საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ვაჟი, რომელიც მსახიობია, დღემდე თეატრში ვერ მოეწყო და თავისით დასაქმდა… არ ვარ ის კატეგორია თხოვნით ვიარო, შვილი დამისაქმეთ-მეთქი" - ნინო ლეჟავა ოჯახსა და ცხოვრების სირთულეებზე
"ჩემი ვაჟი, რომელიც მსახიობია, დღემდე თეატრში ვერ მოეწყო და თავისით დასაქმდა… არ ვარ ის კატეგორია თხოვნით ვიარო, შვილი დამისაქმეთ-მეთქი" - ნინო ლეჟავა ოჯახსა და ცხოვრების სირთულეებზე

გარ­და იმი­სა, რომ თა­ვი­სი პრო­ფე­სია უზო­მოდ უყ­ვარს, ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, არა­ერთ საქ­მე­შიც მო­უ­სინ­ჯავს თავი. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­ბობს, რომ არა­ნა­ი­რი შრო­მა და­საძ­რა­ხი არ არის და არ­ცერთ საქ­მეს, სა­დაც უმუ­შა­ვია, მის­თვის სი­კე­თის მეტი არა­ფე­რი მო­უ­ტა­ნია.

სა­უ­ბა­რია მსა­ხი­ობ ნინო ლეჟა­ვა­ზე, რო­მე­ლიც თე­ატ­რში რო­ლე­ბით ყო­ველ­თვის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო და არის და ნუ გა­გაკ­ვირ­ვებთ, თუ მას უცებ რა­ი­მე სხვა სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას შეხ­ვდე­ბით...

და­უ­ზა­რე­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, აქ­ტი­უ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის მქო­ნე მსა­ხი­ო­ბი ამას­თა­ნა­ვე, 4 ბი­ჭის დე­დაა. რო­გორ უმკლავ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებს და რას ურ­ჩევს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა თა­ვის ვა­ჟებს, ამა­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე თე­ატ­რის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თეთ, წლებ­მა რა აჩ­ვე­ნა - სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო?

- ფი­ნან­სუ­რად - ნაკ­ლე­ბად, რად­გა­ნაც უფრო წელ­გა­მარ­თუ­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ აჯო­ბებ­და, მაგ­რამ თუ სუ­ლი­ე­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის, სის­ხლის ყი­ვი­ლის, ჩემი საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის, თავ­და­დე­ბის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის კუ­თხით შევ­ხე­დავთ, მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო ვიყო, როცა პრო­ფე­სი­ით ჩვენ­ში სამ­სა­ხურს ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ შო­უ­ლობს. შე­მიძ­ლია, ვი­ა­მა­ყო და ვიტ­რა­ბა­ხო კი­დეც, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან რომ და­ვატ­რი­ა­ლო, ისევ ამ გზას გა­ვივ­ლი­დი და აქ მო­ვი­დო­დი... თუმ­ცა. ალ­ბათ, პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბო­და უფრო ჭკვი­ა­ნუ­რა­დაც მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- წი­ნას­წარ რომ მქო­ნო­და გათ­ვლი­ლი, ეს რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ვი­დო­და და თა­და­რი­გი და­მე­ჭი­რა, ახლა ჩემ­თვის სულ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი მექ­ნე­ბო­და. დღეს ერთ ად­გილ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, იარ­სე­ბო. ალ­ბათ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა ასე ხდე­ბო­დეს - სამ­გან მუ­შა­ობ­დე, მა­ინც ვალი გქონ­დეს და მე­ო­თხე სამ­სა­ხურს ეძებ­დე...

- პრო­ფე­სი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, რას ითხოვს მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ადა­მი­ა­ნის­გან?

- უდი­დეს მოთ­მი­ნე­ბას, გამ­ძლე­ო­ბას და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. ჩვენს პრო­ფე­სი­ას ასე­ვე სჭირ­დე­ბა დიდი იღ­ბა­ლი, პატ­რო­ნი და ნაც­ნო­ბო­ბა. სულ ამას ვამ­ბობ, რომ ვე­რა­ვინ და­მაბ­რა­ლებს ვინ­მეს შვი­ლო­ბას, საყ­ვარ­ლო­ბას, მლიქ­ვნე­ლო­ბას და პირ­ფე­რო­ბას... აგუ­რი აგუ­რის­თვის და­მი­დია და საქ­მე ისე მი­კე­თე­ბია. თუ იმას, რა­საც მი­ვაღ­წიე, მიღ­წე­ვა ჰქვია, მა­შინ ჩემ­თვის იმა­ზე დიდი ჯილ­დო არ არ­სე­ბობს, რაც ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლია. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ქუ­ჩა­ში გა­ჩე­რე­ბენ, შენ მი­მართ სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ, ფო­ტოს იღე­ბენ. კი, ეს გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია. იმი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ იღ­ბა­ლიც აღ­მო­მაჩ­ნდა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის უნა­რიც მო­მა­ნი­ჭა.

- რომ არა არ­ტის­ტი, პრო­ფე­სი­ით ვინ შე­იძ­ლე­ბო­და კი­დევ ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

- ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მი ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გა­ნაც არც სის­ხლის მე­ში­ნია და არც ჭრი­ლო­ბის. თა­ვი­დან­ვე იმ­დე­ნად ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ვი­ყა­ვი, რომ 15-16 წლის ასაკ­ში, ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 7 ოპე­რა­ცი­ას და­ვეს­წა­რი. ვის­წავ­ლე ნემ­სის გა­კე­თე­ბაც. ეს იმი­ტომ, რომ მეს­წავ­ლა ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ადა­მი­ა­ნის­თვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. აბი­ტუ­რი­ენ­ტი რომ ვი­ყა­ვი, იმ პე­რი­ოდ­ში რთუ­ლად იყო „სა­მე­დი­ცი­ნო­ზე“ ჩა­ბა­რე­ბა, თან, ისე­თი საგ­ნე­ბის ცოდ­ნა იყო სა­ჭი­რო, რაც არ მიყ­ვარ­და...

მა­თე­მა­ტი­კას ვე­რას­დროს გა­ვუ­გე, სულ იმა­ზე ვხუმ­რობ ხოლ­მე, - ხე­ლის თი­თებ­ზე რომ ვი­წყებ ან­გა­რიშს და თვლას, ფე­ხის თი­თებ­ზე გა­დავ­დი­ვარ-თქო... ისე, პე­და­გო­გო­ბაც გა­მო­მი­ვი­და, რად­გან კარ­გი გად­მო­ცე­მის უნა­რი მაქვს. კობა გო­გი­ძეს, კახა გო­გი­ძის ძმას, ასე­ვე მსა­ხი­ობს და რე­ჟი­სორს სა­ბავ­შვო თე­ატ­რა­ლუ­რი სტუ­დია „ბრა­ვო“ აქვს, სა­დაც მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გად მი­მიწ­ვია. ბავ­შვებ­თან ხან­მოკ­ლე მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, რად­გა­ნაც კარ­გი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დათ. ცოტა ხნის წინ ისი­ნი ქო­ბუ­ლეთ­ში თე­ატ­რა­ლურ და ფოლკ­ლო­რულ ფეს­ტი­ვალ­ზეც მყავ­და, სა­დაც 12 ნო­მი­ნა­ცია წა­მო­ვი­ღეთ. ასე­ვე კო­ბას თე­ატრთან თო­ჯი­ნუ­რი თე­ატ­რიც არ­სე­ბობს.

ცხოვ­რე­ბა­ში თო­ჯი­ნა არ მჭე­რია, მაგ­რამ ეს საქ­მეც შე­ვის­წავ­ლე და იქვე თო­ჯი­ნურ სპექ­ტაკ­ლებ­საც ვთა­მა­შობ. ამ საქ­მე­მაც ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა თავი. სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეო, რომ ამ­ბო­ბენ, მარ­თლაც შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა. ამ თე­ატ­რში ოთხი ზრდას­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ვართ. სექ­ტემ­ბრი­დან რე­პერ­ტუ­არს კი­დევ გა­ვა­ფარ­თო­ებთ... შე­მეძ­ლო ასე­ვე მო­ცეკ­ვა­ვეც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გა­ნაც 16 წელი ქარ­თულ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი. ბოლო წლებ­ში ვი­ყა­ვი ან­სამ­ბლში, რო­მე­ლიც სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის დუბ­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და. იქი­დან ჩემი არა­ერ­თი მე­გო­ბა­რი დღეს "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" წამ­ყვა­ნი მო­ცეკ­ვა­ვეა. მეც მქონ­და იქ გა­დას­ვლის შან­სი, რად­გან დიდ ან­სამ­ბლთან ერ­თად ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ვი­ცეკ­ვე. მა­შინ ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის მე­უღ­ლემ, ქალ­ბა­ტონ­მა ინ­გამ, 5 გო­გო­ნა­ში ერთ-ერთი პრო­ექ­ტის­თვის მეც შე­მარ­ჩია, მაგ­რამ „თე­ატ­რა­ლურ­ში“ ჩა­ბა­რე­ბამ გა­და­წო­ნა... დღე­საც, მკვდა­რი რომ ვიყო, დოლ-გარ­მო­ნის ხმა თუ გა­ვი­გე, ვცო­ცხლდე­ბი და ცეკ­ვას ვი­წყებ...

- პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" პერ­სო­ნა­ჟიც აღ­მოჩ­ნდით... რა დატ­ვირ­თვა ჰქონ­და თქვენ პერ­სო­ნაჟს და ამ სე­რი­ალს თქვენს კა­რი­ე­რა­ში?

- ყო­ვე­ლი როლი, მსა­ხი­ობს, რა­ღაც ფორ­მით უნდა გზრდი­დეს, მაგ­რამ არის რო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გაზ­რდა­ში ვერ გეხ­მა­რე­ბა. "ჩცდ"-სთვის მად­ლო­ბე­ლი თუნ­დაც იმი­ტომ ვარ, რომ ძა­ლი­ან დიდი ხნის მან­ძილ­ზე, ფარ­თო მას­შტა­ბით ტე­ლე­ეკ­რან­ზე არ გა­მოვ­ჩე­ნილ­ვარ. სე­რი­ა­ლის ავ­ტო­რებ­მა ჩემი თავი მა­ყუ­რე­ბელს შე­ახ­სე­ნეს, ახალ თა­ო­ბას კი გა­აც­ნეს...

- ად­რე­ულ წლებ­ში სე­რი­ალ­ში მახ­სოვს, რომ გი­ღებ­დნენ...

- კი, ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი­სა და ზაზა ურუ­შა­ძის ფილ­მის მერე, სე­რი­ა­ლებ­ში პა­ტარ-პა­ტა­რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო ხოლ­მე - მა­გა­ლი­თად, „27 დრა­კო­ნი,“ რო­მე­ლიც კარ­გა ხნის წინ გა­და­ვი­ღეთ, მერე „ყავა და ლუდი,“ სა­დაც 2 სე­რი­ა­ში ვი­ყა­ვი... სე­რი­ალს დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ შენი ხაზი შედ­გა, რე­ი­ტინ­გუ­ლი გახ­და და მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­გიყ­ვა­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და და ამის­თვის ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. რომ გი­თხრათ, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მხიბ­ლავს-მეთ­ქი, - არა. ის იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ ძა­ლი­ან კე­თი­ლია, ალა­ლი, ჩურ­ჩუ­ტო­ბე­ბი კი, რაც აქვს, ესეც თა­ვის სი­ა­ლა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა...

ნინო ლეჟა­ვა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ამ ხაზს სცე­ნა­რის­ტი გა­აღ­რმა­ვებ­და, შე­იძ­ლე­ბო­და, სულ სხვა ადა­მი­ა­ნი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ნა­ი­ლა ხუნ­წა­რია... ასე არ მოხ­და, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სხვა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბი იყო წინ წა­მო­წე­უ­ლი. არ გე­გო­ნოთ, რომ რა­ი­მე­თი უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ, უბ­რა­ლოდ, ამას ჩემ­თვის ვფიქ­რობ­დი, რაც სხვა­გა­ნაც მით­ქვამს. ქალ­ბა­ტონ ქეთი დევ­და­რი­ანს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, რად­გა­ნაც ამო­უ­წუ­რა­ვი ფან­ტა­ზია აქვს. ტაშს ვუკ­რავ და ქედს ვიხ­რი მისი ნი­ჭის წი­ნა­შე. ურ­თუ­ლე­სი რამ არის ამ­დე­ნი წელი ასე გა­უ­ჩე­რებ­ლად აკე­თო ეს საქ­მე.

- პან­დე­მი­ის დროს თე­ატრს გა­უ­ჭირ­და, გა­ჩერ­და, რად­გა­ნაც უმა­ყუ­რებ­ლოდ დარ­ჩა. მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­წილ­მა გარ­კვე­უ­ლი საქ­მე გა­მო­ძებ­ნა, ნა­წი­ლი დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და. თქვენ იმ დროს მუ­შა­ო­ბა გამ­ყიდ­ვე­ლად ზო­ო­მა­ღა­ზი­ა­ში და­ი­წყეთ. ამ ნა­ბი­ჯით რა დაძ­ლი­ეთ?

- მთა­ვა­რი ის არის, რომ არ შე­მიძ­ლია უქ­მად ჯდო­მა, გა­ჩე­რე­ბა. რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, პან­დე­მი­ი­სას, ვი­ღა­ცა­ზე უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმით ვი­ყა­ვი, რომ სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ და ხელ­ფა­სე­ბი არ გვქონ­და შე­ჩე­რე­ბუ­ლი, რის­თვი­საც მად­ლი­ე­რი ვარ. მსა­ხი­ო­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბას ბან­კის ვალი ჰქონ­და და ხელ­ფა­სე­ბი რომ შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვი­დო­დით.

თუმ­ცა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სე­რი­ო­ზულ დეპ­რე­სი­ამ­დე რომ არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ისე ვი­ყა­ვი, რომ სა­დღაც სამ­სა­ხუ­რი უნდა და­მე­წყო. მა­შინ ჩემს სახ­ლთან ბუ­ტი­კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, სა­დაც პა­ტარ-პა­ტა­რა სექ­ცი­ე­ბი იყო და ერთ-ერთი ზო­ო­მა­ღა­ზია გახ­ლდათ... ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, 13 წლის ასა­კი­დან, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მი­მუ­შა­ვია. რო­დე­საც პირ­ვე­ლი ფილ­მი გა­მო­მი­ვი­და, რო­მელ­შიც გა­და­მი­ღეს და ქუ­ჩა­ში მცნობ­დნენ, მა­ში­ნაც კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კორ­პუს­თან, მო­პირ­და­პი­რედ სტუ­დენ­ტურ კა­ფე­ში მიმ­ტა­ნად დავ­საქმდი. იმ პე­რი­ოდ­ში გა­და­ცე­მა­შიც ვთქვი, რომ არა­ნა­ი­რი შრო­მა არ არის სირ­ცხვი­ლი და ამის გამო უცხო­ეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა წა­ვიდ­ნენ-მეთ­ქი.

90-ია­ნებ­ში ადა­მი­ა­ნებს უმე­ტე­სად ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და უცხო­ეთ­ში წას­ვლის მი­ზე­ზიც უმე­ტე­სად ეს იყო. იმ გა­და­ცე­მა­ში მა­შინ ეს სი­ტუ­ა­ცია ვამ­ხი­ლე, ვთქვი, - რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც შე­იძ­ლე­ბა საქ­მის პოვ­ნა-მეთ­ქი. მა­შინ ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი გა­ის­მა, არ იყო კარ­გი საქ­ცი­ე­ლიო - მი­თხრეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დად, სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით ვუ­პა­სუ­ხე - ვი­საც ჩემი მე­გობ­რო­ბის და ნა­თე­სა­ო­ბის რცხვე­ნია, ეს მათი პრობ­ლე­მაა-მეთ­ქი... არ ვთვლი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ამ ჩემი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას და­საქ­მე­ბით რამე წა­ვა­გე, პი­რი­ქით.

დღემ­დე ეს პო­ზი­ცია მაქვს და შვი­ლებ­საც მა­გა­ლითს ვაძ­ლევ, ვე­უბ­ნე­ბი - სულ რომ მი­ლი­ო­ნე­რი გავ­ხდე, სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი გრო­შე­ბის გემო უნდა იცო­დეთ-მეთ­ქი... ამა­ყი ვარ, რად­გა­ნაც ჩემი უფ­რო­სი ვაჟი, რო­მე­ლიც ასე­ვე მსა­ხი­ო­ბია (დღემ­დე თე­ატ­რში ვერ მო­ე­წყო, მე კი­დევ არ ვარ ის კა­ტე­გო­რია, თე­ატ­რე­ბი თხოვ­ნით ჩა­მო­ვი­ა­რო - შვი­ლი და­მი­საქ­მეთ-მეთ­ქი), ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში თა­ვი­სით და­საქმდა. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია და მად­ლო­ბა კომ­პა­ნი­ას ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის. თუმ­ცა მა­ნამ­დე იქ ჯერ პრაქ­ტი­კა, მერე ტეს­ტი­რე­ბა გა­ი­ა­რა. მე­ო­რე შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია, რო­მე­ლიც ყვე­ლა წე­სის დაც­ვით, რის უფ­ლე­ბაც აქვთ არას­რულ­წლოვ­ნებს, მუ­შა­ობს. ჩემი 13 და 11 წლის შვი­ლე­ბი კი, სა­ა­მი­სოდ ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩემი და მათი უფ­რო­სი ძმე­ბის მა­გა­ლი­თი მათ­ზე კარ­გად იმოქ­მე­დებს...

ნინო ლეჟა­ვა უფ­როს შვილ­თან ერ­თად

- ნინო, რა მო­გი­ტა­ნათ ამ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბამ?

- გარ­და იმი­სა, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი, ბევ­რი კარ­გი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მაც­ნო. მსა­ხი­ობს ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, ამ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟის­თვის შე­მი­ძე­ნია არა­ერ­თი თვი­სე­ბა, ხა­სი­ა­თი. ამ ტი­პა­ჟე­ბი­დან ამოკ­რე­ბი­ლი სა­ხეა თუნ­დაც ნა­ი­ლა ხუნ­წა­რია. შარ­შან ყუ­რძნის კრე­ფა­ზე ვი­ა­რე. გარ­და იმი­სა, რომ ვმუ­შა­ობ­დი, ბევ­რსაც ვხა­ლი­სობ­დი, იქაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. მიყ­ვარს უბ­რა­ლო, მშრო­მელ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა... გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ახ­ლაც ვე­ძებ სა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ოს...

- 4 ბი­ჭის დე­დო­ბაც არ არის სა­ხუ­მა­რო ამ­ბა­ვი...

- 4 ვაჟ­კა­ცის ყოლა სა­ა­მა­ყოა. ერი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე ვალი მოხ­დი­ლი მაქვს. ღმერ­თმა მომ­ცეს ძალა, ენერ­გია, რომ ესე­ნი ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნო და რა­ღაც კონ­დი­ცი­ამ­დე მი­ვიყ­ვა­ნო. ასე რომ, რაც შე­მეძ­ლე­ბა და რა­საც შევ­ძლებ, გა­ვუძ­ლებ და არ გავ­ჩერ­დე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიგითი ქართველი
2

ამ ბოლო დროს ჟურნალისტები წერენ ''არასრულწლოვნები'', ''არასრულწლოვნებს'' უნდა დავწეროთ -- ''არასრულწლოვანები''. ეს ელემენტარულია!!! (გაეცანით ქართული ენის გრამატიკის სასკოლო სახელმძღვანელოს!!!) 

Dea
2

უძლიერესი მსახიობი!

სტუდენტობის დროს ვნახე მისი "უცნობი ქალის წერილები", ისე შემძრა! უნიჭიერესია!

ულამაზესია! ფრესკის სილამაზით დაჯილდოებული.

ზოგის კომენტარი ვნახე. გამეცინა. 

ბრენდებით რომ შემოსოთ და ჩახატოთ და დააფილეროთ ტუჩ-ყვრიმალებიანად, ალბათ მოგეწონებათ, თქვენ რა იცით რა არის ბუნებრივი და ნამდვილი, ღმერთის ნაუქარი სილამაზე.

თავიდან ფეხებამდე, სულით და გულით ლამაზი ადამიანია. უშუალო, უბრალო, არ არსებობს, ჩაგიაროს, გამარჯობა უთხრა და არ გაგიღიმოს და გამარჯობა არ გითხრას სრულიად უცხოს. ყველა ჯერზე როცა მხვდება, იშვიათად, ათასში ერთხელ, გული სითბოთი მევსება. უძლიერესი აურის მატარებელია. 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩემი ვაჟი, რომელიც მსახიობია, დღემდე თეატრში ვერ მოეწყო და თავისით დასაქმდა… არ ვარ ის კატეგორია თხოვნით ვიარო, შვილი დამისაქმეთ-მეთქი" - ნინო ლეჟავა ოჯახსა და ცხოვრების სირთულეებზე

"ჩემი ვაჟი, რომელიც მსახიობია, დღემდე თეატრში ვერ მოეწყო და თავისით დასაქმდა… არ ვარ ის კატეგორია თხოვნით ვიარო, შვილი დამისაქმეთ-მეთქი" - ნინო ლეჟავა ოჯახსა და ცხოვრების სირთულეებზე

გარდა იმისა, რომ თავისი პროფესია უზომოდ უყვარს, ცხოვრების მანძილზე, არაერთ საქმეშიც მოუსინჯავს თავი. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამბობს, რომ არანაირი შრომა დასაძრახი არ არის და არცერთ საქმეს, სადაც უმუშავია, მისთვის სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია.

საუბარია მსახიობ ნინო ლეჟავაზე, რომელიც თეატრში როლებით ყოველთვის განებივრებული იყო და არის და ნუ გაგაკვირვებთ, თუ მას უცებ რაიმე სხვა სამუშაოს შესრულებისას შეხვდებით...

დაუზარელი, შრომისმოყვარე, აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრების მქონე მსახიობი ამასთანავე, 4 ბიჭის დედაა. როგორ უმკლავდება ცხოვრების სირთულეებს და რას ურჩევს მრავალშვილიანი დედა თავის ვაჟებს, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- პროფესიული არჩევანი, რომელიც თავის დროზე თეატრის სასარგებლოდ გააკეთეთ, წლებმა რა აჩვენა - სწორი გადაწყვეტილება იყო?

- ფინანსურად - ნაკლებად, რადგანაც უფრო წელგამართული რომ ვყოფილიყავი, ალბათ აჯობებდა, მაგრამ თუ სულიერი მოთხოვნილებების, სისხლის ყივილის, ჩემი საქმისადმი სიყვარულის, თავდადების, შრომისმოყვარეობის კუთხით შევხედავთ, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო, როცა პროფესიით ჩვენში სამსახურს ძალიან ცოტა ადამიანი თუ შოულობს. შემიძლია, ვიამაყო და ვიტრაბახო კიდეც, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერი თავიდან რომ დავატრიალო, ისევ ამ გზას გავივლიდი და აქ მოვიდოდი... თუმცა. ალბათ, პარალელურად შეიძლებოდა უფრო ჭკვიანურადაც მოვქცეულიყავი...

- რას გულისხმობთ?

- წინასწარ რომ მქონოდა გათვლილი, ეს რთული ცხოვრება მოვიდოდა და თადარიგი დამეჭირა, ახლა ჩემთვის სულ პატარა ბიზნესი მექნებოდა. დღეს ერთ ადგილზე საქმიანობით, გამორიცხულია, იარსებო. ალბათ მხოლოდ საქართველოში შეიძლება ასე ხდებოდეს - სამგან მუშაობდე, მაინც ვალი გქონდეს და მეოთხე სამსახურს ეძებდე...

- პროფესიას რომ დავუბრუნდეთ, რას ითხოვს მსახიობის პროფესია ადამიანისგან?

- უდიდეს მოთმინებას, გამძლეობას და შრომისმოყვარეობას. ჩვენს პროფესიას ასევე სჭირდება დიდი იღბალი, პატრონი და ნაცნობობა. სულ ამას ვამბობ, რომ ვერავინ დამაბრალებს ვინმეს შვილობას, საყვარლობას, მლიქვნელობას და პირფერობას... აგური აგურისთვის დამიდია და საქმე ისე მიკეთებია. თუ იმას, რასაც მივაღწიე, მიღწევა ჰქვია, მაშინ ჩემთვის იმაზე დიდი ჯილდო არ არსებობს, რაც ხალხის სიყვარულია. დიდი ბედნიერებაა, როცა ქუჩაში გაჩერებენ, შენ მიმართ სიყვარულს, პატივისცემას გამოხატავენ, ფოტოს იღებენ. კი, ეს გაღიმებული სახეები ყველაფერს მირჩევნია. იმითაც ბედნიერი ვარ, რომ იღბალიც აღმომაჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ შრომისმოყვარეობის უნარიც მომანიჭა.

- რომ არა არტისტი, პროფესიით ვინ შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყავით?

- ძალიან კარგი ექიმი ვიქნებოდი, რადგანაც არც სისხლის მეშინია და არც ჭრილობის. თავიდანვე იმდენად ინტერესიანი ვიყავი, რომ 15-16 წლის ასაკში, ერთ-ერთ საავადმყოფოში 7 ოპერაციას დავესწარი. ვისწავლე ნემსის გაკეთებაც. ეს იმიტომ, რომ მესწავლა ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა. აბიტურიენტი რომ ვიყავი, იმ პერიოდში რთულად იყო „სამედიცინოზე“ ჩაბარება, თან, ისეთი საგნების ცოდნა იყო საჭირო, რაც არ მიყვარდა...

მათემატიკას ვერასდროს გავუგე, სულ იმაზე ვხუმრობ ხოლმე, - ხელის თითებზე რომ ვიწყებ ანგარიშს და თვლას, ფეხის თითებზე გადავდივარ-თქო... ისე, პედაგოგობაც გამომივიდა, რადგან კარგი გადმოცემის უნარი მაქვს. კობა გოგიძეს, კახა გოგიძის ძმას, ასევე მსახიობს და რეჟისორს საბავშვო თეატრალური სტუდია „ბრავო“ აქვს, სადაც მეტყველების პედაგოგად მიმიწვია. ბავშვებთან ხანმოკლე მუშაობის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი, რადგანაც კარგი შედეგები ჰქონდათ. ცოტა ხნის წინ ისინი ქობულეთში თეატრალურ და ფოლკლორულ ფესტივალზეც მყავდა, სადაც 12 ნომინაცია წამოვიღეთ. ასევე კობას თეატრთან თოჯინური თეატრიც არსებობს.

ცხოვრებაში თოჯინა არ მჭერია, მაგრამ ეს საქმეც შევისწავლე და იქვე თოჯინურ სპექტაკლებსაც ვთამაშობ. ამ საქმემაც ძალიან შემაყვარა თავი. სწავლა სიბერემდეო, რომ ამბობენ, მართლაც შესაძლებელი ყოფილა. ამ თეატრში ოთხი ზრდასრული მსახიობი ვართ. სექტემბრიდან რეპერტუარს კიდევ გავაფართოებთ... შემეძლო ასევე მოცეკვავეც ვყოფილიყავი, რადგანაც 16 წელი ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. ბოლო წლებში ვიყავი ანსამბლში, რომელიც სუხიშვილების დუბლებად მოიხსენიებოდა. იქიდან ჩემი არაერთი მეგობარი დღეს ''სუხიშვილების'' წამყვანი მოცეკვავეა. მეც მქონდა იქ გადასვლის შანსი, რადგან დიდ ანსამბლთან ერთად ფილარმონიაში ვიცეკვე. მაშინ ბატონი თენგიზის მეუღლემ, ქალბატონმა ინგამ, 5 გოგონაში ერთ-ერთი პროექტისთვის მეც შემარჩია, მაგრამ „თეატრალურში“ ჩაბარებამ გადაწონა... დღესაც, მკვდარი რომ ვიყო, დოლ-გარმონის ხმა თუ გავიგე, ვცოცხლდები და ცეკვას ვიწყებ...

- პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟიც აღმოჩნდით... რა დატვირთვა ჰქონდა თქვენ პერსონაჟს და ამ სერიალს თქვენს კარიერაში?

- ყოველი როლი, მსახიობს, რაღაც ფორმით უნდა გზრდიდეს, მაგრამ არის როლები, რომლებიც ამ გაზრდაში ვერ გეხმარება. ''ჩცდ''-სთვის მადლობელი თუნდაც იმიტომ ვარ, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ფართო მასშტაბით ტელეეკრანზე არ გამოვჩენილვარ. სერიალის ავტორებმა ჩემი თავი მაყურებელს შეახსენეს, ახალ თაობას კი გააცნეს...

- ადრეულ წლებში სერიალში მახსოვს, რომ გიღებდნენ...

- კი, ერეკლე ბადურაშვილისა და ზაზა ურუშაძის ფილმის მერე, სერიალებში პატარ-პატარა სამუშაოები იყო ხოლმე - მაგალითად, „27 დრაკონი,“ რომელიც კარგა ხნის წინ გადავიღეთ, მერე „ყავა და ლუდი,“ სადაც 2 სერიაში ვიყავი... სერიალს დიდი პოპულარობა მოაქვს, განსაკუთრებით, თუ შენი ხაზი შედგა, რეიტინგული გახდა და მაყურებელმა შეგიყვარა. ეს ყველაფერი ჩემ შემთხვევაში მოხდა და ამისთვის ყველას დიდი მადლობა. რომ გითხრათ, ჩემი პერსონაჟი მხიბლავს-მეთქი, - არა. ის იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კეთილია, ალალი, ჩურჩუტობები კი, რაც აქვს, ესეც თავის სიალალიდან გამომდინარეა...

ნინო ლეჟავა მეუღლესთან ერთად

თუმცა ველოდებოდი, რომ ამ ხაზს სცენარისტი გააღრმავებდა, შეიძლებოდა, სულ სხვა ადამიანი აღმოჩენილიყო ნაილა ხუნწარია... ასე არ მოხდა, ალბათ იმიტომ, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემები იყო წინ წამოწეული. არ გეგონოთ, რომ რაიმეთი უკმაყოფილო ვარ, უბრალოდ, ამას ჩემთვის ვფიქრობდი, რაც სხვაგანაც მითქვამს. ქალბატონ ქეთი დევდარიანს ძალიან ვაფასებ, რადგანაც ამოუწურავი ფანტაზია აქვს. ტაშს ვუკრავ და ქედს ვიხრი მისი ნიჭის წინაშე. ურთულესი რამ არის ამდენი წელი ასე გაუჩერებლად აკეთო ეს საქმე.

- პანდემიის დროს თეატრს გაუჭირდა, გაჩერდა, რადგანაც უმაყურებლოდ დარჩა. მსახიობების ნაწილმა გარკვეული საქმე გამოძებნა, ნაწილი დეპრესიაში ჩავარდა. თქვენ იმ დროს მუშაობა გამყიდველად ზოომაღაზიაში დაიწყეთ. ამ ნაბიჯით რა დაძლიეთ?

- მთავარი ის არის, რომ არ შემიძლია უქმად ჯდომა, გაჩერება. როგორც მსახიობი, პანდემიისას, ვიღაცაზე უკეთეს მდგომარეობაში იმით ვიყავი, რომ სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვარ და ხელფასები არ გვქონდა შეჩერებული, რისთვისაც მადლიერი ვარ. მსახიობების უმეტესობას ბანკის ვალი ჰქონდა და ხელფასები რომ შეჩერებულიყო, სავალალო მდგომარეობამდე მივიდოდით.

თუმცა შემოქმედებითი პროცესის გარეშე დარჩენილი სერიოზულ დეპრესიამდე რომ არ მივსულიყავი, ისე ვიყავი, რომ სადღაც სამსახური უნდა დამეწყო. მაშინ ჩემს სახლთან ბუტიკი აღმოვაჩინე, სადაც პატარ-პატარა სექციები იყო და ერთ-ერთი ზოომაღაზია გახლდათ... ბავშვობიდან მოყოლებული, 13 წლის ასაკიდან, სხვადასხვა ადგილას მიმუშავია. როდესაც პირველი ფილმი გამომივიდა, რომელშიც გადამიღეს და ქუჩაში მცნობდნენ, მაშინაც კი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, მოპირდაპირედ სტუდენტურ კაფეში მიმტანად დავსაქმდი. იმ პერიოდში გადაცემაშიც ვთქვი, რომ არანაირი შრომა არ არის სირცხვილი და ამის გამო უცხოეთში ადამიანები არ უნდა წავიდნენ-მეთქი.

90-იანებში ადამიანებს უმეტესად ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და უცხოეთში წასვლის მიზეზიც უმეტესად ეს იყო. იმ გადაცემაში მაშინ ეს სიტუაცია ვამხილე, ვთქვი, - რომ ჩვენს ქვეყანაშიც შეიძლება საქმის პოვნა-მეთქი. მაშინ ჩემს ტელეფონზე ზარები გაისმა, არ იყო კარგი საქციელიო - მითხრეს. აბსოლუტურად მშვიდად, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხე - ვისაც ჩემი მეგობრობის და ნათესაობის რცხვენია, ეს მათი პრობლემაა-მეთქი... არ ვთვლი, რომ ცხოვრებაში ამ ჩემი სხვადასხვა ადგილას დასაქმებით რამე წავაგე, პირიქით.

დღემდე ეს პოზიცია მაქვს და შვილებსაც მაგალითს ვაძლევ, ვეუბნები - სულ რომ მილიონერი გავხდე, საკუთარი შრომით მოპოვებული გროშების გემო უნდა იცოდეთ-მეთქი... ამაყი ვარ, რადგანაც ჩემი უფროსი ვაჟი, რომელიც ასევე მსახიობია (დღემდე თეატრში ვერ მოეწყო, მე კიდევ არ ვარ ის კატეგორია, თეატრები თხოვნით ჩამოვიარო - შვილი დამისაქმეთ-მეთქი), ერთ-ერთ კომპანიაში თავისით დასაქმდა. ძალიან კმაყოფილია და მადლობა კომპანიას ამ შესაძლებლობისთვის. თუმცა მანამდე იქ ჯერ პრაქტიკა, მერე ტესტირება გაიარა. მეორე შვილი არასრულწლოვანია, რომელიც ყველა წესის დაცვით, რის უფლებაც აქვთ არასრულწლოვნებს, მუშაობს. ჩემი 13 და 11 წლის შვილები კი, საამისოდ ჯერ პატარები არიან, მაგრამ ჩემი და მათი უფროსი ძმების მაგალითი მათზე კარგად იმოქმედებს...

ნინო ლეჟავა უფროს შვილთან ერთად

- ნინო, რა მოგიტანათ ამ სხვადასხვა სამსახურში მუშაობამ?

- გარდა იმისა, რომ დამატებითი შემოსავალი, ბევრი კარგი და კეთილი ადამიანი გამაცნო. მსახიობს ეს ურთიერთობები სჭირდება, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ბევრი პერსონაჟისთვის შემიძენია არაერთი თვისება, ხასიათი. ამ ტიპაჟებიდან ამოკრებილი სახეა თუნდაც ნაილა ხუნწარია. შარშან ყურძნის კრეფაზე ვიარე. გარდა იმისა, რომ ვმუშაობდი, ბევრსაც ვხალისობდი, იქაც უამრავი ადამიანი გავიცანი. მიყვარს უბრალო, მშრომელ ხალხთან ურთიერთობა... გაგიკვირდებათ და ახლაც ვეძებ საზაფხულო სამუშაოს...

- 4 ბიჭის დედობაც არ არის სახუმარო ამბავი...

- 4 ვაჟკაცის ყოლა საამაყოა. ერისა და ქვეყნის წინაშე ვალი მოხდილი მაქვს. ღმერთმა მომცეს ძალა, ენერგია, რომ ესენი ფეხზე დავაყენო და რაღაც კონდიციამდე მივიყვანო. ასე რომ, რაც შემეძლება და რასაც შევძლებ, გავუძლებ და არ გავჩერდები.