თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო მოლაპარაკება შედგა. აღნიშნულის შესახებ ფაშინიანი "ტვიტერის" გვერდზე წერს.
ფაშინიანის თქმით, ლიდერებმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის შესახებ ისაუბრეს.
"თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ ის მნიშვნელობა, რასაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს ვანიჭებთ. ჩვენ ველოდებით, 1-ელ ივლისს ჩვენი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების ადრეულ განხორციელებას", - წერს ფაშინიანი.
ძალიან კარგი რომ ურთიერთობა დალაგდება. სომხები ისედაც დადიან თურქეთში საქართველოს გავლით. ამჟამინდელ თურქეთში ბევრი სომეხი ცხოვრობს, ერთი პარლანებტშიც ზის ვიღაც ხაჩიკა.
შენ უნდა იყო კარგი,სხვათა უბედურებისა და უთანხმოების იმედით კი არ უნდა ცხოვრობდე,არამედ უნდა შექმნა კონკურენტული ეკონომიკა.