კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
40-ზე მეტი ქვეყანა უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს - ხელმომწერთა შორის საქართველო არაა
40-ზე მეტი ქვეყანა უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს - ხელმომწერთა შორის საქართველო არაა

"კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტავთ მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნის გა­ნა­ცხა­დის მი­მართ, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ე­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში და ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს, რომ რუ­სეთს არ აქვს კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გე­ნო­ცი­დის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე", - ამის შე­სა­ხებ 40-ზე მეტი ქვეყ­ნის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

გან­ცხა­დე­ბის ხელ­მომ­წე­რი ქვეყ­ნე­ბი რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ა­ჩე­როს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, რო­გორც ეს სა­სა­მარ­თლომ 2022 წლის 16 მარ­ტის დრო­ე­ბი­თი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა­ში და­ა­ვა­ლა.

ვი­მე­ო­რებთ, რომ რუ­სეთ­მა თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბის გამო პა­სუ­ხი უნდა აგოს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მიგ­ვაჩ­ნია, რომ რუ­სე­თის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვა წარ­მო­ად­გენს მის სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და რომ და­ნა­კარ­გე­ბი და ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნამ გა­ნი­ცა­და რუ­სე­თის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად, მო­ი­თხოვს რუ­სე­თის­გან სრულ და სას­წრა­ფო კომ­პენ­სა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ გან­ცხა­დე­ბას ხელს 40-ზე მეტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აწე­რენ, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, ია­პო­ნი­ის, ჩე­ხე­თის, ლი­ე­ტუ­ვის, ლატ­ვი­ის, ეს­ტო­ნე­თის, ეს­პა­ნე­თის, შვე­დე­თის, მოლ­დო­ვის, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო არაა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
10

განმარტებას იმედი გააკეთებს (მართალია გაუგებარს,მაგრამ ფსიქოლოგიურად დამუშავებულს)

ნინო
9

თავის მოჭრა-სხვა სიტყვები არაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

40-ზე მეტი ქვეყანა უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს - ხელმომწერთა შორის საქართველო არაა

40-ზე მეტი ქვეყანა უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს - ხელმომწერთა შორის საქართველო არაა

"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის განაცხადის მიმართ, რომელიც ახორციელებს სამართალწარმოებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში და ცდილობს დაადგინოს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად გენოციდის დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე", - ამის შესახებ 40-ზე მეტი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების ხელმომწერი ქვეყნები რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა.

ვიმეორებთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ხელს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები აწერენ, მათ შორის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ესპანეთის, შვედეთის, მოლდოვის, ასევე ევროკავშირის.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად საერთო განცხადებას ავრცელებენ, საქართველო არაა.