მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა" - ხუნდაძე კელი დეგნანის განცხადებაზე
"მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა" - ხუნდაძე კელი დეგნანის განცხადებაზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ აშშ-ს ელ­ჩის პა­სუხს ეხ­მი­ა­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ კელი დეგ­ნა­ნის გუ­შინ­დე­ლი პა­სუ­ხი იყო ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბას ქვე­ყა­ნა­ში.

"მე ვე­ლო­დი პა­სუ­ხებს და მი­ვი­ღე ხალ­ხის­გან არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფა. უფრო მე­ტიც, ეს არ იყო მხო­ლოდ ერთი დე­პუ­ტა­ტის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი უპა­ტი­ვის­მცემ­ლო­ბა, ამ პა­სუხ­მა შე­უ­რა­ცხყო მთლი­ა­ნად ქარ­თვე­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი. არა მგო­ნია, დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებ­ში სად­მე ამას ვკი­თხუ­ლობ­დეთ და ეს იყოს და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტი, როცა უმაღ­ლე­სი დო­ნის დიპ­ლო­მა­ტი დე­პუ­ტა­ტის მიერ გაგ­ზავ­ნილ წე­რილს არც კი კი­თხუ­ლობს და ამას სა­ჯა­როდ აჟ­ღე­რებს. მე უკვე გან­ვა­ცხა­დე, რომ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ქარ­თველ ხალ­ხში ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გზის­კენ ლტოლ­ვა ზი­ან­დე­ბა. ეს კი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის.

დე­პუ­ტა­ტის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი იყო ლე­გი­ტი­მუ­რი და რე­ა­ლუ­რი. ეს კი­თხვე­ბი აწუ­ხებს დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს. ამ კი­თხვებს გვის­ვა­მენ პო­ლი­ტი­კო­სებს და ჩვენ გვჭირ­დე­ბა პა­სუ­ხე­ბი იმი­სათ­ვის, რომ ხალ­ხს ვე­სა­უბ­როთ. რო­დე­საც პა­სუ­ხებს თავს არი­დებთ ან ზო­გა­დად, რო­დე­საც პა­სუ­ხე­ბი არ გაქვთ, გა­და­დი­ხართ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე. და თუკი ეს დუ­მი­ლი ან იგ­ნო­რი, მი­თუ­მე­ტეს, შე­უ­რა­ცხყო­ფა დიპ­ლო­მა­ტის­გან ხდე­ბა, მა­შინ იმი­ჯი უზი­ან­დე­ბა იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ის წარ­მო­ად­გენს.

კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხია სა­ჭი­რო. თუნ­დაც ორ კი­თხვა­ზე: მი­სა­ღე­ბია თუ არა თქვენ­თვის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ ღიად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ომის რი­ტო­რი­კა ? როცა ის ამ­ბობს,რომ „დგე­ბა მო­მენ­ტი, ბომ­ბე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლი ჯობ­დეს სირ­ცხვილს“ და სირ­ცხვილს არ­ქმევს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვის სა­ზი­ა­ნოდ არ შე­უ­ერ­თდა ახალ სან­ქცი­ებს. და ასე­ვე, მხარს უჭერთ თუ არა ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნას?

თქვენ­გან ველი პა­სუ­ხებს და თუ აშშ-ის ელჩი პა­სუ­ხებს არ გას­ცემს ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის კი­თხვებს, მა­შინ ხალ­ხში გაჩ­ნდე­ბა კი­დევ უფრო მეტი კი­თხვე­ბი. ეს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ტესტს იწ­ვევს. ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებ ქალ­ბა­ტონ დეგ­ნანს, ღიად და­ა­ფიქ­სი­როს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ყვე­ლა იმ კი­თხვა­ზე, რაც აწუ­ხებს ქარ­თველ ხალ­ხს“,- აცხა­დებს დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სულ­მა დე­პუ­ტატ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა კელი დეგ­ნანს ღია წე­რი­ლით გუ­შინ მი­მარ­თა. რო­გორც დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, ვე­რა­ვი­თა­რი „რუ­სუ­ლი რბი­ლი ძალა“ ვერ შე­არ­ყევს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის რე­პუ­ტა­ცი­ას ისე, რო­გორც დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი თუ დუ­მი­ლი, "რო­მე­ლიც ხალ­ხმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბად შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვას“.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩი, კელი დეგ­ნა­ნი აცხა­დებს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტის, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის წე­რი­ლი „სავ­სე იყო ტყუ­ი­ლე­ბით და კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბით“. რო­გორც დეგ­ნან­მა აღ­ნიშ­ნა, წე­რი­ლი ბო­ლომ­დე ვერც კი წა­ი­კი­თხა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
7

"მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა.................შენ ელოდებოდი მაყუთს და მიიღე უკვე!!!

 

ვივა კუბა
7

ბატონი დიმიტრი რო არა კაპიტალისტები დაიპყრობდნენ მსოფლიოს, სპარტაკად მოგვევლინა. თუ ეგ მონათმფლობელებს ებრძოდა?! ნუ, მაშინ ფიდელ კასტროა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა" - ხუნდაძე კელი დეგნანის განცხადებაზე

"მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა" - ხუნდაძე კელი დეგნანის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილის მიმართ აშშ-ს ელჩის პასუხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანის გუშინდელი პასუხი იყო ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და ემსახურებოდა პოლარიზაციის გაღრმავებას ქვეყანაში.

"მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი. არა მგონია, დემოკრატიის პრინციპებში სადმე ამას ვკითხულობდეთ და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. მე უკვე განვაცხადე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

დეპუტატის მიერ გაგზავნილი კითხვები იყო ლეგიტიმური და რეალური. ეს კითხვები აწუხებს დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ამ კითხვებს გვისვამენ პოლიტიკოსებს და ჩვენ გვჭირდება პასუხები იმისათვის, რომ ხალხს ვესაუბროთ. როდესაც პასუხებს თავს არიდებთ ან ზოგადად, როდესაც პასუხები არ გაქვთ, გადადიხართ შეურაცხყოფაზე. და თუკი ეს დუმილი ან იგნორი, მითუმეტეს, შეურაცხყოფა დიპლომატისგან ხდება, მაშინ იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს.

კითხვებზე პასუხია საჭირო. თუნდაც ორ კითხვაზე: მისაღებია თუ არა თქვენთვის სახალხო დამცველის მიერ ღიად გაჟღერებული ომის რიტორიკა ? როცა ის ამბობს,რომ „დგება მომენტი, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს სირცხვილს“ და სირცხვილს არქმევს იმას, რომ საქართველო თავის საზიანოდ არ შეუერთდა ახალ სანქციებს. და ასევე, მხარს უჭერთ თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას?

თქვენგან ველი პასუხებს და თუ აშშ-ის ელჩი პასუხებს არ გასცემს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების კითხვებს, მაშინ ხალხში გაჩნდება კიდევ უფრო მეტი კითხვები. ეს კი საზოგადოებაში პროტესტს იწვევს. ამიტომ, მოვუწოდებ ქალბატონ დეგნანს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ყველა იმ კითხვაზე, რაც აწუხებს ქართველ ხალხს“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით გუშინ მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, "რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“.

ამასთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. როგორც დეგნანმა აღნიშნა, წერილი ბოლომდე ვერც კი წაიკითხა.