მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარესტორნო ბიზნესში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება - რესტორატორთა ასოციაცია
სარესტორნო ბიზნესში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება - რესტორატორთა ასოციაცია

სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია - ამის შე­სა­ხებ, "დი­ლის პა­ლიტ­რის" სტუ­მარ­მა რეს­ტო­რა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა შოთა ბურ­ჯა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რეს­ტორ­ნო სფე­რო­ში მუ­შა­ხე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ფი­ცი­ტა, რაც მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა...

შოთა ბურ­ჯა­ნა­ძე:

"იმ რთუ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, რო­დე­საც რეს­ტორ­ნე­ბი და­კე­ტი­ლი იყო კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო, რის პრობ­ლე­მაც ახლა მოხ­სნი­ლია, გაჩ­ნდა სხვა გა­მოწ­ვე­ვე­ბი. რე­ა­ლუ­რად ჩვენ ვართ იმ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, სა­დაც არ არ­სე­ბობს კად­რი. ად­გი­ლი, სა­დაც 5 ადა­მი­ა­ნი უნდა მუ­შა­ობ­დეს, მუ­შა­ობს 3 და 10-ის მა­გი­ერ ხუთი. ეს არ არის დრო­ე­ბი­თი პრობ­ლე­მა... თუ ამას სწო­რად არ მი­ე­ხე­და, კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის კუ­თხით, სკო­ლე­ბის შექ­მნის კუ­თხით, ორ წე­ლი­წად­ში ის, რაც გვაქვს, აღარ გვექ­ნე­ბა და ტუ­რის­ტი აღარ იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რომ ჩა­მო­ვი­დეს.

ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩა­მო­სუ­ლი ლტოლ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­ვა­საქ­მოთ ამ სფე­რო­ში. გარ­კვე­ულ ვა­კან­სი­ებს ვაწ­ვდით, აქ გვაქვს ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რით, მაგ­რამ ისეთ სამ­სა­ხურ­ში, რო­მელ­საც ენა არ სჭირ­დე­ბა, ვცდი­ლობთ და­ვა­საქ­მოთ. არ გა­გიკ­ვირ­დეთ და გე­ტყვით, რომ სა­უ­ბა­რი გვქონ­და უზ­ბე­კე­თი­დან ხალ­ხის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე, რათა ისი­ნი და­ვა­საქ­მოთ...

შავი ზღვის­პი­რეთ­ში ტუ­რის­ტი უკვე იმა­ტებს და წარ­მოდ­გე­ნა არ მინ­და, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს არი­დებ­დნენ აქ დას­ვე­ნე­ბას, უცხო­ეთ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ბა­თუ­მი ჩა­მომ­სვლელ ტუ­რისტს უმკლავ­დე­ბო­და. დღეს ისე­თი გაძ­ვი­რე­ბუ­ლია თურ­ქე­თი­სა და ევ­რო­პის ტუ­რე­ბი, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტიც აქ ის­ვე­ნებს და შე­სა­ბა­მი­სად რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­თა და კად­რე­ბით, რო­გორ გა­უმკლავ­დე­ბა ამ გა­მოწ­ვე­ვას.

ჩვენ რე­ა­ლუ­რად აღარ ვე­ძებთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, ვე­ძებთ კად­რებს, რომ­ლებ­საც უნ­დათ სწავ­ლა. მიმ­ტა­ნი დღეს მი­ნი­მუმ ინ­გლი­სურს უნდა ფლობ­დეს და ის თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნდეს, რაც სერ­ვი­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­თი კად­რე­ბის შექ­მნა კი სა­ჭი­რო­ებს სწავ­ლას..."

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაო
0

როდის მორჩებით თიფის ანუ ჩაის ფულის შეყვანას ხელფასში როცა მოსულ მიმტანს ეუბნებით რომ აი ხელფასი გექნება დაბალი მაგრამ ჩაის გულიდან გექნება ამდენი კანონი მიიღეთ საათობრივი ანაზღაურება მიმტანის დასვენებაც და თიფს შეეშვით ზოგი მენეჯერი იმ თიფშიც ზის წილში ან საერთოდ ნახევარს ართმევს ხო კიდევ რესტორნების დაცვაზე მომუშავეებზე რას იტყვი ძაღლებივით რომ მუშაობენ სმენებში გადაბმულად რესტორანი ფორმის ფულს რომ ახდევინებს 24 საათიან მორიგეობებზე ჯარიმებზე და თქვენი დდდდდ არ ღირს საქართველოში მუშაობა წადით თავს უშველეთ ევროპისკენ ამათ ყავდეთ უზბეკები

ეკატერინე
0

უმაგრესი გოგო შეფ პოვარი არის დაუსაქმებელი საოცრებების გამკეთებელი გემოვნებიანი....დაასაქმეთ და ნახავთ შედეგს...ეს ტყუილი საუბარი მგონია და...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სარესტორნო ბიზნესში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება - რესტორატორთა ასოციაცია

სარესტორნო ბიზნესში სამუშაო ძალის დეფიციტის გამო, მუშახელის უზბეკეთიდან ჩამოყვანაც განიხილება - რესტორატორთა ასოციაცია

სარესტორნო ბიზნესში კადრების დეფიციტია - ამის შესახებ, "დილის პალიტრის" სტუმარმა რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოში სარესტორნო სფეროში მუშახელის მნიშვნელოვანი დეფიციტა, რაც მომსახურების ხარისხზე ნეგატიურად აისახება...

შოთა ბურჯანაძე:

"იმ რთული პერიოდის შემდეგ, როდესაც რესტორნები დაკეტილი იყო კოვიდრეგულაციების გამო, რის პრობლემაც ახლა მოხსნილია, გაჩნდა სხვა გამოწვევები. რეალურად ჩვენ ვართ იმ პრობლემის წინაშე, სადაც არ არსებობს კადრი. ადგილი, სადაც 5 ადამიანი უნდა მუშაობდეს, მუშაობს 3 და 10-ის მაგიერ ხუთი. ეს არ არის დროებითი პრობლემა... თუ ამას სწორად არ მიეხედა, კადრების მომზადების კუთხით, სკოლების შექმნის კუთხით, ორ წელიწადში ის, რაც გვაქვს, აღარ გვექნება და ტურისტი აღარ იქნება დაინტერესებული რომ ჩამოვიდეს.

ასოციაციაში გადავწყვიტეთ, რომ ჩამოსული ლტოლვილი უკრაინელები დავასაქმოთ ამ სფეროში. გარკვეულ ვაკანსიებს ვაწვდით, აქ გვაქვს ენობრივი ბარიერით, მაგრამ ისეთ სამსახურში, რომელსაც ენა არ სჭირდება, ვცდილობთ დავასაქმოთ. არ გაგიკვირდეთ და გეტყვით, რომ საუბარი გვქონდა უზბეკეთიდან ხალხის ჩამოყვანაზე, რათა ისინი დავასაქმოთ...

შავი ზღვისპირეთში ტურისტი უკვე იმატებს და წარმოდგენა არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს. საქართველოში ადამიანები, რომლებიც თავს არიდებდნენ აქ დასვენებას, უცხოეთში მიდიოდნენ, ბათუმი ჩამომსვლელ ტურისტს უმკლავდებოდა. დღეს ისეთი გაძვირებულია თურქეთისა და ევროპის ტურები, რომ ადგილობრივი ტურისტიც აქ ისვენებს და შესაბამისად რთული წარმოსადგენია იმ ინფრასტრუქტურითა და კადრებით, როგორ გაუმკლავდება ამ გამოწვევას.

ჩვენ რეალურად აღარ ვეძებთ პროფესიონალებს, ვეძებთ კადრებს, რომლებსაც უნდათ სწავლა. მიმტანი დღეს მინიმუმ ინგლისურს უნდა ფლობდეს და ის თვისებები გააჩნდეს, რაც სერვისისთვის მნიშვნელოვანია. ასეთი კადრების შექმნა კი საჭიროებს სწავლას..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"