მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გაბუნია საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და ელჩებს მიმართავს, დაინტერესდნენ "მთავარ არხზე” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით
გიორგი გაბუნია საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და ელჩებს მიმართავს, დაინტერესდნენ "მთავარ არხზე” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით

კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნა­ში არ დარ­ჩა სივ­რცე, სა­დაც არ გვით­ვალ­თვა­ლე­ბენ, ან არ გვის­მე­ნენ - სამ­წუ­ხა­როდ, ოლი­გარ­ქი ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში სა­სა­ცი­ლოა გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნა, - ამის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

რო­გორც გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, გა­მო­ძი­ე­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს პირ­და­პირ მათ ოფი­სებ­ში უკა­ნო­ნოდ უს­მე­ნენ.

"ჩვენ კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პი­რო­ბებ­ში ქვე­ყა­ნა­ში არ დარ­ჩა სივ­რცე, სა­დაც არ გვით­ვალ­თვა­ლე­ბენ ან არ გვის­მე­ნენ. მათ შო­რის, უკა­ნო­ნოდ უს­მე­ნენ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს არა სად­მე ქუ­ჩა­ში მი­ყუ­რა­დე­ბით, არა­მედ პირ­და­პირ მათ ოფი­სებ­ში და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ფორ­მით ხდე­ბა უკა­ნო­ნო ჩა­წე­რა - სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო აპა­რა­ტუ­რით, მო­ბი­ლუ­რე­ბის ან ოთახ­ში მდე­ბა­რე კომ­პი­უ­ტე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მე­თო­დით.

რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ამ ჩა­ნა­წე­რის ახლა გა­ჩე­ნა? - რო­გორც, თა­ვის დრო­ზე, "ჰა­კიმ ფა­შას" სა­ხე­ლით ვი­დე­ოს გა­მოგ­დე­ბა და შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა, ან და­ვით ხი­და­შე­ლის მიერ რუ­კე­ბის ჩა­მო­ტა­ნა და კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის წა­მო­წყე­ბა. რის­თვის დას­ჭირ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ­ჯე­რად ამ ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა? - ამას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მალე ვნა­ხავთ და გა­ვი­გებთ. თან რის­თვის დას­ჭირ­დათ ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან სწო­რედ ამ ფრაგ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა? ხომ ნა­თე­ლია, რომ მხო­ლოდ ეს მო­ნაკ­ვე­თი არ იქ­ნე­ბა ჩა­წე­რი­ლი - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სი­ნამ­დვი­ლე­ში რამ­დენს იწე­რენ და რამ­დენ ად­გი­ლას, რამ­დენ ოთახ­ში!...რო­გორც უკვე ვთქვი, ჩა­ნა­წე­რი რე­ა­ლუ­რი სა­უბ­რის ფრაგ­მენ­ტებს შე­ი­ცავს. ეს გან­ხილ­ვა ჩემი და ჩემი კო­ლე­გე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ნამ­დვი­ლად შედ­გა ამ შე­ნო­ბა­ში, 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რო­დე­საც მე "პოსტ-ფაქ­ტუ­მის" წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, რო­გორც ყო­ველ­თვის, ამ­ჯე­რა­დაც შე­იმ­ჩნე­ვა მონ­ტა­ჟის კვა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ ად­გილ­ზე, სა­დაც ლაშა კვე­სე­ლა­ძე ლა­პა­რა­კობს“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია და დას­ძენს, რომ "ოლი­გარ­ქი ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში სა­სა­ცი­ლოა გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნა“.

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია მი­მარ­თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და ელ­ჩებს, და­ინ­ტე­რეს­დნენ "მთა­ვარ არხზე“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თვალ­თვა­ლის ფაქ­ტით.

ცნო­ბის­თვის, "აი იას“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მომ­ღე­რალ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გუ­შინ ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და პრო­დი­უ­სე­რის სა­უ­ბა­რია ასა­ხუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეც----
2

მეც ასე ვფიქრობ, ეს არის გაბუნიას ,,რარაც ოინბაზობა'', როგორც ადრე აგინა პუტინს ვირაცის დავალებით, ისე ახლა რარაცას ,,ჩალიოჩობს''......სხვებს ტავი დაანებეთ ეს გაბუნია გადაამოწმეთ!!!!

ნიკო
0

ეგ კი გამოიძიებენ მაგრამ რასაც განიხილავდნენ და აწყობდნენ იმაზე თვალი დახუჭონ თუ როგორ მოიქცნენ ეგეც უკარნახე შე სირო ბარემც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გიორგი გაბუნია საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და ელჩებს მიმართავს, დაინტერესდნენ "მთავარ არხზე” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით

გიორგი გაბუნია საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და ელჩებს მიმართავს, დაინტერესდნენ "მთავარ არხზე” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ, ან არ გვისმენენ - სამწუხაროდ, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომელიც ფარულ ჩანაწერებს უკავშირდებოდა.

როგორც გაბუნია განმარტავს, გამოძიებაზე მომუშავე ჟურნალისტებს პირდაპირ მათ ოფისებში უკანონოდ უსმენენ.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ ან არ გვისმენენ. მათ შორის, უკანონოდ უსმენენ გამოძიებაზე მომუშავე ჟურნალისტებს არა სადმე ქუჩაში მიყურადებით, არამედ პირდაპირ მათ ოფისებში და არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით ხდება უკანონო ჩაწერა - სპეციალურად დამონტაჟებული სათვალთვალო აპარატურით, მობილურების ან ოთახში მდებარე კომპიუტერების საშუალებით თუ ნებისმიერი სხვა მეთოდით.

რა მიზანს ემსახურებოდა ამ ჩანაწერის ახლა გაჩენა? - როგორც, თავის დროზე, "ჰაკიმ ფაშას" სახელით ვიდეოს გამოგდება და შემდეგ გამოძიების დაწყება, ან დავით ხიდაშელის მიერ რუკების ჩამოტანა და კარტოგრაფების საქმის წამოწყება. რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამჯერად ამ ჩანაწერის გამოქვეყნება? - ამას, დიდი ალბათობით, მალე ვნახავთ და გავიგებთ. თან რისთვის დასჭირდათ ჩვენი საუბრიდან სწორედ ამ ფრაგმენტების გამოყენება? ხომ ნათელია, რომ მხოლოდ ეს მონაკვეთი არ იქნება ჩაწერილი - წარმოიდგინეთ, სინამდვილეში რამდენს იწერენ და რამდენ ადგილას, რამდენ ოთახში!...როგორც უკვე ვთქვი, ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს. ეს განხილვა ჩემი და ჩემი კოლეგების მონაწილეობით ნამდვილად შედგა ამ შენობაში, 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მე "პოსტ-ფაქტუმის" წამყვანი ვიყავი, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეიმჩნევა მონტაჟის კვალი, განსაკუთრებით, მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ლაშა კვესელაძე ლაპარაკობს“, - აღნიშნავს გაბუნია და დასძენს, რომ "ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა“.

გიორგი გაბუნია მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და ელჩებს, დაინტერესდნენ "მთავარ არხზე“ ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით.

ცნობისთვის, "აი იას“ დამფუძნებელმა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გუშინ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდოდ, "მთავარი არხის" ჟურნალისტებისა და პროდიუსერის საუბარია ასახული.