საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან - პატიოსნება" - ბაია პატარაია ქალების მიმართ ძალადობაზე
"ჩვენს კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან - პატიოსნება" - ბაია პატარაია ქალების მიმართ ძალადობაზე

ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია იმ მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რაც ქა­ლე­ბის ჩაგ­ვრი­სა და ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე პა­ტა­რა­ია პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს და მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ებს, მის­ცენ ქალს უფ­ლე­ბა, თვი­თონ გა­და­წყვი­ტონ თა­ვი­ან­თი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.

"ჩვენ კულ­ტუ­რა­ში ქა­ლის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბა უსექ­სო­ბაა, ოღონდ უფრო ლა­მაზ სა­ხელს ეძა­ხი­ან - პა­ტი­ოს­ნე­ბა. აბა, უსექ­სო­ბას ხომ არ იტყვი­ან?! თვი­თო­ნაც ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბათ. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში "პა­ტი­ოს­ნე­ბას" მხო­ლოდ ერთი ში­ნა­არ­სი აქვს ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში - ქალს არ უნდა ჰქონ­დეს სექ­სი სა­ერ­თოდ!

გა­მო­ნაკ­ლი­სია ქმა­რი, ქმარ­თან სექ­სი ეპა­ტი­ე­ბა, ერთი იმი­ტომ რომ გამ­რავ­ლე­ბაა სა­ჭი­რო, მე­ო­რე იმი­ტომ რომ ქმრის­თვის სექსზე უა­რის თქმა "არ შე­იძ­ლე­ბა"!

ყო­ვე­ლი მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში თვლის, რომ ქმრის მიერ ცო­ლის­თვის სექ­სის იძუ­ლე­ბა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ არის. ხოლო ყო­ვე­ლი მე­ო­რე კაცი თვლის, რომ ქალ­მა წიხ­ლე­ბი თუ არ გირ­ტყა და მა­რაბ­დის ბრძო­ლა თუ არ გა­გი­მარ­თა, ესე იგი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

(UNFPA 2020)მოკ­ლედ, მძი­მე ვი­თა­რე­ბაა და ქა­ლებ­მა (და კა­ცებ­მაც) უნდა იბ­რძო­ლონ ქა­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის: ქალი თა­ვად უნდა წყვეტ­დეს ვის­თან და რო­გო­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს, ხოლო კა­ცე­ბი უბ­რა­ლოდ უნდა გა­შორ­დნენ ისეთ ცოლს, ან შეყ­ვა­რე­ბულს, რო­მე­ლიც აღარ მოს­წონთ ცემა-ტყე­პის და ფე­მი­ცი­დის გა­რე­შე.

ამ ორ რა­მეს თუ ვის­წავ­ლით, ძა­ლი­ან და­ლაგ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გაჩ­ნდე­ბა ერ­თმა­ნე­თის პი­რა­დი სივ­რცის პა­ტი­ვის­ცე­მა და შე­წყდე­ბა ქა­ლე­ბის ჩაგ­ვრა.ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის დიდი წილი დგას ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბის აკ­რძალ­ვა­სა და კონ­ტროლ­ზე.

მი­ე­ცით ქა­ლებს უფ­ლე­ბა თა­ვად გა­და­წყვი­ტონ სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ეს არაა ბევ­რი, ესაა ელე­მენ­ტა­რუ­ლი და ბა­ზი­სუ­რი უფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი­სა. და ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ქა­ლიც ჯერ ადა­მი­ა­ნია(!) და მე­რე­ღაა ქალი (ანუ მდედ­რო­ბი­თი სქე­სი­სა და გენ­დე­რის მქო­ნე)" - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟუან ჟიგოლო
1

ენატრება 🥰

ბაბუც!
5

საყვარელო! სექსი ძალიან პირადული ამბავია. ზოგს ასე უნდა, ზოგს ისე. ზოგს ბევრი, ზოგს ცოტა. და ყველა თვითონ ირჩევს ვისთან და როგორ. უსექსობა, პატიოსნება, გარყვნილება ეგ ყველაფერი არჩევანის ამბავია და სხვის საქმეში რატომ ერევი? ყველამ საკუთარ სურვილებს მიხედოს. თუ საქართველოში პატიოსნების კულტია, ე. ი. ასეა საჭირო. მაგრამ შენ ხომ არავინ გიკრძლავს არაფერს? რატომ იშლი ნერვებს??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩვენს კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან - პატიოსნება" - ბაია პატარაია ქალების მიმართ ძალადობაზე

"ჩვენს კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან - პატიოსნება" - ბაია პატარაია ქალების მიმართ ძალადობაზე

ქალების უფლებადამცველი ბაია პატარაია იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რაც ქალების ჩაგვრისა და ქალების მიმართ ძალადობის წინაპირობაა. აღნიშნულ თემაზე პატარაია პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მოუწოდებს საზოგადოებს, მისცენ ქალს უფლება, თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი პირადი ცხოვრება.

"ჩვენ კულტურაში ქალის მთავარი ღირსება და მოვალეობა უსექსობაა, ოღონდ უფრო ლამაზ სახელს ეძახიან - პატიოსნება. აბა, უსექსობას ხომ არ იტყვიან?! თვითონაც ეუხერხულებათ. მაგრამ სინამდვილეში "პატიოსნებას" მხოლოდ ერთი შინაარსი აქვს ქალის შემთხვევაში - ქალს არ უნდა ჰქონდეს სექსი საერთოდ!

გამონაკლისია ქმარი, ქმართან სექსი ეპატიება, ერთი იმიტომ რომ გამრავლებაა საჭირო, მეორე იმიტომ რომ ქმრისთვის სექსზე უარის თქმა "არ შეიძლება"!

ყოველი მესამე ადამიანი ამ ქვეყანაში თვლის, რომ ქმრის მიერ ცოლისთვის სექსის იძულება გაუპატიურება არ არის. ხოლო ყოველი მეორე კაცი თვლის, რომ ქალმა წიხლები თუ არ გირტყა და მარაბდის ბრძოლა თუ არ გაგიმართა, ესე იგი გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია.

(UNFPA 2020)მოკლედ, მძიმე ვითარებაა და ქალებმა (და კაცებმაც) უნდა იბრძოლონ ქალების დამოუკიდებლობისთვის: ქალი თავად უნდა წყვეტდეს ვისთან და როგორი პირადი ცხოვრება ჰქონდეს, ხოლო კაცები უბრალოდ უნდა გაშორდნენ ისეთ ცოლს, ან შეყვარებულს, რომელიც აღარ მოსწონთ ცემა-ტყეპის და ფემიციდის გარეშე.

ამ ორ რამეს თუ ვისწავლით, ძალიან დალაგდება ურთიერთობები, გაჩნდება ერთმანეთის პირადი სივრცის პატივისცემა და შეწყდება ქალების ჩაგვრა.ქალზე ძალადობის დიდი წილი დგას ქალის სექსუალობის აკრძალვასა და კონტროლზე.

მიეცით ქალებს უფლება თავად გადაწყვიტონ საკუთარი პირადი ცხოვრება, ეს არაა ბევრი, ესაა ელემენტარული და ბაზისური უფლება ადამიანისა. და ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალიც ჯერ ადამიანია(!) და მერეღაა ქალი (ანუ მდედრობითი სქესისა და გენდერის მქონე)" - წერს ბაია პატარაია.