საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილმა რაც გააკეთა, მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს - ვინ არის გალერი?! თავის თავს მიხედოს!" - მეუფე იაკობი
"ივანიშვილმა რაც გააკეთა, მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს - ვინ არის გალერი?! თავის თავს მიხედოს!" - მეუფე იაკობი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რაც გა­ა­კე­თა მი­ში­კომ, კე­ზე­რაშ­ვილ­მა, ან ხა­ზა­რა­ძემ გა­ა­კე­თოს - ვინ არის გა­ლე­რი?! თქვენ გგო­ნი­ათ, ევ­რო­პა­ში რომ ჩა­ვი­დე და ვნა­ხო ენას წა­ვუ­ჩლი­ქავ?! თა­ვის თავს მი­ხე­დოს, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლით მან ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას უპა­სუ­ხა, რო­გორ შე­ა­ფა­სებს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მაიკ გა­ლე­რის გან­ცხა­დე­ბას, რაც ქვე­ყა­ნა­ში დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც მე­უ­ფე ია­კო­ბი გან­მარ­ტავს, ევ­რო­პას ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ში სხვა რა­ღა­ცას გუ­ლის­ხმობს, კერ­ძოდ, ისე­თი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბით ფული ვერ იშო­ვო.

"შე­ხე­დეთ ამე­რი­კა­ში, სო­რო­სი ავი­ღოთ. სო­რი­სი ხომ აფი­ნან­სებ­და მა­ქა­რაშ­ვი­ლის... სო­როსს ვინ ეკი­თხე­ბა, ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რია და ჩემ ქვე­ყა­ნა­ში ვინ ეკი­თხე­ბა? მე ამე­რი­კელ­მა მი­თხრა ევ­რო­პელ დე­პუ­ტატ­ზე, რომ რა­სამ არას­წო­რად თქვა, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია სულ სხვას გუ­ლის­ხმობ­სო. ისე­თი კა­ნო­ნე­ბი უნდა მი­ი­ღოთ ეკო­ნო­მი­კა­ში, რომ შენი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბით ფული ვერ იშო­ვო. ეს უტვი­ნო ოპო­ზი­ცია, ვინც მა­გას იძა­ხის ბა­ზარ­ში არ უნდა და­ა­ყე­ნო. არც გა­ლე­რია ჩემ­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვინ არის გა­ლე­რი? სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რა გა­უ­კე­თე­ბია? მე არ ვე­თან­ხმე­ბი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რაც გა­ა­კე­თა, გა­ა­კე­თოს თქვენ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ, ან მი­ში­კომ, კე­ზე­რაშ­ვილ­მა, ან ხა­ზა­რა­ძემ. შემ­დეგ მე­ლა­პა­რა­კეთ. ვინ არის გა­ლე­რი?! თქვენ გგო­ნი­ათ, ევ­რო­პა­ში რომ ჩა­ვი­დე და ვნა­ხო ენას წა­ვუ­ჩლი­ქავ?! თა­ვის თავს მი­ხე­დოს. ჩვენ ევ­რო­პის­კენ იმი­ტომ გვინ­და, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი უნდა იყოს. ჩვენ უსა­მარ­თოდ მოგ­ვექ­ცნენ და გა­ლერს და ყვე­ლას ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი“,- აღ­ნიშ­ნავს მე­უ­ფე ია­კო­ბი.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მი­ხა­ილ გა­ლე­რიმ “მთა­ვარ არხთან” ინ­ტერ­ვი­უ­ში ოლი­გარ­ქი­ზა­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ “თუ ივა­ნიშ­ვი­ლი თავს თვლის პატ­რი­ო­ტად და უყ­ვარს სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა, ის მარ­თლა უნდა წა­ვი­დეს პო­ლი­ტი­კი­დან და ქვეყ­ნი­დან”. გა­ლე­რის თქმით, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სი­ტყვა ოლი­გარ­ქის გან­მარ­ტე­ბა კი არა, არა­მედ სხვა რა­მეა. მისი თქმით, იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყე­ნებს თა­ვის გავ­ლე­ნას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­ცერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ უკა­ვია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
3

ივანაშვილი წარმატებით ანხორციელებს რუსეთისთვის საქართველოს გადაცემის პროცესს!!! დიდი იმედი მაქვს ,საბოლოოდ, მაინც არაფერი გამოუვა!!!

555
5

მეუფე იაკობმა მასზე დაკისრებულ საქმეს მიხედოს არ ჯობია!?, მღვდელი და პოლიტიკა , აბა ჰკითხეთ მოსწონს უფალს !?, ამაზე რატომ არ ფიქრობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ივანიშვილმა რაც გააკეთა, მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს - ვინ არის გალერი?! თავის თავს მიხედოს!" - მეუფე იაკობი

"ივანიშვილმა რაც გააკეთა, მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს - ვინ არის გალერი?! თავის თავს მიხედოს!" - მეუფე იაკობი

ბიძინა ივანიშვილმა რაც გააკეთა მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ გააკეთოს - ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტის წევრის მაიკ გალერის განცხადებას, რაც ქვეყანაში დეოლიგარქიზაციას უკავშირდება.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, ევროპას ბოდიში აქვს მოსახდელი საქართველოსთვის, მისივე თქმით, ევროპა დეოლიგარქიზაციაში სხვა რაღაცას გულისხმობს, კერძოდ, ისეთი კანონების მიღებას, რომ პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო.

"შეხედეთ ამერიკაში, სოროსი ავიღოთ. სორისი ხომ აფინანსებდა მაქარაშვილის... სოროსს ვინ ეკითხება, ამერიკელი მილიარდერია და ჩემ ქვეყანაში ვინ ეკითხება? მე ამერიკელმა მითხრა ევროპელ დეპუტატზე, რომ რასამ არასწორად თქვა, დეოლიგარქიზაცია სულ სხვას გულისხმობსო. ისეთი კანონები უნდა მიიღოთ ეკონომიკაში, რომ შენი პოლიტიკური გავლენებით ფული ვერ იშოვო. ეს უტვინო ოპოზიცია, ვინც მაგას იძახის ბაზარში არ უნდა დააყენო. არც გალერია ჩემთვის ავტორიტეტი, ვინ არის გალერი? საქართველოსთვის რა გაუკეთებია? მე არ ვეთანხმები. ბიძინა ივანიშვილმა რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენმა ტელევიზიამ, ან მიშიკომ, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. შემდეგ მელაპარაკეთ. ვინ არის გალერი?! თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე და ვნახო ენას წავუჩლიქავ?! თავის თავს მიხედოს. ჩვენ ევროპისკენ იმიტომ გვინდა, რომ სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ უსამართოდ მოგვექცნენ და გალერს და ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერიმ “მთავარ არხთან” ინტერვიუში ოლიგარქიზაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “თუ ივანიშვილი თავს თვლის პატრიოტად და უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან”. გალერის თქმით, მთავარი პრობლემა სიტყვა ოლიგარქის განმარტება კი არა, არამედ სხვა რამეა. მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც იყენებს თავის გავლენას მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არცერთი თანამდებობა არ უკავია.