მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თითქმის გამქრალი ულამაზესი სოფელი ხევსურეთში, სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს - მისტიური ბლოს ისტორია
თითქმის გამქრალი ულამაზესი სოფელი ხევსურეთში, სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს - მისტიური ბლოს ისტორია

ხევ­სუ­რე­თის ბოლო, თით­ქმის გამ­ქრა­ლი სო­ფე­ლი - ბლო ისევ შვე­ლას ითხოვს. დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ბლო ზღვის დო­ნი­დან 2000 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. სო­ფელ­ში მხო­ლოდ ერთი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია - გოგი გი­გა­უ­რი...

ვი­ნა­ი­დან სო­ფელს მდი­და­რი ის­ტო­რია და წარ­სუ­ლი აქვს, იქა­უ­რე­ბი გზის მიყ­ვა­ნას ითხო­ვენ, რომ სო­ფელ­ში სახ­ლე­ბი აა­შე­ნონ და თა­ვი­ანთ კე­რას და­უბ­რუნ­დნენ.

თით­ქმის გამ­ქრა­ლი სო­ფელ ბლოს შე­სა­ხებ AMBEBI.GE ჯერ კი­დევ 2018 წელს წერ­და... დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა, დღეს რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა სო­ფელ­ში და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეს, სკრიპ­ტოგ­რაფს, თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ის­ტო­რიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რს - გი­ორ­გი გი­გა­ურს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- სო­ფელ ბლო­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მხო­ლოდ კო­ტე­ჯი ჩა­უდ­გეს გო­გის და დღეს ზამ­თარ­შიც იქ რჩე­ბა... გზის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტიც კი არაა გა­კე­თე­ბუ­ლი. ტყე­ე­ბი არის და და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­აო... ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრობ­ლე­მაა, გზას ჯერ კი­დევ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ვი­თხოვ­დით და ეს სა­კი­თხი დღემ­დე ვერ მოგ­ვარ­და. ბლოს გზა სამ­ხრე­თი­დან უნდა ავი­დეს, რომ გზამ ზამ­თრის დრო­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად იმუ­შა­ოს. ამი­ტომ და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი კი­ლო­მეტ­რის გზაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი... ახლა მე ჩემს უბან­ზე "ქალ­ქვის­თავ­ზე" ვარ გა­დარ­თუ­ლი და "სა­მარ­ხი­ლე" , ძვე­ლი გზის აღ­დგე­ნას ვი­თხოვ. არ­ხო­ტის გზი­დან 3 კი­ლო­მეტ­რია... იქ სახ­ლს ვა­შე­ნებ და კო­ტე­ჯის მა­სა­ლა დუ­შე­თის მე­რის დახ­მა­რე­ბით გა­და­მი­ტა­ნეს...

ბლო არის პი­რა­ქე­თა ხევ­სუ­რეთ­ში - წყალ­სი­ქი­თით თემ­ში, სა­დაც დღემ­დე ციხე-გო­რია შე­მორ­ჩე­ნი­ლი... იქა­უ­რე­ბი ბრძო­ლებ­ში სულ იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას - მაზ­ნი­აშ­ვი­ლის რაზმში, პირ­ველ მსოფ­ლიო ომში, ხევ­სუ­რე­თის აჯან­ყე­ბის დროს. ბლო სავ­სე იყო ასე­თი მებ­რძო­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბით. მერე კი რეპ­რე­სი­ე­ბი, ჩა­მო­სახ­ლე­ბე­ბი და­ი­წყო და მებ­რძო­ლე­ბი­დან თით­ქმის და­ცა­ლეს ხევ­სუ­რე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა.

დღეს მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნია სო­ფელ­ში და ზამ­თარ­შიც კი იქ რჩე­ბა. ზამ­თარ­ში იქ ცხოვ­რე­ბა გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია. ერთხელ სა­გან­გე­ბოდ ავე­დი დიდ­თოვ­ლო­ბას და ზვა­ვიც ჩემი თვა­ლით ვნა­ხე სოფ­ლის გვერ­დზე წა­მო­სუ­ლი... გო­გის კო­ტე­ჯი მის­ცეს და სა­სა­ზღვროს ნა­წი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ჩა­უდ­გეს. მად­ლო­ბა მათ, ვინც ამა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ივი­წყებს ტრა­დი­ცი­ებს და ეს სამ­წუ­ხა­როა.

ბლო 1905 წელს

ად­გი­ლობ­რი­ვი ის­ტო­რია, მი­თო­ლო­გია, წე­სე­ბი, ბუ­ნე­ბას­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი, მთის ეთი­კა... აუ­ცი­ლე­ბე­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბელ­თა აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა... კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი პრობ­ლე­მაა... ახლა სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კიც კი და­უნ­გრე­ვი­ათ როშ­კა-არ­ხო­ტის გზის მშე­ნებ­ლებს. ცხენ­მა ძლივს იარა უღელ­ტე­ხი­ლის გად­მოს­ვლის, როშ­კის წყლის მერე. გზა ბევრ პრობ­ლე­მას გა­დაჭ­რის ამ უძ­ვე­ლე­სი სოფ­ლის­თვის. თუნ­დაც კარ­გი სა­მარ­ხი­ლე გზა მა­ინც გა­კეთ­დეს და სო­ფელს ძვე­ლი იერი შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს.

ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ლა­მა­ზი სო­ფე­ლია, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხუ­რი გმი­რი გა­ი­ზარ­და, უნდა ცო­ცხლობ­დეს! მე თვი­თონ გა­დავ­წყვი­ტე, ქალ­ქვის­თა­ვის უბა­ნი გა­ვა­ცო­ცხლო და სა­მეც­ნი­ე­რო ეთ­ნო­ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სახ­ლი მო­ვა­წყო. ქალ­ქვის­თავს შე­მორ­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი ,"მზის სა­ა­თი" დიდ ქვა­ზე, რო­მე­ლიც და­ცუ­ლი უნდა იქ­ნას, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი... მო­მა­ვალ­ში ქალ­ქვის­თა­ვი ცალ­კე სოფ­ლად გვინ­და და­ვა­ფიქ­სი­როთ, მი­თო­ლო­გი­უ­რი ად­გი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
0

რომ ჩავიდე დავსახლდე და ავაშენო, ატყდება განგაში რომ მივითვისე სახელმწიფოს ან ვინმეს ქონება...

ანდრი
3

ადგილს გაფრთხილება რომ უნდა იმას არ ნიშნავს იქ 'დაასახლო, აუშენო და ა.შ.'. ყოველ კუთხეს უნდა გავუფრთხილდეთ, წარსულის ნაშთი შევინახოთ, მაგრამ თვითკმარი უ'და ვიყოთ სადაც ვცძოვრობთ, ეს სახელმწიფო ჩვენ ვართდა საიდან მოგცემს სახელმწიფო რამეს თვითონ თვითკმარი თუ არ იქენი და შენი კერიდან დაწყებული სახელმქიფო არ შწინახე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

თითქმის გამქრალი ულამაზესი სოფელი ხევსურეთში, სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს - მისტიური ბლოს ისტორია

თითქმის გამქრალი ულამაზესი სოფელი ხევსურეთში, სადაც ერთი ადამიანი ცხოვრობს - მისტიური ბლოს ისტორია

ხევსურეთის ბოლო, თითქმის გამქრალი სოფელი - ბლო ისევ შველას ითხოვს. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბლო ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელში მხოლოდ ერთი მაცხოვრებელია - გოგი გიგაური...

ვინაიდან სოფელს მდიდარი ისტორია და წარსული აქვს, იქაურები გზის მიყვანას ითხოვენ, რომ სოფელში სახლები ააშენონ და თავიანთ კერას დაუბრუნდნენ.

თითქმის გამქრალი სოფელ ბლოს შესახებ AMBEBI.GE ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა... დაგვაინტერესა, დღეს როგორი ვითარებაა სოფელში და ხელოვნებათმცოდნეს, სკრიპტოგრაფს, თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების წევრს - გიორგი გიგაურს დავუკავშირდით:

- სოფელ ბლოში არაფერი შეცვლილა, მხოლოდ კოტეჯი ჩაუდგეს გოგის და დღეს ზამთარშიც იქ რჩება... გზის შესახებ პროექტიც კი არაა გაკეთებული. ტყეები არის და დაცული ტერიტორიებიაო... ბიუროკრატიული პრობლემაა, გზას ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ვითხოვდით და ეს საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა. ბლოს გზა სამხრეთიდან უნდა ავიდეს, რომ გზამ ზამთრის დროსაც მეტ-ნაკლებად იმუშაოს. ამიტომ დაახლოებით ექვსი კილომეტრის გზაა გასაკეთებელი... ახლა მე ჩემს უბანზე "ქალქვისთავზე" ვარ გადართული და "სამარხილე" , ძველი გზის აღდგენას ვითხოვ. არხოტის გზიდან 3 კილომეტრია... იქ სახლს ვაშენებ და კოტეჯის მასალა დუშეთის მერის დახმარებით გადამიტანეს...

ბლო არის პირაქეთა ხევსურეთში - წყალსიქითით თემში, სადაც დღემდე ციხე-გორია შემორჩენილი... იქაურები ბრძოლებში სულ იღებდნენ მონაწილეობას - მაზნიაშვილის რაზმში, პირველ მსოფლიო ომში, ხევსურეთის აჯანყების დროს. ბლო სავსე იყო ასეთი მებრძოლი მამულიშვილებით. მერე კი რეპრესიები, ჩამოსახლებები დაიწყო და მებრძოლებიდან თითქმის დაცალეს ხევსურეთის მოსახლეობა.

დღეს მხოლოდ ერთი ადამიანია სოფელში და ზამთარშიც კი იქ რჩება. ზამთარში იქ ცხოვრება გმირობის ტოლფასია. ერთხელ საგანგებოდ ავედი დიდთოვლობას და ზვავიც ჩემი თვალით ვნახე სოფლის გვერდზე წამოსული... გოგის კოტეჯი მისცეს და სასაზღვროს ნაწილების დახმარებით ჩაუდგეს. მადლობა მათ, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. მომავალი თაობა ივიწყებს ტრადიციებს და ეს სამწუხაროა.

ბლო 1905 წელს

ადგილობრივი ისტორია, მითოლოგია, წესები, ბუნებასთან უშუალო კონტაქტი, მთის ეთიკა... აუცილებელია ადგილობრივი მაცხოვრებელთა აზრის გათვალისწინება... კარგი სპეციალისტი პრობლემაა... ახლა საფეხმავლო ბილიკიც კი დაუნგრევიათ როშკა-არხოტის გზის მშენებლებს. ცხენმა ძლივს იარა უღელტეხილის გადმოსვლის, როშკის წყლის მერე. გზა ბევრ პრობლემას გადაჭრის ამ უძველესი სოფლისთვის. თუნდაც კარგი სამარხილე გზა მაინც გაკეთდეს და სოფელს ძველი იერი შეუნარჩუნდეს.

ეთნოგრაფიული ლამაზი სოფელია, სადაც ბევრი ხალხური გმირი გაიზარდა, უნდა ცოცხლობდეს! მე თვითონ გადავწყვიტე, ქალქვისთავის უბანი გავაცოცხლო და სამეცნიერო ეთნოასტრონომიული სახლი მოვაწყო. ქალქვისთავს შემორჩენილია ძველი ,"მზის საათი" დიდ ქვაზე, რომელიც დაცული უნდა იქნას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი... მომავალში ქალქვისთავი ცალკე სოფლად გვინდა დავაფიქსიროთ, მითოლოგიური ადგილია.