მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის ნაწილი ცეცხლშია: მაღალი სიცხის გამო რამდენიმე ქვეყანა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის - "ადგილზე მუშაობს ათასობით მეხანძრე" (ფოტოები)
ევროპის ნაწილი ცეცხლშია: მაღალი სიცხის გამო რამდენიმე ქვეყანა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის - "ადგილზე მუშაობს ათასობით მეხანძრე" (ფოტოები)

სი­ცხის ტალ­ღის ფონ­ზე გა­ჩე­ნილ ტყის ხან­ძარს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ საფ­რან­გეთ­ში ათა­სო­ბით მე­ხან­ძრე ებ­რძვის, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პორ­ტუ­გა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში პი­ლო­ტი და­ი­ღუ­პა, რო­დე­საც მის­მა წყლის ჭავ­ლის გამ­შვებ­მა თვითმფრი­ნავ­მა ვილა-ფოშ-კოას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ეს­პა­ნე­თის სა­ზღვარ­თან, კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და.

ხან­ძა­რია საფ­რან­გე­თის ჟი­რონ­დის რე­გი­ონ­შიც, სა­დაც 12 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

სამ­ხრეთ ეს­პა­ნეთ­ში, კოს­ტა დელ სო­ლის მახ­ლობ­ლად, მი­ხა­სის გო­რაკ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტყის ხან­ძრის გამო და­ახ­ლო­ე­ბით 2300 ადა­მი­ანს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

სამ­შა­ბა­თი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რამ პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში 47 გრა­დუ­სამ­დე, ეს­პა­ნეთ­ში კი 40 გრა­დუ­სამ­დე აი­წია, რა­მაც ხან­ძა­რი კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა. ეს­პა­ნუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Efe-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში სი­ცხის­გან 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ხან­ძარ­მა ხმელ­თა­შუა ზღვის სხვა ნა­წი­ლე­ბიც და­ა­ზა­რა­ლა. იტა­ლი­ა­ში მთავ­რო­ბამ პოს ხე­ო­ბა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და - ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი მდი­ნა­რე ზოგ ად­გი­ლას პა­ტა­რა ნა­კა­დუ­ლის ზო­მი­საა.

სა­ბერ­ძნეთ­ში მე­ხან­ძრე­ე­ბი ხან­ძარს ფე­რი­ზას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ებ­რძვი­ან, რო­მე­ლიც ათე­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით 50 კი­ლო­მეტრში რე­ტიმ­ნოს მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ტიმ­ნოს მახ­ლობ­ლად შვი­დი სოფ­ლის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამას­თან, რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო ჩრდი­ლო­ეთ მა­რო­კო­შიც, რად­გან ხან­ძარ­მა მო­იც­ვა ლა­რა­შის, უე­ზა­ნეს, ტა­ზა­სა და ტე­ტუ­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ე­ბი. ხან­ძრის შე­დე­გად ქსარ ელ კე­ბი­რის რა­ი­ონ­ში ერთი სო­ფე­ლი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და და სულ მცი­რე ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

ნა­ხეთ ვი­დე­ო­კად­რე­ბი ეს­პა­ნე­თი­დან, კა­სე­რე­სის პრო­ვინ­ცი­ი­დან:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვავა ვავააა
6

მალე ევროპა საქართველოს შემადგენლობაში თხოვნით მოგვმართავს- სასწაფოდ შესადგენია კრიტერიუმები და დაშვების პირობები:)))

ოჰოო
6

დედამიწა სამაგიეროს უხდის უგუნურ შვილებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ევროპის ნაწილი ცეცხლშია: მაღალი სიცხის გამო რამდენიმე ქვეყანა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის - "ადგილზე მუშაობს ათასობით მეხანძრე" (ფოტოები)

ევროპის ნაწილი ცეცხლშია: მაღალი სიცხის გამო რამდენიმე ქვეყანა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის - "ადგილზე მუშაობს ათასობით მეხანძრე" (ფოტოები)

სიცხის ტალღის ფონზე გაჩენილ ტყის ხანძარს პორტუგალიაში, ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ათასობით მეხანძრე ებრძვის, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში პილოტი დაიღუპა, როდესაც მისმა წყლის ჭავლის გამშვებმა თვითმფრინავმა ვილა-ფოშ-კოას ტერიტორიაზე, ესპანეთის საზღვართან, კატასტროფა განიცადა.

ხანძარია საფრანგეთის ჟირონდის რეგიონშიც, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სამხრეთ ესპანეთში, კოსტა დელ სოლის მახლობლად, მიხასის გორაკზე გავრცელებული ტყის ხანძრის გამო დაახლოებით 2300 ადამიანს ტერიტორიის დატოვება მოუწია.

სამშაბათიდან ტემპერატურამ პორტუგალიაში 47 გრადუსამდე, ესპანეთში კი 40 გრადუსამდე აიწია, რამაც ხანძარი კიდევ უფრო გაამწვავა. ესპანური საინფორმაციო სააგენტო Efe-ს ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში სიცხისგან 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ხანძარმა ხმელთაშუა ზღვის სხვა ნაწილებიც დააზარალა. იტალიაში მთავრობამ პოს ხეობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ქვეყნის ყველაზე გრძელი მდინარე ზოგ ადგილას პატარა ნაკადულის ზომისაა.

საბერძნეთში მეხანძრეები ხანძარს ფერიზას ტერიტორიაზე ებრძვიან, რომელიც ათენის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში რეტიმნოს მახლობლად მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ რეტიმნოს მახლობლად შვიდი სოფლის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო ჩრდილოეთ მაროკოშიც, რადგან ხანძარმა მოიცვა ლარაშის, უეზანეს, ტაზასა და ტეტუანის პროვინციები. ხანძრის შედეგად ქსარ ელ კებირის რაიონში ერთი სოფელი მთლიანად განადგურდა და სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.

ნახეთ ვიდეოკადრები ესპანეთიდან, კასერესის პროვინციიდან:

Incendio forestal en Casa de Miravete en la N-5, Provincia de Cáceres. Seguimos! ⁦@La_SER⁩ ⁦@A3Noticias⁩ ⁦@BomberosCUBP⁩ ⁦@EPExtremadura⁩ pic.twitter.com/l7DTMyUpyI
— Emilio Mateos Ortega (@emiliomoska) July 14, 2022