კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში გამოაქვეყნეს მუსიკოსების განახლებული "შავი სია" და ისინი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს - მათ შორის ორი ქართველია
რუსეთში გამოაქვეყნეს მუსიკოსების განახლებული "შავი სია" და ისინი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს - მათ შორის ორი ქართველია

რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ახა­ლი სია იმ ვარ­სკლა­ვე­ბის, რო­მელ­თა კონ­ცერ­ტე­ბიც აკ­რძა­ლუ­ლია რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში პირ­ვე­ლი სია გავ­რცელ­და, სა­დაც ის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მოხ­ვდნენ, რომ­ლე­მაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომი დაგ­მეს და ვლა­დი­მერ პუ­ტინს მხარ­და­ჭე­რა არ გა­მო­უ­ცხა­დეს.

სი­ა­ში მოხ­ვდნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­მაც ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ დონ­ბა­სის ოკუ­პა­ცია დაგ­მეს. მათ შო­რის ზო­გი­ერ­თმა ვარ­სკვლავ­მა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ტო­ვა რუ­სე­თი და ახლა მის სა­ზღვრებს გა­რეთ აგ­რძე­ლებს მოღ­ვა­წე­ო­ბას.

სია გრძე­ლია და რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, მათ რუს­მა პრო­დი­უ­სე­რებ­მა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი უთხრეს. თუმ­ცა ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სია, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ნამ­დვი­ლია, თუმ­ცა აქვე დას­ძი­ნა, რომ სია გა­ნახ­ლე­ბა­დია და მას მუდ­მი­ვად ავ­სე­ბენ.

  • რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან რუ­სეთ­ში უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბად. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ორი ქარ­თვე­ლის სა­ხელ­სა და გვარ­საც წა­ი­კი­თხავთ, ესე­ნი არი­ან ვა­ლე­რი მე­ლა­ძე და მუ­სია თო­თი­ბა­ძე.

ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ცნო­ბილ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­დან აგენ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ასე­ვე მოხ­ვდნენ ჯგუ­ფე­ბი: ДДТ (სო­ლის­ტი იური შევ­ჩუ­კი); Машина времени (სო­ლის­ტი ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩი); Аквариум-ი (სო­ლის­ტი ბო­რის გრე­ბენშჩი­კო­ვი); Би-2 (სო­ლის­ტე­ბი ალექ­სან­დრე უმა­ნი, იე­გორ ბორტნი­კი);, Несчастный случай, IC3PEAK, Литтл Биг-ი, Алоэ Вера, Каста, Louna და სხვა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი.

სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი არ­ტის­ტი ზემ­ფი­რა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც რუ­სეთ­ში აღარ იმ­ყო­ფე­ბა. მან ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ტო­ვა რუ­სე­თი და საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს, ის ისევ რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. მარ­თა­ლია ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა აუკ­რძა­ლეს, თუმ­ცა ის მა­ინც ახერ­ხებს კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე გა­მოს­ვლას.

მუ­სია თო­თი­ბა­ძე

რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სია თო­თი­ბა­ძეს, ის რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მხატ­ვრის, კონ­სტან­ტი­ნე თო­თი­ბა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. მხატ­ვა­რი ძმე­ბის - კონ­სტან­ტი­ნე და გოგი თო­თი­ბა­ძე­ე­ბის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და.

მუ­სი­ამ რუ­სეთ­ში კა­რი­ე­რა 2013 წლი­დან და­ი­წყო და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­შია. 30 ივ­ნისს მან "თბი­ლი­სი ოუ­ფენ ეარ­ზე“ იმ­ღე­რა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
45

ეგ მუსია თოთიბაძე პირველად გავიგე. ანუ, სიმღერით რომ თავი ვერ გამოიჩინა, პოპულარობა პოლიტიკური განცხადებით მოინდომა?

ვაა
41

ამერიკას მიაშურეთ და იქ მეტს იშოვნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსეთში გამოაქვეყნეს მუსიკოსების განახლებული "შავი სია" და ისინი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს - მათ შორის ორი ქართველია

რუსეთში გამოაქვეყნეს მუსიკოსების განახლებული "შავი სია" და ისინი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს - მათ შორის ორი ქართველია

რუსულ მედიაში გამოქვეყნდა ახალი სია იმ ვარსკლავების, რომელთა კონცერტებიც აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში პირველი სია გავრცელდა, სადაც ის შემსრულებლები მოხვდნენ, რომლემაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი დაგმეს და ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერა არ გამოუცხადეს.

სიაში მოხვდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც ჯერ კიდევ წლების წინ დონბასის ოკუპაცია დაგმეს. მათ შორის ზოგიერთმა ვარსკვლავმა ჯერ კიდევ მაშინ დატოვა რუსეთი და ახლა მის საზღვრებს გარეთ აგრძელებს მოღვაწეობას.

სია გრძელია და როგორც რუსული მედია წერს, მათ რუსმა პროდიუსერებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრეს. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სია, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა, ნამდვილია, თუმცა აქვე დასძინა, რომ სია განახლებადია და მას მუდმივად ავსებენ.

  • რუსული მედია წერს, რომ სიაში მოხვედრილი შემსრულებლები აღიარებულები არიან რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტებად. ჩამონათვალში ორი ქართველის სახელსა და გვარსაც წაიკითხავთ, ესენი არიან ვალერი მელაძე და მუსია თოთიბაძე.

ქართველებისთვის ცნობილ შემსრულებლებიდან აგენტების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ ჯგუფები: ДДТ (სოლისტი იური შევჩუკი); Машина времени (სოლისტი ანდრეი მაკარევიჩი); Аквариум-ი (სოლისტი ბორის გრებენშჩიკოვი); Би-2 (სოლისტები ალექსანდრე უმანი, იეგორ ბორტნიკი);, Несчастный случай, IC3PEAK, Литтл Биг-ი, Алоэ Вера, Каста, Louna და სხვა შემსრულებლები.

სიაში მოხვედრილი არტისტი ზემფირა უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსეთში აღარ იმყოფება. მან ომის დაწყებიდან მალევე დატოვა რუსეთი და საფრანგეთში ცხოვრობს. რაც შეეხება ვალერი მელაძეს, ის ისევ რუსეთში ცხოვრობს. მართალია ეკრანზე გამოჩენა აუკრძალეს, თუმცა ის მაინც ახერხებს კორპორატიულ წვეულებებზე გამოსვლას.

მუსია თოთიბაძე

რაც შეეხება მუსია თოთიბაძეს, ის რუსეთში მოღვაწე მხატვრის, კონსტანტინე თოთიბაძის ქალიშვილია. მხატვარი ძმების - კონსტანტინე და გოგი თოთიბაძეების შესახებ რუსული მედია ხშირად წერდა.

მუსიამ რუსეთში კარიერა 2013 წლიდან დაიწყო და ამჟამად საქართველოშია. 30 ივნისს მან "თბილისი ოუფენ ეარზე“ იმღერა.