კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბექა ლატარიას 20, ბიძინა ხასიას - 17, ხოლო ლევან რაჯავის 4 - წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბექა ლატარიას 20, ბიძინა ხასიას - 17, ხოლო ლევან რაჯავის 4 - წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი - ბექა ლა­ტა­რია, ბი­ძი­ნა ხა­სია და ლე­ვან რა­ჯა­ვი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბექა ლა­ტა­რი­ას მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი 17 წელი მი­ე­სა­ჯა, 3 წელი კი მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ე­მა­ტა. ბი­ძი­ნა ხა­სი­ას 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ლე­ვან რა­ჯა­ვის კი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის გამო, 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ბექა ლა­ტა­რი­ას სას­ჯე­ლი 109 მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის ე ქვე­პუნ­ქტით, ასე­ვე 236 მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის ა ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო მი­ე­სა­ჯა.

ლე­ვან რა­ჯა­ვი 353 მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ასე­ვე 265 მუხ­ლით გამ­ტყუნ­და.

ბი­ძი­ნა ხა­სია კი 256-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლის ა ქვე­პუნ­ქტით, 19 353 პრი­მა მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, 236 მუხ­ლის მე­სა­მე-მე­ო­თხე ნა­წი­ლი­თა და 109 მუხ­ლის ე ქვე­პუნ­ქტით.

გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა ბექა ლა­ტა­რი­ამ მო­სა­მარ­თლეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხო­ფა მი­ა­ყე­ნა, რა­საც დარ­ბაზ­ში მყო­ფე­ბის ხმა­უ­რიც მოჰ­ყვა.

"სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია და და­ად­გი­ნა, რომ ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა მოკ­ლუ­ლია ჯგუ­ფუ­რად, ბექა ლა­ტა­რი­ა­სა და ბი­ძი­ნა ხა­სი­ას მიერ, შე­სა­ბა­მი­სად მი­უ­სა­ჯა უმ­კაც­რე­სი სას­ჯე­ლი, რაც იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­თლი­ა­ნი. ბი­ძი­ნა ხა­სია ასე­ვე ცნო­ბი­ლი იყო დამ­ნა­შა­ვედ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმა­ში და აქაც მი­უ­სა­ჯა შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლი

გა­მარ­თლდნენ ნარ­კო­ტი­კულ და­ნა­შა­ულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში თუმ­ცა მო­ვის­მენთ გა­ნა­ჩე­ნის და­სა­ბუ­თე­ბას და ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას”, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ბა­თუ­მის ვიცე-მე­რის, ზუ­რაბ ბე­რი­ძის სა­კითხს, ვე­ფხვა­ძის გან­ცხა­დე­ბით აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი.

"აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ყო­ფი­ლია გა­მო­ძი­ე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი”, - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვა თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე 18 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბექა ლა­ტა­რია, ბი­ძი­ნა ხა­სია და ლე­ვან რა­ჯა­ვი და­ა­კა­ვეს.

ბექა ლა­ტა­რი­ას ბრა­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის მუხ­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი.

ბი­ძი­ნა ხა­სი­ას გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბო­და.

ლე­ვან რა­ჯავს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას ედა­ვე­ბო­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბექა ლატარიას 20, ბიძინა ხასიას - 17, ხოლო ლევან რაჯავის 4 - წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბექა ლატარიას 20, ბიძინა ხასიას - 17, ხოლო ლევან რაჯავის 4 - წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებულები - ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბექა ლატარიას მკვლელობის ნაწილში მაქსიმალური სასჯელი 17 წელი მიესაჯა, 3 წელი კი მანამდე არსებული პირობითი მსჯავრი დაემატა. ბიძინა ხასიას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლევან რაჯავის კი პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევის გამო, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბექა ლატარიას სასჯელი 109 მუხლის მეოთხე ნაწილის ე ქვეპუნქტით, ასევე 236 მუხლის მეექვსე ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამო მიესაჯა.

ლევან რაჯავი 353 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 265 მუხლით გამტყუნდა.

ბიძინა ხასია კი 256-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ა ქვეპუნქტით, 19 353 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, 236 მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილითა და 109 მუხლის ე ქვეპუნქტით.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრალდებულმა ბექა ლატარიამ მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა, რასაც დარბაზში მყოფების ხმაურიც მოჰყვა.

,,სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და დაადგინა, რომ ანასტასია შატალოვა მოკლულია ჯგუფურად, ბექა ლატარიასა და ბიძინა ხასიას მიერ, შესაბამისად მიუსაჯა უმკაცრესი სასჯელი, რაც იყო აბსოლუტურად სამართლიანი. ბიძინა ხასია ასევე ცნობილი იყო დამნაშავედ პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ თავდასხმაში და აქაც მიუსაჯა შესაბამისი სასჯელი

გამართლდნენ ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში თუმცა მოვისმენთ განაჩენის დასაბუთებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეში ბათუმის ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საკითხს, ვეფხვაძის განცხადებით აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

,,აღნიშნულ ფაქტზე გამოყოფილია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად ყველა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

ლევან რაჯავს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებოდა.