შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კახეთის ადვოკატირების ჯგუფის წევრი, ოთო დარბაისელი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაშბაშის კანიონზე ახალგახსნილ ხიდზე არ შეუშვეს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ შუშის ხიდმა შეიძლება ეტლით მოსარგებლე დამთვალიერებელს ვერ გაუძლოს...
ოთო დარბაისელი:
"ესეც ჩვენი დაშბაშის კანიონი, უკან ფონს რომ მილამაზებს, არის 120-მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე, რომ შეიძლება მე და ჩემ ეტლს ვერ გაგვიძლოს, არა კი მოვიმატე წონაში, მარა ასე ძანაც არა მგონი, რო ხიდებმა ვერ გამიძლოს. თურმე რეზინის ბორბლები აზიანებს მინას, არ შემიშვეს.
წესით, როდესაც საერთაშორისო პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი. ეს ფოტო არის გადაღებული #KassLand-ის ბარიდან სადაც, რომ შევედი გამიხარდა, რადგან ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ, მალევე გამიცრუვდა იმედები, არ მუშაობდა.
მიმტანს რომ ვკითხე, რატომ არ მუშაობს-თქო, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო. შემდეგ მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს. თან ბედნიერმა, ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო.
ვერ მივხდი, ყველა ასე ხელში აყვანილი დაყავდათ თუ რას ნიშნავდა. სამწუხაროდ, შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არა შშმ პირისთვის, ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება...
შეგახსენებთ, რომ დაშბაშის კანიონზე შუშის ხიდი 14 ივნისს გაიხსნა და ღონისძიებას პირადად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. პროექტში 120 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა".
იხილეთ ასევე:
დაშბაში კი არა სახელი გადაარქვით. ან აქამდე სად იყავით ვისაც ევალება გამოფხიზლდით, თორემ მოვა დრო და აზერბაიჯანი მაგასაც მოინდომებს ჩვენი მიწააო. სახელმწიფოს მმართველებს ყურში მაინც არ ეხამუშებათ? რამე გააკეთეთ ეროვნული საქმე, რა უქნარა ერი ვართ რაა, ნუთუ მთავრობაში არავის მოაფიქრდა რომ ასეთი ადგილი კეთდებოდა საქართველოს ტურისტებისთვის და ტურისტი იმახსოვრებს მთელი ცხოვრება აზერულ სახელს,
ნეტა რა გატირებს ხიდზე თუ არ შეგიშვეს ეს მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა და ის რომ შშმ პირი ხარ არ ნიშნავს რომ ყველგან შეგიშვებენ და თუ არ შეგიშვეს ეს კანონის დარღვევაა და დისკრიმინაცია წონა და მისი გადანაწილება ბორბლებზე პლიუს ხიდზე გადაადგილების დროს უსაფრთხოებაზე მთელ ქვეყანაში შშმ პირების გადაადგილების პრობლემაა ყველა ნაბიჯზე თბილისში უბანს ვერ ნახავ ან გარკვეულ ადგილს სადაც ყველა შშმ პირების გადაადგილების ინფრასტრუქტურა იქნება უსინათლოებისთვის სადაა სპეციალური ზოლი ან ტროტუარზე ან სვეტაფორზე ბევრ საქ მოქალაქეს მაგ ხიდზე შესასვლელი ფულიც არ აქვს საქართველოში ჩამოყალიბდა აზრი რომ ყველა ვალდებულია შშმ პირების მიმართ