთის. საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვიუ მის საყვარელ საქმესა და ოჯახზე საუბრით დავიწყეთ.

- როდის მიხვდით, რომ მსახიობობა თქვენი ბედისწერა იყო და სცენის გარეშე ვერ გაძლებდით?

- როდის მივიღე გადაწყვეტილება, რომ თეატრი ჩემი ცხოვრება იყო? - უკვე აღარც მახსოვს - ალბათ, ღრმა ბავშვობაში. ალბათ ამის მიზეზი ის გახდა, რომ დედ-მამაც ხელოვანები იყვნენ. მამა - კომპოზიტორი და დირიჟორი, ხოლო დედა - მომღერალი. დედაჩემმა კარიერა ძალიან ადრე მიატოვა და მთელი ცხოვრება ოჯახს და მე შემომწირა. როგორც მისი კოლეგები და მეგობრები ამბობდნენ, ძალიან კარგი ხმა ჰქონია, დრამატული სოპრანო. ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ ალბათ, გულში მაინც დარდობდა, რომ სცენა მიატოვა: მახსოვს, უკვე 20-30 წელი იყო გასული, მაგრამ სიზმარში ხედავდა, რომ სპექტაკლი აქვს, გრიმს იკეთებს და სცენაზე გასვლას აგვიანებს... - ეს დედას სიცოცხლის ბოლომდე ესიზმრებოდა...

რასაკვირველია, მშობლებს თეატრშიც დავყავდი და კინოშიც. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მშობლებმა ფილმის სანახავად წამიყვანეს. ეს იყო ფილმი-ოპერა "პიკის ქალი", სადაც ზურაბ ანჯაფარიძე მღეროდა და იმ დროის საუკეთესო მომღერლები მონაწილეობდნენ. ეტყობა, ეს ჩემთვის ჯერ ძალიან ადრე იყო და ახლაც მახსოვს, როგორ დავიტანჯე, როგორ ვთხოვდი, რომ ბებიასთან ყოფნა მინდოდა. მხოლოდ 3 თუ 4 წლისა ვიქნებოდი, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრში წამიყვანეს. "კონკია" გადიოდა და მაშინდელი შთაბეჭდილება კარგა ხანს გამყვა. როგორც ჩანს, ჩემზე იმდენად იმოქმედა ამ საოცარმა სამყარომ, რომ ავად გავხდი და ღამით სიცხე მომცა. ასე რომ, ძალიან ადრეულ ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ცხოვრება სცენასთან - ამ საოცრებასთან დამეკავშირებინა.

- სცენაზე ყოფნასაც ადრეულ ასაკში შეეჩვიეთ?

- დიახ, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემიყვანეს, სადაც ფანტასტიკური გარემო დამხვდა. ჩვენ მომავალ ბალერინებად გვზრდიდნენ და ყოველდღიური, შემოქმედებითი ცხოვრება გვქონდა. საუკეთესო პედაგოგები გვყავდა, ბოლო წლებში კი ვახტანგ ჭაბუკიანი გვასწავლიდა - ეს საოცარი ადამიანი, რომელსაც მთელი მსოფლიო განუმეორებელ მოცეკვავედ და ნოვატორად აღიარებს. ბედის მადლიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები შემხვდნენ ცხოვრების გზაზე! როდესაც სულ პატარა ასაკში ბალეტს ვახტანგ ჭაბუკიანი გასწავლის, ეს ბედნიერებაა. მან რამდენიმე ბავშვი აგვიყვანა და სულ პატარა გოგოს ჟიზელის როლი მომანდო, მერე კი, გამოსაშვებ საღამოზე, ლაურენსია ვიცეკვე. ადრე ამაზე ლაპარაკი მერიდებოდა, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა: 15 წლისა ვიყავი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანმა სპეციალურად ჩემთვის დადგა კლასიკური ესპანური ვარიაცია, რომელიც გამოსაშვებ საღამოზე შევასრულე. ჩემზე დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ ეს იმედები გავუცრუე.

- რატომ?

- მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ ბალეტისთვის თავი დამენებებინა და თეატრალურში ჩამებარებინა. მაშინ ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი უკვე გოგი ალექსიძე იყო. ამ თეატრში სულ რამდენიმე თვე ვიმუშავე. კარგი პარტიები მანდო - ისეთი, რომლის შესრულებას წლების გამოცდილება სჭირდება. ყველამ დიდი სიყვარულით მიმიღო და როცა გადაწყვეტილება მივიღე, რომ ცხოვრება დრამატული თეატრისთვის დამეკავშირებინა, ყველა გაოცებული დარჩა. მშობლებიც კი გაოგნებულები იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ჩემი მომავალი უკვე გარკვეული იყო და ასეთ "სიურპრიზს" არ ელოდნენ. სხვათა შორის, ბალეტი არ ყოფილა ჩემი ერთადერთი გატაცება: მიყვარდა ლიტერატურა და სულ ვკითხულობდი. წიგნები ისე ძალიან მიყვარდა, რომ საბანში ფარანს ვმალავდი და მის შუქზე ვკითხულობდი, რომ დედას და მამას არ დაენახათ. მართალია, ლექსების სწავლა მეზარებოდა და დედა წიგნით დამდევდა, მაგრამ მხატვრული ნაწარმოებები ჩემი დიდი გატაცება იყო.

მარინა კახიანი შვილთან და რძალთან ერთად

- ცნობილია, რომ ოჯახი დიდი სიყვარულით შექმენით. ხომ არ შეუშლია ამას ხელი თქვენი კარიერისთვის?

- დიახ, ოჯახი ძალიან ადრე შევქმენი, როცა ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე ვიყავი. ჩემი მეუღლე, გია მატარაძე ჩემზე საკმაოდ უფროსი იყო და უკვე თავისი ოჯახი ჰქონდა. ჩვენმა ქორწინებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, სხვების აზრს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, შემდეგში კი თავს იმართლებ, რომ ეს შენი ბედისწერა იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო. გია კინორეჟისორი, ყოფილი მსახიობი გახლდათ და ჩემი საქმიანობის გამო საყვედური არასდროს გამოუთქვამს. ჩვენი ქორწინება 12 წელიწადს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით, სტუმრადაც კი ერთად დავდიოდით. მხოლოდ მაშინ ვშორდებოდით, როცა მე გასტროლზე მივდიოდი და ეს საკამათო არასოდეს გამხდარა. ის ზომიერად ეჭვიანი იყო. ამას ვუგებდი, რადგან მე ალბათ, ძველი ყაიდის ქალი ვარ და მომწონს, როცა მამაკაცი ცოტათი ეჭვიანობს.

- ერთადერთი ვაჟის დედა ხართ. ამბობენ, ბიჭის აღზრდა რთულიაო, თქვენთვისაც რთული იყო?

- რა თქმა უნდა, თანაც, ჩემი შვილი ურთულეს პერიოდში - 1990-იან წლებში გაიზარდა. ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, ვათა ჯერ 12 წლისაც არ იყო. ერთი წლით ადრე მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ უკვე გია... მოკლედ, ეს ურთულესი ეტაპი გახლდათ ჩემს ცხოვრებაში! ძალიან ბევრ რამეზე უნდა მეფიქრა: 12 წლის ბიჭი გარეთ რომ არ გამეშვა, ესეც არ ივარგებდა - კაცი ხომ უნდა გაზრდილიყო? ყოველთვის მძიმე არჩევანის წინაშე ვიყავი - სად და როდის უნდა გამეშვა და როდის ამეკრძალა - როდის დამედო მშობლის "ვეტო" სადმე წასვლაზე. დედაჩემს ეშინოდა და მეგობრებთან წასვლასაც უკრძალავდა, მე მაინც ვუშვებდი და ეს დიდი სტრესი იყო. ალბათ, ყველაფერმა ერთად იმოქმედა: გენეტიკამ, მისმა ხასიათმა და ბუნებამ, მე და დედაჩემმაც დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ და დღეს ის ძალიან კარგი ადამიანია. მეამაყება, როცა მეუბნებიან, რა კარგი შვილი გაგიზრდიაო...წაიკითხეთ სრულად